სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - "ჩვენს ერთობას დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის"
დავით ბაქრაძე - "ჩვენს ერთობას დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის"

"დიახ, ჩვენ ერ­თად ვართ და ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ჩვენს ერ­თო­ბას დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და ელის" , - ასე მი­მარ­თა დღეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ბაქ­რა­ძემ სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ მო­სახ­ლე­ო­ბას.

"დღეს ამ ერთ სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბი­ლია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლა კუ­თხე ყვე­ლა თა­ო­ბა. რო­დე­საც მე გი­ყუ­რებთ, მე ვარ ბედ­ნი­ე­რი და მახ­სენ­დე­ბა ერთი ან­და­ზა - "ძალა ერ­თო­ბა­შია", დიახ, ჩვენ ერ­თად ვართ და ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ. სწო­რედ ამ ერ­თო­ბით ვი­ყა­ვით ჩვენ ძლი­ე­რე­ბი გან­ვლი­ლი რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ამ ერ­თო­ბას წინ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და ელის - სამ დღე­ში ჩვენ ყვე­ლამ ასე­ვე ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, საით წავა ეს ქვე­ყა­ნა".

ბაქ­რა­ძის თქმით, 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

"ჩვე­ნი ვა­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვას­წო­როთ, აღ­მოვ­ფხვრათ და ქვე­ყა­ნა წა­ვიყ­ვა­ნოთ წინ, რომ 4 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო იყოს უკე­თე­სი. სწო­რედ ამი­ტომ რო­დე­საც ჩვენ ვამ­ბობთ "მეტი სარ­გე­ბე­ლი ხალ­ხს" ეს არ არის ლო­ზუნ­გი ეს არის რე­ა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ. ბაქ­რა­ძის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­სულ წლებ­ში და­ა­მარ­ცხა კრი­მი­ნა­ლი მაგ­რამ დღეს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა უმუ­შევ­რო­ბაა.

"ჩვენ შევ­ძე­ლით და ერ­თად მო­ვე­რი­ეთ კრი­მი­ნალს, ჩვე­ნი კრი­მი­ნა­ლი დღეს უმუ­შევ­რო­ბაა. დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ისე­ვე გავ­ტე­ხოთ წელ­ში და ფეხი ამო­ვუკ­ვე­თოთ უმუ­შევ­რო­ბას, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან ფეხი ამო­ვუკ­ვე­თეთ კრი­მი­ნალ­სა და კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დავით ბაქრაძე - "ჩვენს ერთობას დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის"

დავით ბაქრაძე - "ჩვენს ერთობას დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის"

"დიახ, ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ, მაგრამ ჩვენს ერთობას დღეს მნიშვნელოვანი გამოცდა ელის" , - ასე მიმართა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას.

"დღეს ამ ერთ სტადიონზე შეკრებილია მთელი საქართველო, ყველა კუთხე ყველა თაობა. როდესაც მე გიყურებთ, მე ვარ ბედნიერი და მახსენდება ერთი ანდაზა - "ძალა ერთობაშია", დიახ, ჩვენ ერთად ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ. სწორედ ამ ერთობით ვიყავით ჩვენ ძლიერები განვლილი რვა წლის განმავლობაში, მაგრამ ამ ერთობას წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ელის - სამ დღეში ჩვენ ყველამ ასევე ერთად უნდა გავაკეთოთ არჩევანი, საით წავა ეს ქვეყანა".

ბაქრაძის თქმით, 1-ელი ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

"ჩვენი ვალია ეს ყველაფერი გავასწოროთ, აღმოვფხვრათ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, რომ 4 წლის შემდეგ საქართველო იყოს უკეთესი. სწორედ ამიტომ როდესაც ჩვენ ვამბობთ "მეტი სარგებელი ხალხს" ეს არ არის ლოზუნგი ეს არის რეალობა", - განაცხადა ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, ხელისუფლებამ გასულ წლებში დაამარცხა კრიმინალი მაგრამ დღეს მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.

"ჩვენ შევძელით და ერთად მოვერიეთ კრიმინალს, ჩვენი კრიმინალი დღეს უმუშევრობაა. დღეს ჩვენი ამოცანაა ისევე გავტეხოთ წელში და ფეხი ამოვუკვეთოთ უმუშევრობას, როგორც საქართველოდან ფეხი ამოვუკვეთეთ კრიმინალსა და კანონიერ ქურდებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა