სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში ყველა პატიმარს დაცვა სჭირდება" - რას ჰყვებიან ადვოკატები
"ციხეში ყველა პატიმარს დაცვა სჭირდება" - რას ჰყვებიან ადვოკატები

ცი­ხე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებ­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ ად­ვო­კა­ტე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. თუმ­ცა ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. კად­რებ­მა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვი­ხი­ლეთ, შოკ­ში ჩა­აგ­დო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. რა იყო ახა­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ ცი­ხეს­თან, პა­ტიმ­რებ­თან, მათ მშობ­ლებ­თან? რა ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პა­ტიმ­რის შეხ­ვედ­რა ად­ვო­კატ­თან, რა­ტომ ვერ ამ­ხე­ლენ გან­სას­ჯე­ლე­ბი ცე­მის ფაქ­ტებს და რო­გორ კლა­ვენ ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს? ამ შე­კი­თხვე­ბით არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო ად­ვო­კა­ტებს მაია დო­ნა­ძე­სა და დი­ა­ნა გვი­ში­ანს მივ­მარ­თეთ.

დი­ა­ნა:

- დიდი ხა­ნია სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის ამ კად­რებ­ში დიდი სი­ახ­ლე არ ყო­ფი­ლა. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის დროს პა­ტიმ­რებს სცემ­დნენ. ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი მათ, არ შე­ე­პა­სუ­ხოთ, არ გა­უ­ძა­ლი­ან­დეთ, რაც უნდა მოხ­დეს, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ცე­მით მოგ­კლან-მეთ­ქი. ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვა მქო­ნია პრაქ­ტი­კა­ში.

- კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა რას ნიშ­ნავს?

მაია:

- კა­რან­ტი­ნი არის პირ­ვე­ლა­დი მო­თავ­სე­ბის საკ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც უნდა და­ა­ნა­წი­ლონ სხვა საკ­ნებ­ში. აი, სწო­რედ ამ პრო­ცესს ჰქვია კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა. ამ დროს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია ად­ვო­კა­ტი, მან ხში­რად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოს პა­ტი­მა­რი, რომ ის არ იყოს ნა­ცე­მი. ასეთ დროს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით სცე­მენ პა­ტი­მარს. თქვენ ნა­ხეთ კად­რე­ბი, როცა რამ­დე­ნი­მე ბად­რა­გი ურტყამ­და თითო-თითო პა­ტი­მარს. ეს იყო ზუს­ტად კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა. მი­ზა­ნი მათი დაჩ­მო­რე­ბა, და­მორ­ჩი­ლე­ბაა. ღირ­სე­ბას ულა­ხა­ვენ, რომ ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვე­ბი იყ­ვნენ. ცი­ხე­შიც ხდე­ბა ზე­წო­ლა, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა. მა­გა­ლი­თად, შე­დის ბად­რა­გი და ეუბ­ნე­ბა, შეძ­ვე­რი სა­წო­ლის ქვეშ და სა­ნამ არ მო­ვალ, არ გა­მოხ­ვი­დეო, აბა, ნუ გა­ა­კე­თებს!

- ამ ყვე­ლა­ფერს პა­ტიმ­რე­ბი თა­ვად გიყ­ვე­ბი­ან?

დი­ა­ნა:

- იშ­ვი­ა­თად თუ ჰყვე­ბი­ან, თან გთხო­ვენ, რომ არ გა­ახ­მა­უ­რო. ეში­ნი­ათ იმ ჯა­ლა­თე­ბის! ვეხ­ვე­წე­ბით პა­ტიმ­რებს, და­ვი­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბა, გვი­თხა­რით, რო­მელ­მა ბად­რაგ­მა გცე­მა, მაგ­რამ უარს ამ­ბო­ბენ. ისი­ნი მათ ხელ­ში არი­ან, ამის გამო მარ­თლა მოკ­ლა­ვენ. გა­და­იყ­ვა­ნენ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, იქ სხვა დი­აგ­ნოზს და­წე­რენ და ვერ­სად იჩივ­ლებს. შეკ­რუ­ლი წრეა, გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. სწო­რედ ასე მო­ექ­ცნენ ერთ-ერთ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ პა­ტი­მარ თა­მაზ დად­ვანს. 22 წლის და­ა­კა­ვეს, ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს, 8 წე­ლი მი­უ­სა­ჯეს და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც არ ჩა­უ­დე­ნია და რამ­დე­ნი­მე თვე­ში სი­ცო­ცხლე მო­უს­წრა­ფეს. ჯან­მრთე­ლი ბიჭი იყო, არ ეპუ­ე­ბო­და მათ წე­სებს, ეტყო­ბა, სი­ტყვა­საც უბ­რუ­ნებ­და, როცა უმი­ზე­ზოდ ურტყამ­დნენ. მო­მიყ­ვა, რო­გორ შეს­დგა 20 თა­ნამ­შრო­მე­ლი და რო­გორ ჩა­უნ­გრი­ეს ორ­გა­ნო­ე­ბი. ერთ დღე­საც ოჯა­ხის წევ­რებ­მა დაგ­ვი­რე­კეს, ძა­ლი­ან მძი­მედ არის და რამე გვიშ­ვე­ლეო. ვუ­თხა­რი, შე­ვალ და ვნა­ხავ-მეთ­ქი. შე­ვე­დით მე და მაია ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მა­შინ ჯერ კი­დევ და­დი­ო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი იყო. მახ­სოვს, მთხო­ვა, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სუ­რა­თი და სხვა ფო­ტო­ე­ბი დამ­რჩა სა­პყრო­ბი­ლე­ში და (ცრემ­ლი მო­იწ­მინ­და - ავტ.) გეხ­ვე­წე­ბი, იმ კედ­ლებ­ში ნუ და­მი­ტო­ვე­ბო. მა­პა­ტი­ეთ, ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ ვიხ­სე­ნებ ამ ამ­ბავს. მე­ო­რედ რომ მი­ვე­დით, ცი­ხის ექი­მებ­მა გვი­თხრეს, მფრი­ნა­ვი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი აქვს და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე ნუ შეხ­ვალ­თო. პირ­ბა­დე­ე­ბი თვი­თონ არ ჰქონ­დათ და ამი­ტომ ისე შე­ვე­დით.

მაია:

- მოგ­ვიყ­ვა, რო­გორ სცე­მა რამ­დე­ნი­მე ბად­რაგ­მა ერ­თად. მანდ მთა­ვა­რია არ წა­იქ­ცე, თუ წა­ი­ქე­ცი, ზედ შეგდ­გე­ბი­ან. ძლი­ე­რი ბიჭი იყო, თა­ვი­დან ვუძ­ლებ­დიო, თქვა, მერე დიდი ტა­ნის ბად­რა­გი მო­ვი­და, იმან და­მარ­ტყა, და­მაგ­დო და შემ­დგნე­ნო. სვა­ნი იყო და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას ვერ აი­ტან­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაც სცე­მეს. რომ ეტყოდ­ნენ, ოთხზე ია­რეო, არ და­დი­ო­და, ალ­ბათ არც სა­წო­ლის ქვეშ ძვრე­ბო­და, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი...

დი­ა­ნა:

- რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აო, გვი­თხრეს. ის ოთა­ხი რე­ა­ნი­მა­ცი­ას კი არა, მორგს უფრო ჰგავ­და. სა­წოლ­ზე ეგდო, არა­ფე­რი ეფა­რა, მოძ­რა­ო­ბის უნა­რიც არ ჰქონ­და, ხელ­ზე ხელი მოვ­კი­დე და ისე მო­ვა­წე­რი­ნე ხელი ექ­სპერ­ტი­ზის და­ნიშ­ვნის თხოვ­ნა­ზე.

მაია:

- გვერ­დით ცე­ლოფ­ნის პარკში ოჯა­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი თეთ­რე­უ­ლი და ტან­საც­მე­ლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ედო. არც კი გა­და­უკ­რეს თეთ­რე­უ­ლი. ზამ­თა­რი იყო, ერ­თა­დერ­თი ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - ფან­ჯა­რა და­ხუ­რე­თო. იქვე კი­დევ ორი პა­ტი­მა­რი იწვა მო­კუნ­ტუ­ლი სა­წოლ­ზე, არა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რა და ნივ­თი იქ არ მო­ი­პო­ვე­ბო­და. მორგს ჰგავ­და ის ოთა­ხი, არც წა­მა­ლი და არც სხვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, იწ­ვნენ და ელოდ­ნენ სიკ­ვდილს. გა­ვამ­ხნე­ვეთ, ნუ გე­ში­ნი­ათ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ხვალ უკვე გა­მოხ­ვალ-მეთ­ქი.

დი­ა­ნა:

- ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა რომ იქ­ნე­ბა, მერე მა­ინც ხომ და­ი­ჯე­რე­ბენ, რა მიქ­ნე­სო, თქვა. იმე­დი მი­ე­ცა. რომ გა­მო­ვე­დით, ექი­მი ვნა­ხე, ვუ­თხა­რი, მი­ხე­დეთ ბიჭს, რომ გდია იქ, გა­დას­ხმა მა­ინც გა­უ­კე­თეთ-მეთ­ქი. ყუ­რიც არ გვა­თხო­ვეს. მე­ო­რე დი­ლას ცი­ხეს­თან ვი­დე­ქით და ყვე­ლა ერ­თად ვბღა­ო­დით.

მაია:

- მე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, შენი პა­ტი­მა­რი მოკ­ვდა და ოჯახს გა­ა­გე­ბი­ნეო. შე­იყ­ვა­ნეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ხელი მო­ა­წე­რი­ნეს იმა­ზე, რომ პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ექ­ნე­ბო­დათ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ა­ტა­ნეს გვა­მი. აი, ეს არის მათი პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა. ექ­სპერ­ტი­ზამ, რო­მე­ლიც უკვე გვამს ჩა­უ­ტარ­და, დადო დას­კვნა, რომ დად­ვა­ნი მფრი­ნა­ვი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯახ­მა არ ისურ­ვა ამ დას­კვნის გა­სა­ჩივ­რე­ბა და ჩვენც ხელ-ფეხი შეგ­ვეკ­რა.

დი­ა­ნა:

- მე მყავ­და პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც გლ­და­ნის ცი­ხი­დან რუს­თა­ვის გა­ნახ­ლე­ბულ კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მის სა­ნა­ხა­ვად რომ მი­ვე­დი, მივ­ხვდი, ად­ვო­კა­ტი კი არა, ბუზი ვერ შეფ­რინ­დე­ბო­და. არც არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს უშ­ვებ­დნენ. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ახა­ლი გახ­სნი­ლია და რე­მონ­ტი გვაქ­ვსო. 3 კვი­რის მერე შეგ­ვიშ­ვეს და სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ვის­მი­ნე ჩემი პა­ტიმ­რის­გან. მი­თხრა, რომ შიშ­ვე­ლი გა­ა­ტა­რეს დუ­ბინ­კე­ბი­ა­ნი ბად­რა­გე­ბის კო­რი­დორ­ში, დუ­ბინ­კებს ურტყამ­დნენ. თუ და­ე­ცე­მო­და, წიხ­ლით შეს­დგე­ბოდ­ნენ. კად­რებ­შიც ხომ ნა­ხეთ, რომ და­ვარ­დე­ბოდ­ნენ, მა­შინ­ვე ფეხ­ზე დგე­ბოდ­ნენ. ეში­ნო­დათ, თუ ვერ ად­გე­ბოდ­ნენ, უა­რესს უზამ­დნენ.

მაია:

- ასე ექ­ცე­ოდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნებ­საც და სა­ნამ მათი ჭრი­ლო­ბე­ბი არ მო­შუშ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე არა­ვის უშ­ვებ­დნენ ცი­ხე­ში. ე.წ. "პე­რე­დაჩ­საც" კი არ იღებ­დნენ.

დი­ა­ნა:

- კა­სა­ცია მქონ­და და­სა­მოწ­მე­ბე­ლი, ფურ­ცე­ლი გა­მო­მარ­თვეს და შე­ი­ტა­ნეს. მე არ შე­მიშ­ვეს. ამ დროს გა­მო­დი­ან ტე­ლე­ეკ­რა­ნით და ზღაპ­რებს გიყ­ვე­ბი­ან, რა კარ­გი ციხე გახ­სნეს.

მაია:

- აღა­რა­ფერს ვამ­ბობ კარ­ცერ­ზე, სა­ი­და­ნაც პა­ტიმ­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეშ­ლი­ლე­ბი ამო­დი­ან. სა­უბ­რის უნა­რი აქვთ წარ­თმე­უ­ლი, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გი­ყუ­რე­ბენ და კი­თხვა­ზე ვერ გპა­სუ­ხო­ბენ. კარ­ცე­რი­დან ამოყ­ვა­ნილ პა­ტი­მარს ჩვე­უ­ლებ­რივ სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ოთახ­ში ვერ შეხ­ვდე­ბი. მათ ვხვდე­ბით ოთახ­ში, რო­მე­ლიც მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ არ ილა­პა­რა­კოს იქ მომ­ხდარ­ზე. ჩვენ მა­ინც ვე­კი­თხე­ბით, ხომ არ გცე­მეს, მაგ­რამ ეში­ნი­ათ, არა­ფერს ამ­ბო­ბენ.

- არ­სე­ბო­ბენ ისე­თი პა­ტიმ­რე­ბი, რო­მელ­თაც არ სცე­მენ, არ აწა­მე­ბენ?

დი­ა­ნა:

- არ­სე­ბო­ბენ, ისი­ნი, ვინც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ბად­რაგ­თან. მე ერთი პა­ტიმ­რის ოჯა­ხი მთხოვ­და, გა­მო­მე­ძებ­ნა ცი­ხის უფ­რო­სის ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­საც სთხოვ­და, არ ეცე­მათ მათი ოჯა­ხის წევ­რი იმის გამო, რომ უარს იტყო­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. იცოდ­ნენ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ და­თან­ხმდე­ბო­და.

- რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე უნდა აიღო ხელი, ღირ­სე­ბა და­კარ­გო. ვი­თომ რო­მე­ლი­ღაც პა­ტი­მარს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­რეთ ესა და ეს პი­როვ­ნე­ბა უკა­ნო­ნოდ ატა­რებს ია­რაღს ან არის ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღე­ბე­ლი. ამ­გვა­რი "თა­ნამ­შრომ­ლე­ბის" სა­ფუძ­ველ­ზე მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი უდა­ნა­შა­უ­ლო პირი და­ა­კა­ვონ, წლე­ბი და­უ­მა­ტონ უკვე და­კა­ვე­ბულს. ჩემს პა­ტი­მარს და­უ­მა­ტეს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის წლე­ბი, მე­ო­რე პა­ტიმ­რის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ორ კვი­რა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სა­პყრო­ბი­ლი­დან.

- თქვენ ად­ვო­კა­ტე­ბი იყა­ვით შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­შიც, რა გან­სხვა­ვე­ბა და მსგავ­სე­ბაა იმ პე­რი­ო­დი­სა და დღე­ვან­დელ ცი­ხეს შო­რის?

დი­ა­ნა:

- წა­მე­ბა მა­ში­ნაც იყო. გან­სხვა­ვე­ბას მხო­ლოდ წეს­რიგ­ში ვხე­დავ. ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის, მაგ­რამ ჩვენ ამ კომ­ფორტზე გავ­ყი­დეთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. ის, რომ კონ­დი­ცი­ო­ნე­რია ჩარ­თუ­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში, არ მცხე­ლა და რიგ­ში დგო­მა არ მი­წევს პა­ტიმ­რის სა­ნა­ხა­ვად, არ არის მთა­ვა­რი. რად მინ­და წეს­რი­გი, როცა ვე­რა­ფერს ვცვლი, როცა ვერ ვშვე­ლი პა­ტი­მარს. არა­ვინ წერს სა­ჩი­ვარს კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე ბად­რა­გის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც და­წე­რა, არ და­ად­გა კარ­გი დღე, ცე­მით მოკ­ლეს ამის გამო. მა­გა­ლი­თად, გა­და­ვიყ­ვა­ნე ნა­ცე­მი, ფე­ხებ­მომტვრე­უ­ლი პა­ტი­მა­რი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თუ პა­ტი­მარ­მა არ და­მი­დას­ტუ­რა, რომ ეს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­კე­თა, მე რო­გორ და­ვამ­ტკი­ცო, ვინ და­მი­ჯე­რებს?!

მაია:

- მახ­სოვს, ერთხელ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთ-ერთ პა­ტი­მარ­თან მო­მიხ­და გა­სა­უბ­რე­ბა. ახალ­გაზ­რდა ბიჭი იყო, თე­ატ­რა­ლუ­რის სტუ­დენ­ტი. ცე­მა­სა და ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და­ე­მარ­თა. ეს არის მწე­რალ ლერი ალი­მო­ნა­კის შვი­ლი, გი­ორ­გი ალი­მო­ნა­კი. თა­ვის ად­ვო­კატს ჰყავ­და შე­მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით. გა­გიჟ­და სა­წყა­ლი, ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მას­თან მუდ­მი­ვად იყო 6-7 ბიჭი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბავ­შვო­ბა ეგო­ნა. მას­თან ერ­თად ეძი­ნა, ესა­უბ­რე­ბო­და. ისეთ საბ­რა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სა­წყა­ლი, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეთ, დე­დას­თა­ნო, გვთხოვ­და. არც კი ახ­სოვ­და, რომ პა­ტი­მა­რი იყო. ბო­ლოს, როცა ბად­რა­გი მო­ვი­და და გაჰ­ყავ­დათ, გულ­ზე ხელი და­ი­დო და ისე დაგ­ვემ­შვი­დო­ბა. სას­წა­უ­ლი სცე­ნა იყო, ცრემ­ლე­ბამ­დე მი­ვე­დით. მა­შინ პირ­ვე­ლად ვი­ტი­რე, მა­ნამ­დე გვპირ­დე­ბო­და, როცა აქე­დან გა­ვალ და სწავ­ლას და­ვამ­თავ­რებ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ ფილ­მს, ყვე­ლა­ფერს მოვ­ყვე­ბი, რაც აქ ვნა­ხე და პერ­სო­ნა­ჟე­ბი თქვენ იქ­ნე­ბი­თო.

დი­ა­ნა:

- ასე რომ, ცი­ხე­ში ყვე­ლა პა­ტი­მარს სჭირ­დე­ბა დაც­ვა. ეს მისი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ შენ პა­ტიმ­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­ახ­მა­უ­რებ იმ ფაქტს, რომ ის ნა­ცე­მია, პა­ტი­მარს აი­ძუ­ლე­ბენ, შეგ­ხვდნენ და გვა­ი­ძუ­ლონ გავ­ჩუმ­დეთ.

მაია:

- მქონ­და ერთი საქ­მე, როცა პა­ტიმ­რის წა­მე­ბის­თვის სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი მო­ვი­გე. ბიჭი უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ და სა­ხელ­მწი­ფოს თან­ხა გა­და­ე­ხა­და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის. ეს რომ შე­ი­ტყო ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, პა­ტი­მარს მოს­თხო­ვა, უარი ეთ­ქვა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და უკან გა­ე­თხო­ვა სა­ჩი­ვა­რი. სა­მა­გი­ე­როდ ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას დაჰ­პირ­დნენ. იყო ზე­წო­ლა და პა­ტი­მარ­მა მარ­თლაც უარი თქვა სა­ჩი­ვარ­ზე. სა­ნაც­ვლოდ ოთხი თვის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტე­ბის ბრძო­ლის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- დღეს ალ­ბათ გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნერ­ვი­უ­ლო­ბენ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე...

- რა თქმა უნდა. რო­გორც კი ეს ამ­ბე­ბი გახ­მა­ურ­და, ჩემი ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მი­რე­კავ­დნენ და პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას მთხოვ­დნენ. გუ­შინ ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში. არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დათ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ. რა­დიო გა­თი­შუ­ლი აქვთ.

- მაგ­რამ გლ­და­ნის ცი­ხის წინ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მთე­ლი ღამე, იყო შე­ძა­ხი­ლე­ბი...

- მეც ზუს­ტად ეს გა­მიკ­ვირ­და და მი­თხრეს, რომ მთე­ლი ღამე ტრაქ­ტორს ამუ­შა­ვებ­დნენ. ნა­ცე­მე­ბი არ არი­ან. ამ­ბო­ბენ, 2-3 დღეა ზედ გვყვე­ბი­ან, რა ხდე­ბა არ ვი­ცით, არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლაო.

- გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

დი­ა­ნა:

- ერთი და ორი კა­ცის და­პა­ტიმ­რე­ბა ამას არ უშ­ვე­ლის. ცი­ხე­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის შეს­ვლაც არ უშ­ვე­ლის საქ­მეს. პა­ტი­მა­რი ბად­რა­გის ხელ­შია, ის მისი სა­კუთ­რე­ბაა. ად­ვო­კა­ტი ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.

მაია:

- გა­მო­დის, რომ წეს­რი­გის დამ­ცვე­ლე­ბი უფრო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ყო­ფი­ლან, ვიდ­რე პა­ტიმ­რე­ბი. განა ამა­ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს პა­ტიმ­რებ­მა გა­რეთ, ვიდ­რე მათ და­უ­შა­ვეს ჩვენ­მა "წეს­რი­გის დამ­ცვე­ლებ­მა"?! სის­ტე­მა­შია პრობ­ლე­მა. მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს ამ ჯაჭ­ვის ყვე­ლა რგო­ლი. პატ­რუ­ლის ცი­ხე­ში შეს­ვლა, კალ­მა­ხე­ლი­ძი­სა და ახა­ლა­ი­ას გა­დად­გო­მა საქ­მეს არ უშ­ვე­ლის.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ციხეში ყველა პატიმარს დაცვა სჭირდება" - რას ჰყვებიან ადვოკატები

"ციხეში ყველა პატიმარს დაცვა სჭირდება" - რას ჰყვებიან ადვოკატები

ციხეებში პატიმართა წამებაზე წლების განმავლობაში ოპოზიციურ არხებზე ბევრს ლაპარაკობდნენ ადვოკატები, სახალხო დამცველი, უფლებადამცველი ორგანიზაციები. თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კადრებმა, რომელიც ტელეეკრანიდან ვიხილეთ, შოკში ჩააგდო მთელი საქართველო. რა იყო ახალი ადვოკატებისთვის, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ციხესთან, პატიმრებთან, მათ მშობლებთან? რა ვითარებაში მიმდინარეობს პატიმრის შეხვედრა ადვოკატთან, რატომ ვერ ამხელენ განსასჯელები ცემის ფაქტებს და როგორ კლავენ ციხეში პატიმრებს? ამ შეკითხვებით არასაბიუჯეტო ადვოკატებს მაია დონაძესა და დიანა გვიშიანს მივმართეთ.

დიანა:

- დიდი ხანია სისტემაში ვმუშაობ და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ კადრებში დიდი სიახლე არ ყოფილა. ყოველთვის ვიცოდი, რომ კარანტინის დაშლის დროს პატიმრებს სცემდნენ. ამიტომ ყოველთვის ვაფრთხილებდი მათ, არ შეეპასუხოთ, არ გაუძალიანდეთ, რაც უნდა მოხდეს, თორემ შეიძლება ცემით მოგკლან-მეთქი. ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია პრაქტიკაში.

- კარანტინის დაშლა რას ნიშნავს?

მაია:

- კარანტინი არის პირველადი მოთავსების საკნები, საიდანაც უნდა დაანაწილონ სხვა საკნებში. აი, სწორედ ამ პროცესს ჰქვია კარანტინის დაშლა. ამ დროს ყველაზე აქტიურია ადვოკატი, მან ხშირად უნდა მოინახულოს პატიმარი, რომ ის არ იყოს ნაცემი. ასეთ დროს გაურკვეველი მიზეზით სცემენ პატიმარს. თქვენ ნახეთ კადრები, როცა რამდენიმე ბადრაგი ურტყამდა თითო-თითო პატიმარს. ეს იყო ზუსტად კარანტინის დაშლა. მიზანი მათი დაჩმორება, დამორჩილებაა. ღირსებას ულახავენ, რომ ადვილი სამართავები იყვნენ. ციხეშიც ხდება ზეწოლა, ღირსების შელახვა. მაგალითად, შედის ბადრაგი და ეუბნება, შეძვერი საწოლის ქვეშ და სანამ არ მოვალ, არ გამოხვიდეო, აბა, ნუ გააკეთებს!

