სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება
ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება

კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი საკ­მა­ოდ ძნე­ლად მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტია. ახლა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა "რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი გა­და­ცე­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", რო­მელ­ზეც არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. მალე ტე­ლე­არ­ხი ამ ახალ პრო­ექტს წარ­მოგ­ვიდ­გენს, ჯერ ჟი­უ­რის - რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნინო ქა­თა­მა­ძე და ნინო ხოშ­ტა­რია - მიერ ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან შერ­ჩე­ულ კონ­კურ­სან­ტებს გვაჩ­ვე­ნე­ბენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ლაივ-კონ­ცერ­ტე­ბი და­ი­წყე­ბა. ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" თბი­ლი­სურ პირ­ველ ტურს და­ეს­წრო და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტიც მო­ის­მი­ნა ჟი­უ­რის­თან ერ­თად. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი კი შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაგ­ვთან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე და ჩვენს შე­კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა.

- ნიკა, ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­ნი­ხი­ლავთ თუ არა, რო­გორც ერ­თსა და იმა­ვე მდი­ნა­რე­ში მე­ო­რედ შეს­ვლას?

- ყო­ვე­ლი საქ­მე, რა­საც ხე­ლახ­ლა ვა­კე­თებ, ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვაა. აქ ხელს ძა­ლი­ან მი­წყობს ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად აქამ­დე ამ საქ­მით არ დავ­კა­ვე­ბულ­ვარ. ხელს მი­წყობს ისიც, რომ პრო­ექტს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფორ­მა­ტით ჰგავს ძველ სა­კონ­კურ­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტებს და მათი თავ­და­პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი მეც გახ­ლა­ვართ, ახა­ლი სა­ხე­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ახა­ლი იდე­ე­ბის­თვის აქ ად­გი­ლი არის. თა­ვის დრო­ზე, როცა შე­იქ­მნა "პოპ აი­დოლ­ზე" და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "ჯე­ოს­ტა­რი", ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს მე მო­ვარ­გე. ეს 2003 წელს იყო. შე­მო­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! პირ­ველ დღეს­ვე ჩა­მოვ­წე­რე ის ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ წლებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­და. რო­დე­საც პრო­ექ­ტი დავ­ტო­ვე, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრო­ექტს, მი­იჩ­ნია, რომ ეს კონ­ცეფ­ცია სრულ­ყო­ფი­ლი იყო და არ გა­და­უ­კე­თე­ბია. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ ჩემი ხაზი შემ­დგომ "ჯე­ოს­ტა­რებ­შიც" ჩან­და. ახლა ვცდი­ლობ, იმ ჩარ­ჩო­დან და ფორ­მა­ტი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­კენ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ. ეს ერ­თგვა­რი თავ­სა­ტე­ხია. ახ­ლის მო­ნახ­ვა საკ­მა­ოდ მიძ­ნელ­დე­ბა. მაგ­რამ გე­ტყვით, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი!.. არც ერთი წა­მით არ ვფიქ­რობ, რომ შე­ვე­ჯიბ­რო ჩემს უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს, ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებს და მიზ­ნად და­ვი­სა­ხო, გა­ვა­კე­თო რა­ი­მე მათ­ზე უკე­თე­სად. უბ­რა­ლოდ, მინ­და იყოს გან­სხვა­ვე­ბა. ალ­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს თუ ვუყ­ვარ­ვარ, იმის გა­მოა, რომ კრე­ა­ტი­უ­ლი ვარ. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მიწ­ვე­ვენ აქ და იქ (იღი­მის). მინ­და, გა­მო­ვი­ყე­ნო კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი. ბევ­რი ფაქ­ტო­რი მი­წყობს ხელს - გა­და­ცე­მის რე­ჟი­სო­რი, პრო­დი­უ­სე­რი, მთლი­ა­ნად ჯგუ­ფი. მათ­თან ძა­ლი­ან კარ­გად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი წარ­სულ­შიც და ახ­ლაც. ალ­ბათ ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი, ისევ იმ საქ­მეს შევ­ჭი­დე­ბო­დი, სა­ი­დან წა­მოს­ვლი­თაც ამო­ვი­სუნ­თქე (იცი­ნის), ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­შინ ასე ვფიქ­რობ­დი. ვიცი, რომ რა­საც მო­ვი­ფიქ­რებ მუ­სი­კა­ლურ-კრე­ა­ტი­ულ ნა­წილ­ში, ეს გუნ­დი ამას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

- იპო­ვეთ კას­ტინ­გებ­ზე თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ხმა?

