პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის გზით მი­ე­ნი­ჭა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 27-ე მუხ­ლში წე­რია, რომ პრე­ზი­დენტს ამ უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია პრო­ცე­დუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტას, თა­დუ­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნით საფ­რან­გეთს დე­კემ­ბერ­ში მი­მარ­თეს.

"მათ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი დრო იმის­თვის, რომ სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ლო­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს საფ­რან­გეთ­მა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყვი­ტა", - აღ­ნიშ­ნა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა საფ­რან­გეთ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის­თა­ნა­ვე.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 27-ე მუხ­ლის I პუნ­ქტის, ბ, ც პუნ­ქტის და 33-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო", - გან­მარ­ტა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს, ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2011 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით შე­უ­წყდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა მხო­ლოდ ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძის მი­მართ გა­ა­უქ­მა. ამის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის გზით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს 2012 წლის 4 აპ­რი­ლის დას­კვნით, ივა­ნიშ­ვილს ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის გზით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიენიჭა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ივანიშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, 27-ე მუხლში წერია, რომ პრეზიდენტს ამ უფლების გამოყენება შეუძლია პროცედურების გათვალისწინების გარეშე სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტას, თადუმაძის განცხადებით, შესაბამისი მოთხოვნით საფრანგეთს დეკემბერში მიმართეს.

"მათ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ საჭირო პროცედურები განეხორციელებინათ. შესაბამისად, ველოდები, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთმა მოქალაქეობა შეუწყვიტა", - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.

"საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33-ე მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.

ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს, პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა