პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია

2011 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა და სა­მი­ნის­ტროს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს.

უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პირ­ვე­ლა­დი ჩა­რი­ცხვე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს (www.mes.gov.ge) და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე (www.naec.ge online.naec.ge) გა­მოქ­ვეყ­ნდა. აგ­რეთ­ვე, ლინ­კი გან­თავ­სდა www.onlinenews.ge სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩა­რი­ცხვის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მით შე­ი­ტყო­ბენ. ამა­ვე ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­სდა და გა­ზეთ "24 სა­ათ­ში" და­ი­ბეჭ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­რი­ცხულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ნუს­ხა. "მაგ­თი­კო­მის", "ჯე­ო­სე­ლი­სა" და "ბი­ლა­ი­ნის" აბო­ნენ­ტე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ - ამი­სათ­ვის მათ სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კოდი ნო­მერ­ზე 6232 უნდა გა­აგ­ზავ­ნონ.

წელს აბა­რებ­და 34 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მათ­გან მხო­ლოდ 2500-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვერ გახ­და სტუ­დენ­ტი, 22236 აბი­ტუ­რი­ენ­ტი უკვე ჩა­ი­რი­ცხა მის­თვის სა­სურ­ველ აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებ­ზე. მსურ­ველ­თა­გან მხო­ლოდ 7%-მა ვერ გა­და­ლა­ხა ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და.

10 000 აბი­ტუ­რი­ენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე­ო­რა­დი ჩა­რი­ცხვე­ბით ჩა­ი­რი­ცხოს აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებ­ზე ან მე­ო­თხე, მე­ხუ­თე დო­ნის პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე. პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე 1318 აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რი­ცხა, ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ზე 424 მსურ­ვე­ლი ჩა­ი­რი­ცხა. გა­სულ წელს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­დან მხო­ლოდ 200-მდე მსურ­ვე­ლი ჩა­ი­რი­ცხა.

პირ­ვე­ლა­დი ჩა­რი­ცხვე­ბის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­მი­ნის­ტროს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე 31 აგ­ვის­ტომ­დე გან­თავ­სდე­ბა. გან­მე­ო­რე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 31 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და 5 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გას­ტანს.

გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა: თბი­ლის­ში - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კორ­პუს­ში; რე­გი­ო­ნებ­ში - სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურს-ცენ­ტრებ­ში.

ვა­დე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­მი­ნის­ტროს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე (www.naec.ge) გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც ვერ ჩა­ი­რი­ცხა მის მიერ მი­თი­თე­ბულ ვერც ერთ პროგ­რა­მა­ზე და მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხა:

• აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მის­თვის მო­თხოვ­ნილ 4 გა­მოც­და­ში;

• უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის - ზო­გად უნა­რებ­ში;

• ქარ­თუ­ლი ენის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ პროგ­რა­მა­ზე - ზო­გად უნა­რებ­ში შე­სა­ბა­მის ენა­ზე.

ამას­თან, რო­გორც დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე ით­ქვა, აკ­რე­დი­ტა­ცია გა­უ­უქ­მდა უნი­ვერ­სი­ტეტ "იბე­რი­ას", იქ ჩა­რი­ცხუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სა­ბუ­თე­ბის გა­და­ტა­ნას ნე­ბის­მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში შეძ­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პირველადი ჩარიცხვების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge online.naec.ge) გამოქვეყნდა. აგრეთვე, ლინკი განთავსდა www.onlinenews.ge საინფორმაციო პორტალზე.

აბიტურიენტები ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ სპეციალური საძიებო სისტემით შეიტყობენ. ამავე ვებგვერდებზე განთავსდა და გაზეთ "24 საათში" დაიბეჭდა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხა. "მაგთიკომის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" აბონენტები ინფორმაციის მიღებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 6232 უნდა გააგზავნონ.

წელს აბარებდა 34 000-მდე აბიტურიენტი, მათგან მხოლოდ 2500-მდე აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი, 22236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მსურველთაგან მხოლოდ 7%-მა ვერ გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა.

10 000 აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, მეორადი ჩარიცხვებით ჩაირიცხოს აკადემიურ პროგრამებზე ან მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე. პროფესიულ პროგრამებზე 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 424 მსურველი ჩაირიცხა. გასულ წელს ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 200-მდე მსურველი ჩაირიცხა.

პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 31 აგვისტომდე განთავსდება. განმეორებითი განცხადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

განცხადებები მიიღება: თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში; რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში.

ვადები უახლოეს დღეებში სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება.

განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა:

• აკადემიური პროგრამისთვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში;

• უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის - ზოგად უნარებში;

• ქართული ენისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე - ზოგად უნარებში შესაბამის ენაზე.

ამასთან, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა უნივერსიტეტ "იბერიას", იქ ჩარიცხული აბიტურიენტები საბუთების გადატანას ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში შეძლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"