- საქ­მე ისაა, რომ ჩვენ თა­ვი­დან­ვე გან­ვსა­ზღვრეთ ძი­ე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი - გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ჩვენ ხმას არ ვე­ძებთ, არა­მედ გვა­ინ­ტე­რე­სებს თვითმყო­ფა­დო­ბა. წინა წლებ­ში, მათ შო­რის, მა­ში­ნაც, როცა "ჯე­ოს­ტა­რის" მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, მომ­ღერ­ლებს ყვე­ლა ჟანრ­ში ვცდი­დით. ახლა ამო­ცა­ნა გარ­თულ­და, ჩვენ ვპო­უ­ლობთ ინ­დი­ვიდს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ირ ჟანრს ვერ ამ­ღე­რებ. მახ­სოვს, ძმე­ბის­გან შემ­დგარ­მა დუ­ეტ­მა მოგ­ვხიბ­ლა, მათ ვუ­თხა­რი, რომ მზად ვარ, კი არ ვა­ი­ძუ­ლო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ მო­ვი­ფიქ­რო მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ტუ­რე­ბი. ესეც რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის მიდ­გო­მას წლე­ვან­დე­ლი პრო­ექ­ტის მი­მართ.

- კას­ტინ­გე­ბის დროს თუ გა­ოც­დით სა­სი­ა­მოვ­ნოდ ან უარ­ყო­ფი­თად?

- ვფიქ­რობ, "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნის შემ­დეგ არა­ფე­რი გა­მა­ო­ცებს, თუმ­ცა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის პირ­ველ ეტაპ­ზე მა­ინც მო­ა­ხერ­ხა რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტმა ჩემი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბა. უარ­ყო­ფით­ზე კი ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან აქ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი მაკ­ვირ­ვებს. უარ­ყო­ფი­თი გა­ო­ცე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი "ჯე­ოს­ტა­რის" შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო. გაგ­ვა­ო­ცეს ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბულ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით, მუ­სი­კა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბით. ნინო ქა­თა­მა­ძემ დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა იმა­ზე, რომ მთა­ვარ როლ­ში მუ­სი­კა ყო­ფი­ლი­ყო. მე, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი და ტე­ლეპ­რო­ექ­ტებ­ში გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი, უფრო დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებ­დი და ყვე­ლა­ფერს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ნინო ხოშ­ტა­რია მუ­სი­კის­მცოდ­ნეა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, მაგ­რამ თავ­მდაბ­ლობს და მუ­სი­კა­ლურ შე­ფა­სე­ბას ნაკ­ლე­ბად აკე­თებს, თუმ­ცა ამი­სი სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს. ის უფრო მე­ტად აქ­ცენტს სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე აკე­თებ­და. რა­ტომ უნდა გა­დავ­დოთ შორს, რო­დე­საც დღეს­ვე შეგ­ვიძ­ლია ვი­პო­ვოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, არ ბრწყი­ნა­ვენ ხმით, მაგ­რამ სწო­რი ემო­ცი­ით შე­უძ­ლი­ათ მუ­სი­კით მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი რამ გა­დას­ცენ? ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტურ­ში, რო­მე­ლიც 18-19 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ 12-ვე ფი­ნა­ლის­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ამ კრი­ტე­რი­უ­მებს. არ მინ­და კომ­პრო­მი­სებ­ზე წას­ვლა და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ად­გი­ლე­ბი დარ­ჩა, უფრო სუს­ტი კონ­კურ­სან­ტის ჩას­მა. არა­ნა­ირ დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვალთ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შე­ფას­დე­ბა ეს 12 ფი­ნა­ლის­ტი? კვლავ მე­სი­ჯე­ბით, თუ ჟი­უ­რის ექ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ფუნ­ქცია ამ კუ­თხით?

- მა­რი­ნა ბე­რი­ძის დროს "ჯე­ოს­ტარს" ჰქონ­და სირ­თუ­ლე, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ჟან­რებ­ში მღე­როდ­ნენ. ასე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ებ­ში ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის ჩაგ­დე­ბა, ერთი მხრივ, უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბას ავ­ლენს და ვი­ღა­ცას შე­საძ­ლოა, კარ­გა­დაც გა­მოს­ვლო­და, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ერთ რა­მე­ზე დავ­ფიქ­რდი - ეს არ არის კარ­გი მომ­ღერ­ლის გან­მსა­ზღვრე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი. ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი - ნანი ბრეგ­ვა­ძე, ნატო მე­ტო­ნი­ძე, ნინო ქა­თა­მა­ძე, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, გოგი დო­ლი­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე - მათ­თვის რომ მოგ­ვე­თხო­ვა რა­დი­კა­ლუ­რად სხვა ჟანრ­ში სიმ­ღე­რა, ისი­ნი უხერ­ხუ­ლად იგ­რძნობ­დნენ თავს და არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იქ­ნე­ბო­და. შემ­სრუ­ლე­ბელს უნდა მივ­ცეთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი ნიშა მო­ირ­გოს და ამით შე­აყ­ვა­როს თავი მსმე­ნელს, ამი­ტო­მაც ყვე­ლა კონ­კურ­სანტს მო­ვარ­გებთ სხვა­დას­ხვა, მათ­თვის სა­სურ­ველ ჟანრს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის ფუნ­ქცი­ას, მე­სი­ჯე­ბით გა­და­წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა ფორ­მა­ტის ავ­ტო­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვაქვს - მინ­და, ჟი­უ­რის მო­ნა­წი­ლის გა­დარ­ჩე­ნის ბერ­კე­ტი გვქონ­დეს. ადრე ასე­თი რამ იყო "ჯე­ოს­ტარ­ში". სა­შიშ­რო­ე­ბა ის არის, რომ ჟი­უ­რიმ აირ­ჩი­ოს ერთი ფა­ვო­რი­ტი, მხო­ლოდ ის გა­და­არ­ჩი­ნოს და მი­იყ­ვა­ნოს ფი­ნა­ლამ­დე. თა­ნახ­მა ვარ, გვქონ­დეს ერთი მო­ნა­წი­ლის მხო­ლოდ ერთხელ გა­დარ­ჩე­ნის უფ­ლე­ბა. ამა­ზე და­ფიქ­რდნენ (იღი­მე­ბა).

- ნიკა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ რა აზ­რის ხართ?

- მსოფ­ლი­ო­ში მდა­რე მუ­სი­კა გა­ცი­ლე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვენ­თან ამ მხრივ ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის. უბ­რა­ლოდ, გულ­სატ­კე­ნია, რო­დე­საც ვის­მენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ შექ­მნილ ქარ­თულ ფოკ­ლორს, გული მტკი­ვა, რომ ქარ­თულ­მა მუ­სი­კამ ასე­თი რეგ­რე­სი გა­ნი­ცა­და. ჩვე­უ­ლებ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რა მუ­სი­კაც იბა­დე­ბა, უგე­მოვ­ნე­ბას რომ ვხე­დავ, ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რად­გან "ხა­სან­ბე­გუ­რაც" ხომ ჩვენს ხალ­ხში და­ი­ბა­და?!. თუმ­ცა ამას წი­ნათ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად სა­მეგ­რე­ლო­ში ხან­გრძლი­ვი ტურ­ნე მქონ­და. მახ­სოვს, რო­გორ გა­უ­ჭირ­დათ პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის მოს­მე­ნა, ჰა­იდ­ნის სიმ­ფო­ნი­ით ვი­წყებ­დი. თუმ­ცა ნელ-ნელა, ახალ­გაზ­რდო­ბი­თა და ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბით გა­ჭე­დი­ლი დარ­ბა­ზი იწყებ­და ამ მუ­სი­კის აღ­ქმას და ბო­ლოს სცე­ნი­დან არ გვიშ­ვებ­დნენ. მივ­ხვდი, ის, რაც ხდე­ბა, ჩემი და ჩემი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლია. ერთხელ პატ­რი­არ­ქმა მი­თხრა ბევრ ხალ­ხში, ის, რაც გე­მოვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით უარ­ყო­ფი­თი ხდე­ბა, შენი ბრა­ლი­აო. თა­ვი­დან გა­მიკ­ვირ­და მისი ეს შე­ფა­სე­ბა, მაგ­რამ ამიხ­სნა, შენ გაქვს ყვე­ლა­ზე დიდი უნა­რი, ამ უგე­მოვ­ნო­ბას წინ აღუდ­გეო. ერ­თგვა­რი მი­სია და­მა­კის­რა და ვეც­დე­ბი, ეს მი­სია შე­ვას­რუ­ლო.

- "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" თქ­ვ­ენ­თვის რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა?

- არა. ეს იყო მო­რი­გი პრო­ექ­ტი. 11 წლის ასაკ­ში 53-ე სკო­ლა­ში ჩემი და­წე­რი­ლი მი­უ­ზიკ­ლი მაკა არო­ში­ძემ დად­გა. ისე­თი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და, რომ მა­შინ და­ფუძნ­და "ბას­ტი-ბუბუ". ამ ჟანრს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დი, რო­დე­საც მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში და­იდ­გა "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი". შემ­დეგ ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ და სა­ხელ­მწი­ფომ. პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, ყვე­ლა რე­სურ­სით, ბა­თუ­მის ახა­ლი თე­ატ­რის გახ­სნის­თვის და­მიკ­ვე­თეს "ქეთო და კო­ტეს" მი­უ­ზიკ­ლის გა­კე­თე­ბა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ით დამ­თავ­რდა ჩემ­თვის. დრო რომ გავა, მგო­ნია, "ქეთო და კოტე" დამ­კვიდ­რდე­ბა იმ ჟღე­რა­დო­ბით, რო­მე­ლიც მას ჩემ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა შეს­ძი­ნა. ეს იყო მო­რი­გი ნა­ბი­ჯი.

- "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მუ­სი­კა­ლუ­რად საკ­მა­ოდ კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია. მო­გის­მე­ნი­ათ კრი­ტი­კა?

- რაც კი შე­მეძ­ლო, არ და­ვი­ზა­რე და მთე­ლი ემო­ცი­ე­ბით, გუ­ლი­თა და სუ­ლით გა­ვა­კე­თე. მახ­სოვს გია ყან­ჩე­ლის შე­ფა­სე­ბა, რო­დე­საც მისი მუ­სი­კა გა­ვა­ორ­კესტრე - ნი­კამ ჩემს მუ­სი­კას ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­აც­ვა, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით მო­უხ­დაო. საქ­მე ისაა, რომ მუ­სი­კა მე ასე მეს­მის. ბევრ ადა­მი­ანს, ვის ყურ­საც ვენ­დო­ბი, მოს­წონს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი. თუკი სი­ახ­ლის­თვის გახ­სნი­ლი ხარ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ მო­გე­წო­ნოს ის ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლე­ბიც "ქეთო და კო­ტე­ში" ან "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" ჩავ­დე?!. რა­საც მე გან­ვიც­დი ვიქ­ტორ დო­ლი­ძის ან გოგი ცა­ბა­ძის, გია ყან­ჩე­ლის მი­მართ, ეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე თი­თო­ე­უ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის შეგ­რძნე­ბა, ვინც ამ სპექ­ტაკ­ლებს დას­წრე­ბია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გული მწყდე­ბა, როცა არ მოს­წონთ. ვგრძნობ, რომ არ ეს­მით... არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მომ­დის, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­შიც" ალ­ბათ არის კარ­გიც და ნაკ­ლე­ბად კარ­გიც, თუმ­ცა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად რომ ამ­ბო­ბენ, ხელი არ უნდა მოჰ­კი­დონ და არ უნდა გა­კეთ­დეს ახ­ლე­ბუ­რა­დო, მგო­ნია, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა უნდა ის­წავ­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­და ვთხო­ვო ადა­მი­ა­ნებს, ვიდ­რე რა­ი­მეს გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ, გა­ი­აზ­რონ, ეს ყო­ვე­ლი­ვე რა სიყ­ვა­რულს, შრო­მა­სა და თავ­და­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა, რა არა­ა­დეკ­ვა­ტურ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვი­ღებთ. ასე­ვე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­სა" და "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" პა­რა­ლე­ლუ­რად, სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვარ, ორი ნა­წარ­მო­ე­ბის შეკ­ვე­თა მაქვს უცხო­უ­რი ორ­კესტრე­ბის­თვის და ხში­რად ხდე­ბა, რომ ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ან ჰო­ნო­რა­რი­დან ჰო­ნო­რა­რამ­დე პუ­რის ფული არ მაქვს ხოლ­მე.

- რა სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს ამ­ბობთ?..

- ასე­თი რამ ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა. მე რომ ლონ­დონ­ში ერთი მი­უ­ზიკ­ლი გა­ვა­კე­თო, ის შე­მო­სა­ვა­ლი საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ მე­ყო­ფა. კი არ ვწუ­წუ­ნებ, უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­ვა­კე­თო პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც 50 ათასს გა­და­მიხ­დი­ან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს ამის უფ­ლე­ბა არ აქვს. გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­თაც ამ­დე­ნი ვერ შე­მო­ვა. ბი­ლე­თისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ფასი 20 ლარს ვერ ას­ცდე­ბა. ამ რე­ა­ლო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, ამი­ტო­მაც მინ­და მეტი გამ­ხნე­ვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, თო­რემ ამას წი­ნათ ოზურ­გეთ­ში "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" ჩა­ვი­ტა­ნეთ და რა და­მა­ვი­წყებს დარ­ბაზ­ში ხალ­ხის სა­ხე­ებს. მინ­და, ეს თბი­ლის­შიც იყოს და ბა­თუმ­შიც. მინ­და უფრო მეტი და­ფა­სე­ბა!..

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუ ხართ კმა­ყო­ფი­ლი თქვე­ნი ცხოვ­რე­ბით და რაზე ოც­ნე­ბობთ?

