ცნობილ მსახიობს, ჯონ ტრავოლტას მასაჟისტი მამაკაცი სექსუალური ძალადობისთვის უჩივის. როგორც მამაკაცი აცხადებს, მსახიობი მის სასქესო ორგანოს ეხებოდა.
ტრავოლტამ მასაჟისტი, რომელიც საათში 200 დოლარს იღებს, საკუთარ სახლში, ბევერლი ჰილსზე გამოიძახა. მსახიობი მამაკაცს შიშველი დახვდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. მასაჟისტი თავის საქმეს აკეთებდა, თუმცა, შემდეგ ვარსკვლავმა მისი მოფერება დაიწყო. ტრავოლტა მამაკაცს ჯერ მუხლებზე, შემდეგ კი სასქესო ორგანოზე ეხებოდა.
"ჰოლივუდს ჰომოსექსუალი ებრაელი მამაკაცები აკონტროლებენ, რომლებიც ელოდებიან კეთილგანწყობას, სექსუალური აქტივობის სანაცვლოდ", - უთხრა ტრავოლტამ მასაჟისტს.
მამაკაცი მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
მომზადებულია posh24.com-ის მიხედვით.