სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკრებულომ ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა
საკრებულომ ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა

ალ­ბათ გსმე­ნი­ათ, უძაღ­ლო ქვე­ყა­ნა­ში კა­ტებს აყე­ფებ­დნე­ნო. ჰოდა, კა­ტებ­მა და ძაღ­ლებ­მა ყეფა რომ არ და­ი­წყონ, მე­რი­ას­თან აქ­ცია-ბრი­ფინ­გი არ "გა­მარ­თონ" და თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით ჩი­ნოვ­ნი­კებს კარი არ "აუ­ტა­ლა­ხონ", თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ "თბი­ლის­ში, ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის წესი" და­ამ­ტკი­ცა. მე­ტიც, უპატ­რო­ნო ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს 300-ად­გი­ლი­ა­ნი თავ­შე­სა­ფა­რიც კი აუ­შე­ნა.

წე­სის თა­ნახ­მად, ცხო­ვე­ლე­ბი 4 კა­ტე­გო­რი­ად დაყ­ვეს: პატ­რო­ნი­ა­ნი, უმეთ­ვალ­ყუ­რეო, მი­კედ­ლე­ბუ­ლი და უპატ­რო­ნო. უმეთ­ვალ­ყუ­რეო ცხო­ველს, პატ­რო­ნი­ა­ნის, ან უპატ­რო­ნოს სტა­ტუსს, თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან 10 დღის ვა­და­ში და­უდ­გე­ნენ. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს მისი ისე შე­ნახ­ვა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ჯი­შის ცხო­ვე­ლის ბი­ო­ლო­გი­ურ და ეტო­ლო­გი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კერ­ძოდ, ცხო­ვე­ლის სა­თა­ნა­დო კვე­ბა და და­წყურ­ვე­ბა; ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა; სა­ძი­ლე ად­გი­ლის გან­თავ­სე­ბა, გათ­ბო­ბა და გა­ნა­თე­ბა; მდედ­რი ცხო­ვე­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი ნა­ში­ე­რი­სა და ცხო­ვე­ლი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა.

და­უშ­ვე­ბე­ლია ცხო­ვე­ლის უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბა. თუ პატ­რონს აღარ სურს მისი მოვ­ლა, ამ შემ­თხვე­ვა­ში პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, ცხო­ვე­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ა­ბა­როს. წე­სის თა­ნახ­მად, ცხო­ველ­თა შო­რის ბრძო­ლის გა­მარ­თვა აკ­რძა­ლუ­ლია, იკ­რძა­ლე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა და აფ­თი­ა­ქებ­ში ცხო­ველ­თა შეყ­ვა­ნაც. ცხო­ვე­ლის გვა­მის და­მარ­ხვა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას, ბი­ო­თერ­მულ ორ­მო­ში. პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სამი მე­თო­დით მო­ახ­დი­ნოს: მიკ­რო­ჩი­პი­რე­ბით, ტა­ტუ­ი­რე­ბი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ყელ­სა­ბა­მით, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნის გვა­რი, სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი და სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­დაყ­ვა­ნა (გარ­და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი­სა), და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სა­ბე­ლი­თა და ალი­კა­პით. ცხო­ვე­ლის პატ­რო­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, არ და­ა­ბინ­ძუ­როს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე, და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ად­გი­ლი უნდა და­ა­სუფ­თა­ოს. წე­ლი­წად­ში ერთხელ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხო­ვე­ლის ვე­ტე­რი­ნა­რულ-სა­ნი­ტა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პატ­რონ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს ვეტ-კლი­ნი­კას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ცხო­ვე­ლი მოკ­ვდე­ბა, პატ­რო­ნი სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად ვეტ-კლი­ნი­კას ან უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს უნდა და­უ­კავ­შირ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლებს, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო ვალ­დე­ბუ­ლია ისი­ნი და­ი­ჭი­როს, იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცი­ოს და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

და­უშ­ვე­ბე­ლია ცხო­ვე­ლის და­ჭე­რა მათ­თვის ტკი­ვი­ლის, ტან­ჯვი­სა და სტრე­სის მი­ღე­ბის გზით. მე­ტიც, ცხო­ვე­ლე­ბის შე­პყრო­ბა ან მათი მოკ­ვდი­ნე­ბა, მხო­ლოდ ჰუ­მა­ნუ­რი გზი­თაა და­საშ­ვე­ბი, მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ზი­ა­ნის მი­უ­ყე­ნებ­ლად. ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, მოკ­ვდი­ნე­ბას მხო­ლოდ ის ცხო­ვე­ლი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­მელ­საც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვე­ტე­რი­ნა­რის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ში­ში, ერთ-ერთი უკურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა მა­ინც და­უდ­გინ­დე­ბა. კერ­ძოდ: ლის­ტე­რი­ო­ზი, ტოქ­სოპ­ლაზ­მა, ტუ­ლა­რე­მია, ლუპ­ტოს­პი­რო­ზი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ეხი­ნა­კო­კო­ზი, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი, პი­როპ­ლაზ­მა, დე­მო­დე­კო­ზი, ტე­ტა­ნუ­სი, სტა­ფი­ლო­კო­კი, სტრეპ­ტო­კო­კი, მკე­ჭა­ვი მუნი, ბრუ­ცე­ლო­ზი, ციმ­ბი­რუ­ლი წყლუ­ლი, თურ­ქუ­ლი ან სალ­მო­ნე­ლო­ზი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ცხო­ვე­ლის მოკ­ვდი­ნე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ, თავ­შე­სა­ფარ­ში. თავ­შე­საფ­რის გა­რეთ კი ცხო­ველ­თა მოკ­ვდი­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მათი ტან­ჯვის შე­სა­წყვე­ტად, რო­დე­საც ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რია, ან ცხო­ველ­თა აგ­რე­სია ადა­მი­ა­ნებს ან სხვა ცხო­ვე­ლებს აშ­კა­რა საფრ­თხეს უქ­მნის. ცხო­ველ­თა მოკ­ვდი­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია დახ­რჩო­ბით, გა­გუდ­ვით, მო­წამ­ვლით, ელექტრო­მუხ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბით, ასე­ვე იძუ­ლე­ბი­თი შიმ­ში­ლით, წყურ­ვი­ლი­თა და სხვა არაჰუ­მა­ნუ­რი მე­თო­დე­ბით. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, ლაშა იმე­დაშ­ვილ­მა "ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა: "ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლა­ქის­თვის, ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. თავ­შე­სა­ფა­რი 300 ძაღლზეა გათ­ვლი­ლი. მარ­თა­ლია, ცო­ტაა, მაგ­რამ ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, რა­საც სხვა, მსგავ­სი ტი­პის თავ­შე­საფ­რე­ბის მო­წყო­ბა მოჰ­ყვე­ბა. დროა, ეს პრობ­ლე­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დეს და თბი­ლი­სი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქა­ლაქს და­ემ­სგავ­სოს".

ნინო ხარ­ში­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საკრებულომ ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა

საკრებულომ ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესი დაამტკიცა

ალბათ გსმენიათ, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო. ჰოდა, კატებმა და ძაღლებმა ყეფა რომ არ დაიწყონ, მერიასთან აქცია-ბრიფინგი არ ''გამართონ'' და თავშესაფრის მოთხოვნით ჩინოვნიკებს კარი არ ''აუტალახონ'', თბილისის საკრებულომ ''თბილისში, ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესი'' დაამტკიცა. მეტიც, უპატრონო ძაღლებსა და კატებს 300-ადგილიანი თავშესაფარიც კი აუშენა.