- რა თქმა უნდა, მინ­და უფრო მეტი. მაქვს სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა რამ და­მიკ­ვე­თონ, მა­გა­ლი­თად, ოპე­რის ან ბა­ლე­ტის შექ­მნა. სამ­წუ­ხა­როდ, აქ ჩემ­თვის არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ეს, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან კი მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. ახლა ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას ბა­ლეტ­ზე, რო­მელ­საც ვუ­ძღვნი ქარ­თველ ბა­ლე­რი­ნა ელე­ნე გლურ­ჯი­ძეს. თუ ეს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­მი­ვი­და, ლონ­დონ­ში და­იდ­გმე­ბა. გა­მი­ხარ­დე­ბა, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ უფრო მეტი რამ მო­ინ­დო­მოს ჩემ­გან კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ში, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რი­სა და დი­რი­ჟო­რის­გან. გია ყან­ჩე­ლი ხში­რად მი­წევს უცხო­ეთ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ას, ის­რა­ელ­ში მოღ­ვა­წე იო­სებ ბარ­და­ნაშ­ვი­ლი ხე­დავს ჩემს მო­ნა­ცე­მებს ამ კუ­თხით, სხვა მუ­სი­კო­სე­ბიც და­სავ­ლეთ­ში... მსმე­ნია კომ­პლი­მენ­ტე­ბი ჩემ შე­სა­ხებ. ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ყო­ველ­თვის მგულ­შე­მატ­კივ­რობს და ბრა­ზობს, რომ კლა­სი­კურ მუ­სი­კას ცოტა დროს ვუთ­მობ. ალ­ბათ დად­გე­ბა დრო, როცა მე და­ვუს­ვამ რა­ღაც-რა­ღა­ცებს წერ­ტილს და მივ­ყვე­ბი იმას, რის­თვი­საც, მგო­ნია, რომ და­ვი­ბა­დე!..

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება

ნიკოლოზ რაჭველს დაუფასებლობასა და კრიტიკაზე გული სწყდება

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი საკმაოდ ძნელად მოსახელთებელი რესპონდენტია. ახლა ერთდროულად რამდენიმე პროექტშია ჩართული, მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის ახალი გადაცემა "საქართველოს ვარსკვლავი", რომელზეც არხის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს. მალე ტელეარხი ამ ახალ პროექტს წარმოგვიდგენს, ჯერ ჟიურის - რომლის წევრებიც არიან ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ნინო ხოშტარია - მიერ ბათუმსა და თბილისში მთელი საქართველოდან შერჩეულ კონკურსანტებს გვაჩვენებენ, მოგვიანებით კი ლაივ-კონცერტები დაიწყება. ჟურნალი "რეიტინგი" თბილისურ პირველ ტურს დაესწრო და რამდენიმე საინტერესო კონკურსანტიც მოისმინა ჟიურისთან ერთად. ნიკოლოზ რაჭველი კი შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ჩვენს შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

-  ნიკა, ამ პროექტში მონაწილეობას განიხილავთ თუ არა, როგორც ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლას?

-  ყოველი საქმე, რასაც ხელახლა ვაკეთებ, ჩემთვის გამოწვევაა. აქ ხელს ძალიან მიწყობს ჟიურის შემადგენლობა, რადგან ამ ადამიანებთან ერთად აქამდე ამ საქმით არ დავკავებულვარ. ხელს მიწყობს ისიც, რომ პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატით ჰგავს ძველ საკონკურსო სატელევიზიო ფორმატებს და მათი თავდაპირველი ავტორი მეც გახლავართ, ახალი სახელი აქვს, შესაბამისად, ვაცნობიერებ, რომ ახალი იდეებისთვის აქ ადგილი არის. თავის დროზე, როცა შეიქმნა "პოპ აიდოლზე" დაფუძნებული "ჯეოსტარი", ქართულ სინამდვილეს მე მოვარგე. ეს 2003 წელს იყო. შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირველ დღესვე ჩამოვწერე ის ტურები, რომლებიც შემდგომ წლებშიც შენარჩუნდა. როდესაც პროექტი დავტოვე, მარინა ბერიძემ, რომელიც მუსიკალურად ხელმძღვანელობდა პროექტს, მიიჩნია, რომ ეს კონცეფცია სრულყოფილი იყო და არ გადაუკეთებია. ძალიან მეამაყებოდა, რომ ჩემი ხაზი შემდგომ "ჯეოსტარებშიც" ჩანდა. ახლა ვცდილობ, იმ ჩარჩოდან და ფორმატიდან განსხვავებულისკენ გადავინაცვლოთ. ეს ერთგვარი თავსატეხია. ახლის მონახვა საკმაოდ მიძნელდება. მაგრამ გეტყვით, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" იქნება განსხვავებული!.. არც ერთი წამით არ ვფიქრობ, რომ შევეჯიბრო ჩემს უახლოეს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს და მიზნად დავისახო, გავაკეთო რაიმე მათზე უკეთესად. უბრალოდ, მინდა იყოს განსხვავება. ალბათ საზოგადოების ნაწილს თუ ვუყვარვარ, იმის გამოა, რომ კრეატიული ვარ. ალბათ ამიტომაც მიწვევენ აქ და იქ (იღიმის). მინდა, გამოვიყენო კრეატიულობის გარკვეული ელემენტები. ბევრი ფაქტორი მიწყობს ხელს - გადაცემის რეჟისორი, პროდიუსერი, მთლიანად ჯგუფი. მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობდი წარსულშიც და ახლაც. ალბათ ამიტომაც დავთანხმდი, ისევ იმ საქმეს შევჭიდებოდი, საიდან წამოსვლითაც ამოვისუნთქე (იცინის), ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ვიცი, რომ რასაც მოვიფიქრებ მუსიკალურ-კრეატიულ ნაწილში, ეს გუნდი ამას პროფესიონალურად განახორციელებს.

-  იპოვეთ კასტინგებზე თვისობრივად ახალი ხმა?

-  საქმე ისაა, რომ ჩვენ თავიდანვე განვსაზღვრეთ ძიების განსხვავებული სტილი - გამოიკვეთა, რომ ჩვენ ხმას არ ვეძებთ, არამედ გვაინტერესებს თვითმყოფადობა. წინა წლებში, მათ შორის, მაშინაც, როცა "ჯეოსტარის" მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი, მომღერლებს ყველა ჟანრში ვცდიდით. ახლა ამოცანა გართულდა, ჩვენ ვპოულობთ ინდივიდს, რომელსაც ყველანაირ ჟანრს ვერ ამღერებ. მახსოვს, ძმებისგან შემდგარმა დუეტმა მოგვხიბლა, მათ ვუთხარი, რომ მზად ვარ, კი არ ვაიძულო სავალდებულო სიმღერების შესრულება, არამედ მოვიფიქრო მათთვის შესაბამისი ტურები. ესეც რადიკალურად ცვლის მიდგომას წლევანდელი პროექტის მიმართ.

-  კასტინგების დროს თუ გაოცდით სასიამოვნოდ ან უარყოფითად?

-  ვფიქრობ, "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნის შემდეგ არაფერი გამაოცებს, თუმცა "საქართველოს ვარსკვლავის" შესარჩევი ტურის პირველ ეტაპზე მაინც მოახერხა რამდენიმე კონკურსანტმა ჩემი სასიამოვნოდ გაოცება. უარყოფითზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან აქ ნამდვილად არაფერი მაკვირვებს. უარყოფითი გაოცების კოეფიციენტი "ჯეოსტარის" შემთხვევაში გაცილებით მაღალი იყო. გაგვაოცეს ძალიან მომზადებულმა კონკურსანტებმა, რომლებიც გამოირჩევიან ინდივიდუალიზმით, მუსიკალური აზროვნებით. ნინო ქათამაძემ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მთავარ როლში მუსიკა ყოფილიყო. მე, როგორც კომპოზიტორი და ტელეპროექტებში გამოცდილი ადამიანი, უფრო დემოკრატიულ არჩევანს ვაკეთებდი და ყველაფერს ვაკვირდებოდი, ნინო ხოშტარია მუსიკისმცოდნეა და არაჩვეულებრივი მუსიკალური გემოვნება აქვს, მაგრამ თავმდაბლობს და მუსიკალურ შეფასებას ნაკლებად აკეთებს, თუმცა ამისი სრული უფლება აქვს. ის უფრო მეტად აქცენტს სატელევიზიო პროექტისთვის საჭირო კრიტერიუმებზე აკეთებდა. რატომ უნდა გადავდოთ შორს, როდესაც დღესვე შეგვიძლია ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, არ ბრწყინავენ ხმით, მაგრამ სწორი ემოციით შეუძლიათ მუსიკით მაყურებელს ბევრი რამ გადასცენ? ვნახოთ, რა იქნება მეორე ტურში, რომელიც 18-19 სექტემბერს გაიმართება. გამიხარდება, თუ 12-ვე ფინალისტი დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. არ მინდა კომპრომისებზე წასვლა და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილები დარჩა, უფრო სუსტი კონკურსანტის ჩასმა. არანაირ დათმობაზე არ წავალთ.

-  საინტერესოა, როგორ შეფასდება ეს 12 ფინალისტი? კვლავ მესიჯებით, თუ ჟიურის ექნება გარკვეული ფუნქცია ამ კუთხით?

-  მარინა ბერიძის დროს "ჯეოსტარს" ჰქონდა სირთულე, რომ კონკურსანტები სრულიად განსხვავებულ ჟანრებში მღეროდნენ. ასე რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებში ახალგაზრდა მომღერლის ჩაგდება, ერთი მხრივ, უნივერსალურობას ავლენს და ვიღაცას შესაძლოა, კარგადაც გამოსვლოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთ რამეზე დავფიქრდი - ეს არ არის კარგი მომღერლის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი მომღერლები - ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ირაკლი ჩარკვიანი, გოგი დოლიძე, სოფო ნიჟარაძე - მათთვის რომ მოგვეთხოვა რადიკალურად სხვა ჟანრში სიმღერა, ისინი უხერხულად იგრძნობდნენ თავს და არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა. შემსრულებელს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თავისი ნიშა მოირგოს და ამით შეაყვაროს თავი მსმენელს, ამიტომაც ყველა კონკურსანტს მოვარგებთ სხვადასხვა, მათთვის სასურველ ჟანრს.

