ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ უახლეს პოდკასტში მისი პირადი ცხოვრების, პოლიტიკური შეხედულებებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. ამასთან, მან პირველად გააკეთა კომენტარი გავრცელებული ხმების შესახებ, რომ ბარაკ ობამას დაშორდა.
“ამ გადაწყვეტილების მიღება წლების წინ შემეძლო, მაგრამ თავს თავისუფლებას არ ვაძლევდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს ვაძლევ უფლებას იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, მე მათ ცხოვრებას საბაბად ვიყენებდი. ახლა ეს გაქრა. ახლა შემიძლია შევხედო ჩემს კალენდარს, თუ რა გავაკეთე წელს. გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ჩემთვის საუკეთესო იყო, და არა ის, რაც მეგონა, რომ სხვებს სურდათ“, - თქვა ობამამ.
ყოფილმა პირველმა ლედიმ არ განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციას.
მან ისაუბრა როგორ ეუფლება დანაშაულის გრძნობა, როდესაც ამბობს "არა" და იმაზე, თუ როგორ გაჩნდა ჭორები მისი ქმართან - ბარაკ ობამასთან დაშორების შესახებ.
"მე ჯერ კიდევ ვპოულობ დროს, რომ გამოვიდე, ვიმუშაო პროექტებზე. თუმცა მაინტერესებს გოგონების განათლება. ჩვენ, როგორც ქალები, როგორც იმედგაცრუებული ადამიანები, ვიბრძვით. ხალხმა ვერ გაიგო, რომ ამ წელს მე საკუთარ არჩევანს ვაკეთებდი. მათ იფიქრეს, რომ მე და ჩემი ქმარი განქორწინებას ვაპირებდით,” - განაცხადა მან.
ოქტომბერში, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ ობამები 32 წელია ერთად არიან.
თავის წიგნში, Becoming ყოფილმა პირველმა ლედიმ ღიად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაზარალდა მათი ქორწინება ბარაკ ობამას პოლიტიკურმა მოღვაწეობამ. მან დაწერა, რომ თავს ხშირად მარტოდ გრძნობდა.
იხილეთ ასევე: