რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ყოფილ მეუღლე ანდრეი კონდრახინზე თითქმის არ საუბრობს. მაგრამ ჟურნალ Караван историй-სთვის ტელეწამყვანმა გამონაკლისი დაუშვა. მან განაცხადა, რომ მიუხედავად უხმაურო განქორწინებისა, ყოფილ მეუღლეს მისთვის არასდროს დაურეკავს და არ უკითხავს ბანალური: "როგორ ხარ?"
ორი წლის წინ ანდრეი რუსეთიდან წავიდა. "ამჟამად იგი შვილებს იშვიათად, Skype-ით ეკონტაქტება და ბავშვების ცხოვრებაში მისი მონაწილეობა მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ანდრეიმ ყოველთვის იცოდა, რომ შვილების მარტო გაზრდას შევძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასწორია, არ ვიცი კუბაში, იამაიკასა და აღდგომის კუნძულზე წასვლით უკეთესი რა ნახა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბავშვებს მამა სჭირდება, ხოლო Skype, სამწუხაროდ, მას ვერ შეცვლის. მაგრამ მისგან ყურადღებას არასდროს მოვითხოვ",-აღნიშნავს ტელეწამყვანი.
მიუხედავად ამისა, თინა ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეს არაფერში ადანაშაულებს და ორი შესანიშნავი ბავშვის გამო მისი მადლობელია.
ცნობილი ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი და ბიზნესმენი ანდრეი კონდრახინი ერთმანეთს 2010 წელს 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.
მომზადებულია Караван историй-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: თინა კანდელაკი საკუთარ თავს 2 მლნ დოლარად აფასებს