- ამ ყველაფერს პატიმრები თავად გიყვებიან?

დიანა:

- იშვიათად თუ ჰყვებიან, თან გთხოვენ, რომ არ გაახმაურო. ეშინიათ იმ ჯალათების! ვეხვეწებით პატიმრებს, დავიწყოთ გამოძიება, გვითხარით, რომელმა ბადრაგმა გცემა, მაგრამ უარს ამბობენ. ისინი მათ ხელში არიან, ამის გამო მართლა მოკლავენ. გადაიყვანენ სამკურნალო დაწესებულებაში, იქ სხვა დიაგნოზს დაწერენ და ვერსად იჩივლებს. შეკრული წრეა, გამოსავალი არ არსებობს. სწორედ ასე მოექცნენ ერთ-ერთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარ თამაზ დადვანს. 22 წლის დააკავეს, ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს, 8 წე­ლი მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და რამდენიმე თვეში სიცოცხლე მოუსწრაფეს. ჯანმრთელი ბიჭი იყო, არ ეპუებოდა მათ წესებს, ეტყობა, სიტყვასაც უბრუნებდა, როცა უმიზეზოდ ურტყამდნენ. მომიყვა, როგორ შესდგა 20 თანამშრომელი და როგორ ჩაუნგრიეს ორგანოები. ერთ დღესაც ოჯახის წევრებმა დაგვირეკეს, ძალიან მძიმედ არის და რამე გვიშველეო. ვუთხარი, შევალ და ვნახავ-მეთქი. შევედით მე და მაია ციხის საავადმყოფოში, მაშინ ჯერ კიდევ დადიოდა, მაგრამ ძალიან გაუბედურებული იყო. მახსოვს, მთხოვა, ჩემი შეყვარებულის სურათი და სხვა ფოტოები დამრჩა საპყრობილეში და (ცრემლი მოიწმინდა - ავტ.) გეხვეწები, იმ კედლებში ნუ დამიტოვებო. მაპატიეთ, ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ ამ ამბავს. მეორედ რომ მივედით, ციხის ექიმებმა გვითხრეს, მფრინავი ტუბერკულოზი აქვს და პირბადეების გარეშე ნუ შეხვალთო. პირბადეები თვითონ არ ჰქონდათ და ამიტომ ისე შევედით.

მაია:

- მოგვიყვა, როგორ სცემა რამდენიმე ბადრაგმა ერთად. მანდ მთავარია არ წაიქცე, თუ წაიქეცი, ზედ შეგდგებიან. ძლიერი ბიჭი იყო, თავიდან ვუძლებდიო, თქვა, მერე დიდი ტანის ბადრაგი მოვიდა, იმან დამარტყა, დამაგდო და შემდგნენო. სვანი იყო და ღირსების შელახვას ვერ აიტანდა. ალბათ ამიტომაც სცემეს. რომ ეტყოდნენ, ოთხზე იარეო, არ დადიოდა, ალბათ არც საწოლის ქვეშ ძვრებოდა, როგორც დანარჩენები...

დიანა:

- რეანიმაციაშიაო, გვითხრეს. ის ოთახი რეანიმაციას კი არა, მორგს უფრო ჰგავდა. საწოლზე ეგდო, არაფერი ეფარა, მოძრაობის უნარიც არ ჰქონდა, ხელზე ხელი მოვკიდე და ისე მოვაწერინე ხელი ექსპერტიზის დანიშვნის თხოვნაზე.

მაია:

- გვერდით ცელოფნის პარკში ოჯახიდან გამოგზავნილი თეთრეული და ტანსაცმელი ხელუხლებელი ედო. არც კი გადაუკრეს თეთრეული. ზამთარი იყო, ერთადერთი ამოილუღლუღა - ფანჯარა დახურეთო. იქვე კიდევ ორი პატიმარი იწვა მოკუნტული საწოლზე, არანაირი სამედიცინო აპარატურა და ნივთი იქ არ მოიპოვებოდა. მორგს ჰგავდა ის ოთახი, არც წამალი და არც სხვა სამედიცინო დახმარება, იწვნენ და ელოდნენ სიკვდილს. გავამხნევეთ, ნუ გეშინიათ, ყველაფერს გავაკეთებთ, ხვალ უკვე გამოხვალ-მეთქი.

დიანა:

- ექსპერტიზის დასკვნა რომ იქნება, მერე მაინც ხომ დაიჯერებენ, რა მიქნესო, თქვა. იმედი მიეცა. რომ გამოვედით, ექიმი ვნახე, ვუთხარი, მიხედეთ ბიჭს, რომ გდია იქ, გადასხმა მაინც გაუკეთეთ-მეთქი. ყურიც არ გვათხოვეს. მეორე დილას ციხესთან ვიდექით და ყველა ერთად ვბღაოდით.

მაია:

- მე დამირეკეს და მითხრეს, შენი პატიმარი მოკვდა და ოჯახს გააგებინეო. შეიყვანეს ოჯახის წევრები, ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ პრეტენზიები არ ექნებოდათ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოატანეს გვამი. აი, ეს არის მათი პენიტენციალური სისტემა. ექსპერტიზამ, რომელიც უკვე გვამს ჩაუტარდა, დადო დასკვნა, რომ დადვანი მფრინავი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ოჯახმა არ ისურვა ამ დასკვნის გასაჩივრება და ჩვენც ხელ-ფეხი შეგვეკრა.

დიანა:

- მე მყავდა პატიმარი, რომელიც გლდანის ციხიდან რუსთავის განახლებულ კოლონიაში გადაიყვანეს. მის სანახავად რომ მივედი, მივხვდი, ადვოკატი კი არა, ბუზი ვერ შეფრინდებოდა. არც არასამთავრობოებს და სახალხო დამცველს უშვებდნენ. ეუბნებოდნენ, ახალი გახსნილია და რემონტი გვაქვსო. 3 კვირის მერე შეგვიშვეს და საშინელება მოვისმინე ჩემი პატიმრისგან. მითხრა, რომ შიშველი გაატარეს დუბინკებიანი ბადრაგების კორიდორში, დუბინკებს ურტყამდნენ. თუ დაეცემოდა, წიხლით შესდგებოდნენ. კადრებშიც ხომ ნახეთ, რომ დავარდებოდნენ, მაშინვე ფეხზე დგებოდნენ. ეშინოდათ, თუ ვერ ადგებოდნენ, უარესს უზამდნენ.

მაია:

- ასე ექცეოდნენ დანარჩენებსაც და სანამ მათი ჭრილობები არ მოშუშდებოდა, მანამდე არავის უშვებდნენ ციხეში. ე.წ. "პერედაჩსაც" კი არ იღებდნენ.

დიანა:

- კასაცია მქონდა დასამოწმებელი, ფურცელი გამომართვეს და შეიტანეს. მე არ შემიშვეს. ამ დროს გამოდიან ტელეეკრანით და ზღაპრებს გიყვებიან, რა კარგი ციხე გახსნეს.

მაია:

- აღარაფერს ვამბობ კარცერზე, საიდანაც პატიმრები, ფაქტობრივად, შეშლილები ამოდიან. საუბრის უნარი აქვთ წართმეული, გაშტერებული თვალებით გიყურებენ და კითხვაზე ვერ გპასუხობენ. კარცერიდან ამოყვანილ პატიმარს ჩვეულებრივ საგამომძიებლო ოთახში ვერ შეხვდები. მათ ვხვდებით ოთახში, რომელიც მოსასმენი აპარატებით არის აღჭურვილი, რომ არ ილაპარაკოს იქ მომხდარზე. ჩვენ მაინც ვეკითხებით, ხომ არ გცემეს, მაგრამ ეშინიათ, არაფერს ამბობენ.

- არსებობენ ისეთი პატიმრები, რომელთაც არ სცემენ, არ აწამებენ?

დიანა:

- არსებობენ, ისინი, ვინც თანამშრომლობენ ბადრაგთან. მე ერთი პატიმრის ოჯახი მთხოვდა, გამომეძებნა ციხის უფროსის ახლობელი, რომელსაც სთხოვდა, არ ეცემათ მათი ოჯახის წევრი იმის გამო, რომ უარს იტყოდა თანამშრომლობაზე. იცოდნენ, რომ თანამშრომლობას არ დათანხმდებოდა.

- რას ითვალისწინებს ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა?

- ადამიანობაზე უნდა აიღო ხელი, ღირსება დაკარგო. ვითომ რომელიღაც პატიმარს აქვს ინფორმაცია, რომ გარეთ ესა და ეს პიროვნება უკანონოდ ატარებს იარაღს ან არის ნარკოტიკების გამსაღებელი. ამგვარი "თანამშრომლების" საფუძველზე მათ შეუძლიათ ნებისმიერი უდანაშაულო პირი დააკავონ, წლები დაუმატონ უკვე დაკავებულს. ჩემს პატიმარს დაუმატეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის წლები, მეორე პატიმრის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ორ კვირაში გაათავისუფლეს საპყრობილიდან.

- თქვენ ადვოკატები იყავით შევარდნაძის მმართველობის პირობებშიც, რა განსხვავება და მსგავსებაა იმ პერიოდისა და დღევანდელ ციხეს შორის?

დიანა:

- წამება მაშინაც იყო. განსხვავებას მხოლოდ წესრიგში ვხედავ. ნორმალური პირობებია ადვოკატებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ კომფორტზე გავყიდეთ სამართლიანობა. ის, რომ კონდიციონერია ჩართული საპატიმროში, არ მცხელა და რიგში დგომა არ მიწევს პატიმრის სანახავად, არ არის მთავარი. რად მინდა წესრიგი, როცა ვერაფერს ვცვლი, როცა ვერ ვშველი პატიმარს. არავინ წერს საჩივარს კონკრეტულად რომელიმე ბადრაგის წინააღმდეგ, ვინც დაწერა, არ დაადგა კარგი დღე, ცემით მოკლეს ამის გამო. მაგალითად, გადავიყვანე ნაცემი, ფეხებმომტვრეული პატიმარი ციხის საავადმყოფოში. თუ პატიმარმა არ დამიდასტურა, რომ ეს ციხის ადმინისტრაციამ გააკეთა, მე როგორ დავამტკიცო, ვინ დამიჯერებს?!

მაია:

- მახსოვს, ერთხელ ციხის საავადმყოფოში ერთ-ერთ პატიმართან მომიხდა გასაუბრება. ახალგაზრდა ბიჭი იყო, თეატრალურის სტუდენტი. ცემასა და ზეწოლას ვერ გაუძლო და ფსიქიკური აშლილობა დაემართა. ეს არის მწერალ ლერი ალიმონაკის შვილი, გიორგი ალიმონაკი. თავის ადვოკატს ჰყავდა შემოყვანილი ინვალიდის ეტლით. გაგიჟდა საწყალი, ეჩვენებოდა, რომ მასთან მუდმივად იყო 6-7 ბიჭი, რომელიც თავისი ბავშვობა ეგონა. მასთან ერთად ეძინა, ესაუბრებოდა. ისეთ საბრალო მდგომარეობაში იყო, საწყალი, სახლში წამიყვანეთ, დედასთანო, გვთხოვდა. არც კი ახსოვდა, რომ პატიმარი იყო. ბოლოს, როცა ბადრაგი მოვიდა და გაჰყავდათ, გულზე ხელი დაიდო და ისე დაგვემშვიდობა. სასწაული სცენა იყო, ცრემლებამდე მივედით. მაშინ პირველად ვიტირე, მანამდე გვპირდებოდა, როცა აქედან გავალ და სწავლას დავამთავრებ, აუცილებლად გადავიღებ ფილმს, ყველაფერს მოვყვები, რაც აქ ვნახე და პერსონაჟები თქვენ იქნებითო.

დიანა:

- ასე რომ, ციხეში ყველა პატიმარს სჭირდება დაცვა. ეს მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. თუ შენ პატიმრის ნებართვის გარეშე გაახმაურებ იმ ფაქტს, რომ ის ნაცემია, პატიმარს აიძულებენ, შეგხვდნენ და გვაიძულონ გავჩუმდეთ.

მაია:

- მქონდა ერთი საქმე, როცა პატიმრის წამებისთვის სტრასბურგის სასამართლოში პროცესი მოვიგე. ბიჭი უნდა გაეთავისუფლებინათ და სახელმწიფოს თანხა გადაეხადა მორალური ზიანისთვის. ეს რომ შეიტყო ციხის ადმინისტრაციამ, პატიმარს მოსთხოვა, უარი ეთქვა ამ ყველაფერზე და უკან გაეთხოვა საჩივარი. სამაგიეროდ ციხიდან გათავისუფლებას დაჰპირდნენ. იყო ზეწოლა და პატიმარმა მართლაც უარი თქვა საჩივარზე. სანაცვლოდ ოთხი თვის შემდეგ ადვოკატების ბრძოლის შედეგად გაათავისუფლეს.

- დღეს ალბათ გაცილებით აქტიურობენ პატიმრების ოჯახის წევრები, ნერვიულობენ მათ მდგომარეობაზე...

- რა თქმა უნდა. როგორც კი ეს ამბები გახმაურდა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. მირეკავდნენ და პატიმრების მონახულებას მთხოვდნენ. გუშინ ვიყავი ციხეში. არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ ამ ამბის შესახებ. რადიო გათიშული აქვთ.

- მაგრამ გლდანის ციხის წინ აქცია მიმდინარეობდა მთელი ღამე, იყო შეძახილები...

- მეც ზუსტად ეს გამიკვირდა და მითხრეს, რომ მთელი ღამე ტრაქტორს ამუშავებდნენ. ნაცემები არ არიან. ამბობენ, 2-3 დღეა ზედ გვყვებიან, რა ხდება არ ვიცით, არანაირი შეურაცხყოფა და ზეწოლა არ ყოფილაო.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

დიანა:

- ერთი და ორი კაცის დაპატიმრება ამას არ უშველის. ციხეში საპატრულო პოლიციის შესვლაც არ უშველის საქმეს. პატიმარი ბადრაგის ხელშია, ის მისი საკუთრებაა. ადვოკატი ვერაფერს გახდება.

მაია:

- გამოდის, რომ წესრიგის დამცველები უფრო დამნაშავეები ყოფილან, ვიდრე პატიმრები. განა ამაზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს პატიმრებმა გარეთ, ვიდრე მათ დაუშავეს ჩვენმა "წესრიგის დამცველებმა"?! სისტემაშია პრობლემა. მთლიანად უნდა შეიცვალოს ამ ჯაჭვის ყველა რგოლი. პატრულის ციხეში შესვლა, კალმახელიძისა და ახალაიას გადადგომა საქმეს არ უშველის.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