რაც შეეხება ჟიურის ფუნქციას, მესიჯებით გადაწყდება ყველაფერი, თუმცა ფორმატის ავტორებთან მოლაპარაკებები გვაქვს - მინდა, ჟიურის მონაწილის გადარჩენის ბერკეტი გვქონდეს. ადრე ასეთი რამ იყო "ჯეოსტარში". საშიშროება ის არის, რომ ჟიურიმ აირჩიოს ერთი ფავორიტი, მხოლოდ ის გადაარჩინოს და მიიყვანოს ფინალამდე. თანახმა ვარ, გვქონდეს ერთი მონაწილის მხოლოდ ერთხელ გადარჩენის უფლება. ამაზე დაფიქრდნენ (იღიმება).

-  ნიკა, საქართველოში მუსიკალური გემოვნების შესახებ რა აზრის ხართ?

-  მსოფლიოში მდარე მუსიკა გაცილებით პოპულარულია. ჩვენთან ამ მხრივ ძალიან სავალალო მდგომარეობა არ არის. უბრალოდ, გულსატკენია, როდესაც ვისმენ საუკუნეების წინ შექმნილ ქართულ ფოკლორს, გული მტკივა, რომ ქართულმა მუსიკამ ასეთი რეგრესი განიცადა. ჩვეულებრივ მოსახლეობაში რა მუსიკაც იბადება, უგემოვნებას რომ ვხედავ, ძალიან მწყდება გული, რადგან "ხასანბეგურაც" ხომ ჩვენს ხალხში დაიბადა?!. თუმცა ამას წინათ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სამეგრელოში ხანგრძლივი ტურნე მქონდა. მახსოვს, როგორ გაუჭირდათ პირველი ნაწარმოების მოსმენა, ჰაიდნის სიმფონიით ვიწყებდი. თუმცა ნელ-ნელა, ახალგაზრდობითა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებით გაჭედილი დარბაზი იწყებდა ამ მუსიკის აღქმას და ბოლოს სცენიდან არ გვიშვებდნენ. მივხვდი, ის, რაც ხდება, ჩემი და ჩემი მსგავსი ადამიანების დანაშაულია. ერთხელ პატრიარქმა მითხრა ბევრ ხალხში, ის, რაც გემოვნების თვალსაზრისით უარყოფითი ხდება, შენი ბრალიაო. თავიდან გამიკვირდა მისი ეს შეფასება, მაგრამ ამიხსნა, შენ გაქვს ყველაზე დიდი უნარი, ამ უგემოვნობას წინ აღუდგეო. ერთგვარი მისია დამაკისრა და ვეცდები, ეს მისია შევასრულო.

-  "ვერის უბნის მელოდიები" თქ­ვ­ენთვის რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა?

-  არა. ეს იყო მორიგი პროექტი. 11 წლის ასაკში 53-ე სკოლაში ჩემი დაწერილი მიუზიკლი მაკა აროშიძემ დადგა. ისეთი წარმატება ჰქონდა, რომ მაშინ დაფუძნდა "ბასტი-ბუბუ". ამ ჟანრს მოგვიანებით დავუბრუნდი, როდესაც მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა "მუსიკის ჰანგები". შემდეგ ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენის საშუალება მომცეს სოფო ნიჟარაძემ და სახელმწიფომ. პრეზიდენტის უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით, ყველა რესურსით, ბათუმის ახალი თეატრის გახსნისთვის დამიკვეთეს "ქეთო და კოტეს" მიუზიკლის გაკეთება. მოულოდნელი იყო, რომ ეს ყველაფერი რუსთაველის პრემიით დამთავრდა ჩემთვის. დრო რომ გავა, მგონია, "ქეთო და კოტე" დამკვიდრდება იმ ჟღერადობით, რომელიც მას ჩემმა ნამუშევარმა შესძინა. ეს იყო მორიგი ნაბიჯი.

-  "ვერის უბნის მელოდიები" მუსიკალურად საკმაოდ კარგი ნამუშევარია. მოგისმენიათ კრიტიკა?

-  რაც კი შემეძლო, არ დავიზარე და მთელი ემოციებით, გულითა და სულით გავაკეთე. მახსოვს გია ყანჩელის შეფასება, როდესაც მისი მუსიკა გავაორკესტრე - ნიკამ ჩემს მუსიკას ახალი ტანსაცმელი ჩააცვა, რომელიც გაცილებით მოუხდაო. საქმე ისაა, რომ მუსიკა მე ასე მესმის. ბევრ ადამიანს, ვის ყურსაც ვენდობი, მოსწონს ჩემი ნამუშევრები. თუკი სიახლისთვის გახსნილი ხარ, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ის ნიუანსები, რომლებიც "ქეთო და კოტეში" ან "ვერის უბნის მელოდიებში" ჩავდე?!. რასაც მე განვიცდი ვიქტორ დოლიძის ან გოგი ცაბაძის, გია ყანჩელის მიმართ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე თითოეული იმ ადამიანის შეგრძნება, ვინც ამ სპექტაკლებს დასწრებია. რასაკვირველია, გული მწყდება, როცა არ მოსწონთ. ვგრძნობ, რომ არ ესმით... არ მივიჩნევ, რომ ყველაფერი კარგად გამომდის, "ვერის უბნის მელოდიებშიც" ალბათ არის კარგიც და ნაკლებად კარგიც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად რომ ამბობენ, ხელი არ უნდა მოჰკიდონ და არ უნდა გაკეთდეს ახლებურადო, მგონია, სიამოვნების მიღება უნდა ისწავლონ საქართველოში. მინდა ვთხოვო ადამიანებს, ვიდრე რაიმეს გააკრიტიკებენ, გაიაზრონ, ეს ყოველივე რა სიყვარულს, შრომასა და თავდადებას უკავშირდება და ამ ყველაფრის მიღმა, რა არაადეკვატურ ანაზღაურებას ვიღებთ. ასევე არაადეკვატური ცხოვრების წესით გვიწევს ცხოვრება. მე, მაგალითად, "საქართველოს ვარსკვლავისა" და "ვერის უბნის მელოდიების" პარალელურად, სიმფონიურ ორკესტრთან რეპეტიციებს გავდივარ, ორი ნაწარმოების შეკვეთა მაქვს უცხოური ორკესტრებისთვის და ხშირად ხდება, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ან ჰონორარიდან ჰონორარამდე პურის ფული არ მაქვს ხოლმე.

-  რა საინტერესო რამეს ამბობთ?..

-  ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. მე რომ ლონდონში ერთი მიუზიკლი გავაკეთო, ის შემოსავალი საშვილიშვილოდ მეყოფა. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, საქართველოს რეალობიდან გამოვდივარ. ჩემთვის მიუღებელი იქნება, გავაკეთო პროექტი, რომელშიც 50 ათასს გადამიხდიან, რადგან საქართველოს ამის უფლება არ აქვს. გაყიდული ბილეთებითაც ამდენი ვერ შემოვა. ბილეთისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ფასი 20 ლარს ვერ ასცდება. ამ რეალობას რომ ვუყურებ, ამიტომაც მინდა მეტი გამხნევება, განსაკუთრებით პროფესიონალებისგან, თორემ ამას წინათ ოზურგეთში "ვერის უბნის მელოდიები" ჩავიტანეთ და რა დამავიწყებს დარბაზში ხალხის სახეებს. მინდა, ეს თბილისშიც იყოს და ბათუმშიც. მინდა უფრო მეტი დაფასება!..

-  მიუხედავად ამისა, თუ ხართ კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით და რაზე ოცნებობთ?

-  რა თქმა უნდა, მინდა უფრო მეტი. მაქვს სურვილი, საქართველოში სხვა რამ დამიკვეთონ, მაგალითად, ოპერის ან ბალეტის შექმნა. სამწუხაროდ, აქ ჩემთვის არავის შემოუთავაზებია ეს, საზღვარგარეთიდან კი მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. ახლა ვიწყებ მუშაობას ბალეტზე, რომელსაც ვუძღვნი ქართველ ბალერინა ელენე გლურჯიძეს. თუ ეს წარმატებით გამომივიდა, ლონდონში დაიდგმება. გამიხარდება, ჩვენმა ქვეყანამ უფრო მეტი რამ მოინდომოს ჩემგან კლასიკურ მუსიკაში, როგორც კომპოზიტორისა და დირიჟორისგან. გია ყანჩელი ხშირად მიწევს უცხოეთში რეკომენდაციას, ისრაელში მოღვაწე იოსებ ბარდანაშვილი ხედავს ჩემს მონაცემებს ამ კუთხით, სხვა მუსიკოსებიც დასავლეთში... მსმენია კომპლიმენტები ჩემ შესახებ. ლიანა ისაკაძე ყოველთვის მგულშემატკივრობს და ბრაზობს, რომ კლასიკურ მუსიკას ცოტა დროს ვუთმობ. ალბათ დადგება დრო, როცა მე დავუსვამ რაღაც-რაღაცებს წერტილს და მივყვები იმას, რისთვისაც, მგონია, რომ დავიბადე!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება