საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"
აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პომ­პე­ის ნეკ­რო­პო­ლი­სის გა­თხრე­ბის დროს ორი სკულპ­ტუ­რა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ქა­ლის და მა­მა­კა­ცის სკულპ­ტუ­რე­ბი რო­მის რეს­პუბ­ლი­კის გვი­ა­ნი პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა.

  • ქალი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლი რო­მა­უ­ლი მო­სავ­ლი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ქალღმერ­თის, ცე­რე­სის ქუ­რუ­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

მისი სამ­კა­უ­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - სა­ყუ­რე­ე­ბი, ბეჭ­დე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი, ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის ყელ­სა­ბა­მი - მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ის ცე­რე­სის მღვდელმსა­ხუ­რი იყო. მას ხელ­ში პა­პი­რუ­სის გრაგ­ნი­ლი და დაფ­ნის ფოთ­ლე­ბი უჭი­რავს - ამ ფოთ­ლებს ძველ რომ­ში რე­ლი­გი­უ­რი სივ­რცე­ე­ბის გან­წმენ­დის­თვის იყე­ნებ­დნენ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის უც­ნო­ბია მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა - "ეს შე­იძ­ლე­ბა მისი ქმა­რი ან შვი­ლია. წარ­წე­რა არ არის, ამი­ტომ და­ზუს­ტე­ბით ვერ ვი­ტყვით", - ამ­ბობს გაბ­რი­ელ ზუხტრი­გე­ლი, პომ­პე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის დი­რექ­ტო­რი.

პორ­ტა სარ­ნოს ნეკ­რო­პო­ლის გა­თხრე­ბი პომ­პე­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი­სა და ვა­ლენ­სი­ის ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია.

  • პომ­პეი ვულ­კან ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის 79 წელს გა­ნად­გურ­და. იგი პირ­ვე­ლად 1748 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1860 წლამ­დე არ და­წყე­ბუ­ლა. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ­ში 10 000-დან - 20 000-მდე მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და. დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლია1 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ნაშ­თი.

წყა­რო

ავტორი:

აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"

აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"

არქეოლოგებმა პომპეის ნეკროპოლისის გათხრების დროს ორი სკულპტურა აღმოაჩინეს. ქალის და მამაკაცის სკულპტურები რომის რესპუბლიკის გვიანი პერიოდით თარიღდება.

  • ქალი, სავარაუდოდ, ძველი რომაული მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთის, ცერესის ქურუმი უნდა ყოფილიყო.

მისი სამკაულები და აქსესუარები - საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამი - მიგვანიშნებს, რომ ის ცერესის მღვდელმსახური იყო. მას ხელში პაპირუსის გრაგნილი და დაფნის ფოთლები უჭირავს - ამ ფოთლებს ძველ რომში რელიგიური სივრცეების განწმენდისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებისთვის უცნობია მამაკაცის ვინაობა - "ეს შეიძლება მისი ქმარი ან შვილია. წარწერა არ არის, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით", - ამბობს გაბრიელ ზუხტრიგელი, პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი.

პორტა სარნოს ნეკროპოლის გათხრები პომპეის არქეოლოგიური პარკისა და ვალენსიის ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.

  • პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს განადგურდა. იგი პირველად 1748 წელს აღმოაჩინეს, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები 1860 წლამდე არ დაწყებულა. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქში 10 000-დან - 20 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. დღემდე აღმოჩენილია1 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.

წყარო