წესის თანახმად, ცხოველები 4 კატეგორიად დაყვეს: პატრონიანი, უმეთვალყურეო, მიკედლებული და უპატრონო. უმეთვალყურეო ცხოველს, პატრონიანის, ან უპატრონოს სტატუსს, თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში დაუდგენენ. ცხოველის პატრონი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი ისე შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებს შეესაბამება. კერძოდ, ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ფიზიკური აქტივობა; საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება; მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში, მათი ნაშიერისა და ცხოველისათვის სათანადო პირობების შექმნა.

დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. თუ პატრონს აღარ სურს მისი მოვლა, ამ შემთხვევაში პატრონი ვალდებულია, ცხოველი თავშესაფარში ჩააბაროს. წესის თანახმად, ცხოველთა შორის ბრძოლის გამართვა აკრძალულია, იკრძალება კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში ცხოველთა შეყვანაც. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ ადგილას, ბიოთერმულ ორმოში. პატრონი ვალდებულია, ცხოველის იდენტიფიცირება სამი მეთოდით მოახდინოს: მიკროჩიპირებით, ტატუირებითა და სპეციალური ყელსაბამით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ცხოველის პატრონის გვარი, სახელი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ძაღლების გასეირნება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა (გარდა დეკორატიული ძაღლებისა), დასაშვებია მხოლოდ საბელითა და ალიკაპით. ცხოველის პატრონი ვალდებულია, არ დააბინძუროს საზოგადოებრივი სივრცე, დაბინძურების შემთხვევაში კი ადგილი უნდა დაასუფთაოს. წელიწადში ერთხელ, აუცილებელია ცხოველის ვეტერინარულ-სანიტარული შემოწმება. დაავადების შემთხვევაში, პატრონმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ვეტ-კლინიკას. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი მოკვდება, პატრონი სათანადო ზომების მისაღებად ვეტ-კლინიკას ან უფლებამოსილ ორგანოს უნდა დაუკავშირდეს. რაც შეეხება უპატრონო ცხოველებს, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ისინი დაიჭიროს, იზოლაციაში მოაქციოს და ვეტერინარული ზედამხედველობა განახორციელოს.

დაუშვებელია ცხოველის დაჭერა მათთვის ტკივილის, ტანჯვისა და სტრესის მიღების გზით. მეტიც, ცხოველების შეპყრობა ან მათი მოკვდინება, მხოლოდ ჰუმანური გზითაა დასაშვები, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ახალი წესის მიხედვით, მოკვდინებას მხოლოდ ის ცხოველი ექვემდებარება, რომელსაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, ადამიანისთვის საშიში, ერთ-ერთი უკურნებელი დაავადება მაინც დაუდგინდება. კერძოდ: ლისტერიოზი, ტოქსოპლაზმა, ტულარემია, ლუპტოსპიროზი, ტუბერკულოზი, ეხინაკოკოზი, ლეიშმანიოზი, პიროპლაზმა, დემოდეკოზი, ტეტანუსი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, მკეჭავი მუნი, ბრუცელოზი, ციმბირული წყლული, თურქული ან სალმონელოზი. ასეთ შემთხვევაში, ცხოველის მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარის მიერ, თავშესაფარში. თავშესაფრის გარეთ კი ცხოველთა მოკვდინება შესაძლებელია მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება არაეფექტურია, ან ცხოველთა აგრესია ადამიანებს ან სხვა ცხოველებს აშკარა საფრთხეს უქმნის. ცხოველთა მოკვდინება დაუშვებელია დახრჩობით, გაგუდვით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაზიანების მიყენებით, ასევე იძულებითი შიმშილით, წყურვილითა და სხვა არაჰუმანური მეთოდებით. თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლაშა იმედაშვილმა ''ვერსიასთან'' საუბრისას განმარტა: ''ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ვინაიდან მოსახლეობა შეწუხებული იყო. თავშესაფარი 300 ძაღლზეა გათვლილი. მართალია, ცოტაა, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია, რასაც სხვა, მსგავსი ტიპის თავშესაფრების მოწყობა მოჰყვება. დროა, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და თბილისი ცივილიზებულ ქალაქს დაემსგავსოს''.

ნინო ხარშილაძე

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"