პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთის პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია
ფოთის პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია

ფო­თის პორ­ტის მე-14 ნავ­მი­სად­გო­მის 4 სა­რე­ზერ­ვო ბრი­გა­დის 200-ზე მეტი მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე ამ დრომ­დე გა­ფი­ცუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რე­ბენ, ვიდ­რე კონ­ტაქ­ტზე არ გა­მოვ­ლენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ.

გა­ფი­ცულ­თა მო­თხოვ­ნე­ბია სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­მუ­შა­ოს შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

"ნავ­მი­სად­გო­მის მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ორი დღეა, უკვე არა­ვინ არ გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან. აქ­ცი­ას გა­ვაგ­რძე­ლებთ, ვიდ­რე არ დაგ­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ერთ-ერ­თმა გა­ფი­ცულ­მა ავ­თან­დილ თუნ­თი­ამ.

გა­ფი­ცუ­ლებს გუ­შინ ღა­მით შე­უ­ერ­თდნენ სხვა ნავ­მი­სად­გო­მე­ბის მე­ამ­წე­ე­ბიც, მთლი­ა­ნო­ბა­ში 45 ადა­მი­ა­ნი, რა­მაც პორ­ტის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია. გა­ფი­ცულ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე და­ი­თხო­ვეს.

"სა­თი­თა­ოდ დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, რომ გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ამ 45 ადა­მი­ა­ნი­დან 4 ადა­მი­ანს, ვინც ჩვენს უფ­ლე­ბებ­ზე ხმა ამო­ვი­ღეთ, არ დაგ­ვაბ­რუ­ნე­ბენ სამ­სა­ხუ­რებ­ში",-აცხა­დებს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი პა­ა­ტა მირ­ცხუ­ლა­ვა.

ამას­თან, ორი დღის წინ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში ფო­თის პორ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯო­ზეფ ქრო­ულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ფი­ცუ­ლე­ბი არ არი­ან პორ­ტის ძი­რი­თა­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას პორ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი, რო­გორც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის მაქ­სი­მუმს იღე­ბენ. ქრო­უ­ლიმ, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

გა­ფი­ცუ­ლებს ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ეკა ბე­სე­ლია დღეს შეხ­ვდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფოთის პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია

ფოთის პორტის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე გაფიცულია

ფოთის პორტის მე-14 ნავმისადგომის 4 სარეზერვო ბრიგადის 200-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე ამ დრომდე გაფიცულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მათი განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ, ვიდრე კონტაქტზე არ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

გაფიცულთა მოთხოვნებია სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება და ხელშეკრულებების გაფორმება.

"ნავმისადგომის მუშაობა შეჩერებულია. ორი დღეა, უკვე არავინ არ გამოგვეხმაურა ხელმძღვანელობიდან. აქციას გავაგრძელებთ, ვიდრე არ დაგველაპარაკებიან", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ერთ-ერთმა გაფიცულმა ავთანდილ თუნთიამ.

გაფიცულებს გუშინ ღამით შეუერთდნენ სხვა ნავმისადგომების მეამწეებიც, მთლიანობაში 45 ადამიანი, რამაც პორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. გაფიცულთა ინფორმაციით, აღნიშნულის გამო რამდენიმე მათგანი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.

"სათითაოდ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გაგვათავისუფლეს. იმასაც ამბობენ, რომ სიტუაციის დალაგების შემთხვევაშიც კი, ამ 45 ადამიანიდან 4 ადამიანს, ვინც ჩვენს უფლებებზე ხმა ამოვიღეთ, არ დაგვაბრუნებენ სამსახურებში",-აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი პაატა მირცხულავა.

ამასთან, ორი დღის წინ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულმა განაცხადა, რომ გაფიცულები არ არიან პორტის ძირითადი თანამშრომლები და თავიანთ საქმიანობას პორტის საჭიროების მიხედვით ახორციელებენ. მისივე განცხადებით, ისინი, როგორც დაქირავებული მუშახელი, ქართულ ბაზარზე არსებული ანაზღაურების მაქსიმუმს იღებენ. ქროულიმ, საკითხის შესწავლასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

გაფიცულებს ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია დღეს შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"