პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს - რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?
კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს - რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?

ვრცელ­დე­ბა სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩანს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ხო­მალ­დის მშე­ნებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ CNN წერს და სა­ტე­ლი­ტი­დან მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი პრო­ვა­ი­დე­რე­ბის Maxar Technologies-ისა და Planet Labs-ის მიერ, 6 აპ­რილს გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თებ­ში ჩანს დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ა­ნი­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 60 კი­ლო­მეტრში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ჩანს გი­გან­ტუ­რი მშე­ნე­ბა­რე გემი.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სუ­რა­თებ­ზე ჩანს გემ­ზე ია­რა­ღი­სა და სხვა შიდა სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი. ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ხო­მალ­დია..

"ეს არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 140 მეტ­რი სიგ­რძის, რაც მას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში წარ­მო­ე­ბულ ყვე­ლა­ზე დიდ სამ­ხედ­რო ხო­მალ­დად აქ­ცევს“, - ნათ­ქვა­მია სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ანა­ლიზ­ში.

შე­და­რე­ბის­თვის, აშშ-ს სა­ზღვაო ძა­ლე­ბის Arleigh Burke კლა­სის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის სიგ­რძე ოდ­ნავ აღე­მა­ტე­ბა სა­ტე­ლი­ტის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი გე­მის სიგ­რძეს.

კიმ ჩენ ინის რე­ჟი­მი სწრა­ფად ახ­დენს სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას, ავი­თა­რებს ახალ ია­რაღს და ამოწ­მებს კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რის ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­როს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლით გა­კეთ­და. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ამ ყვე­ლა­ფერ­ში რუ­სეთ­თან არ­სე­ბუ­ლი მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ეხ­მა­რე­ბა.

გე­მის ფო­ტო­ე­ბი კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ან­გა­რიშ­ში გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა. სუ­რა­თებ­ზე ჩანს ლი­დე­რი კიმი, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლო­ბას ამოწ­მებს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს - რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?

კიმ ჩენ ინი გიგანტურ საზღვაო-სამხედრო ხომალდს აშენებს - რა ჩანს სატელიტურ ფოტოებზე?

ვრცელდება სატელიტური სურათები, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩანს ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დიდი სამხედრო-საზღვაო ხომალდის მშენებლობა, - ამის შესახებ CNN წერს და სატელიტიდან მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

დამოუკიდებელი სატელიტური პროვაიდერების Maxar Technologies-ისა და Planet Labs-ის მიერ, 6 აპრილს გადაღებული სურათებში ჩანს დედაქალაქ ფხენიანიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 60 კილომეტრში, ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროზე, ჩანს გიგანტური მშენებარე გემი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სურათებზე ჩანს გემზე იარაღისა და სხვა შიდა სისტემების მონტაჟის პროცესი. ის, სავარაუდოდ, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდია..

"ეს არის, დაახლოებით, 140 მეტრი სიგრძის, რაც მას ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ ყველაზე დიდ სამხედრო ხომალდად აქცევს“, - ნათქვამია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიზში.

შედარებისთვის, აშშ-ს საზღვაო ძალების Arleigh Burke კლასის გამანადგურებლების სიგრძე ოდნავ აღემატება სატელიტის მიერ მოპოვებული გემის სიგრძეს.

კიმ ჩენ ინის რეჟიმი სწრაფად ახდენს სამხედროების მოდერნიზებას, ავითარებს ახალ იარაღს და ამოწმებს კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს. ეს ყველაფერი გაეროს სანქციების გვერდის ავლით გაკეთდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას ამ ყველაფერში რუსეთთან არსებული მჭიდრო კავშირები ეხმარება.

გემის ფოტოები კორეის ცენტრალური ტელევიზიის ანგარიშში გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. სურათებზე ჩანს ლიდერი კიმი, რომელიც მშენებლობას ამოწმებს.

წყარო

იხილეთ ასევე: