საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ
აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ

The Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის მრჩე­ვე­ლი, მაიკ უოლ­ცი და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გუნ­დის სხვა წევ­რე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნი სამ­თავ­რო­ბო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის Gmail-ის პერ­სო­ნა­ლურ ან­გა­რი­შებს იყე­ნებ­დნენ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას წინ უს­წრებ­და ე.წ. სიგ­ნალ­გე­ი­თის სკან­და­ლი - რო­დე­საც მაიკ უოლცმა გა­მო­ცე­მა The Atlantic-ის რე­დაქ­ტო­რი შემ­თხვე­ვით და­ა­მა­ტა Signal-ის ჩათ­ში, სა­დაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი "ჰუ­სი­ტებ­ზე" თავ­დას­ხმის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

Gmail კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად უსაფრ­თხოა, ვიდ­რე Signal.

რო­გორც The Washington Post წერს, უოლ­ცის მთა­ვა­რი თა­ნა­შემ­წეც იყე­ნებ­და Gmail.-ის ან­გა­რიშს სამ­თავ­რო­ბო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას სენ­სი­ტი­ურ სამ­ხედ­რო პო­ზი­ცი­ებ­ზე და შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მებ­ზე. ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ მა­შინ, როცა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყე­ნებ­და Gmail-ის ან­გა­რიშს კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, კო­ლე­გე­ბი სხვა უწყე­ბე­ბი­დან, მას­თან სა­სა­უბ­როდ იყე­ნებ­დნენ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ სამ­თავ­რო­ბო ან­გა­რი­შებს

"პერ­სო­ნა­ლუ­რი ელ.ფოს­ტის ან­გა­რი­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თუნ­დაც არა­სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ხი­ფა­თოა, რად­გან უცხო­უ­რი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­სა და გან­რიგს", - გა­ნუ­ცხა­დეს ექ­სპერ­ტებ­მა Washington Post-ს.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სპი­კე­რი, ბრა­ი­ან ჰი­უ­ზი ამ­ბობს, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თა­ნამ­შრომ­ლებს აქვთ მი­თი­თე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნონ უსაფრ­თხო პლატ­ფორ­მე­ბი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ.

ჰი­უ­ზის მტკი­ცე­ბით, Signal-ის გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ, თუმ­ცა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ არა. მისი მტკი­ცე­ბით, უოლცს ეს არას­დროს არ გა­უ­კე­თე­ბია.

  • "სიგ­ნალ­გე­ი­თის" სკან­და­ლის დროს მე­დია წერ­და, რომ დო­ნალდ ტრამ­პი მაიკ უოლცს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და, თუმ­ცა ტრამპმა მხა­რი და­უ­ჭი­რა უოლცს და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას ის და­იც­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­შინ უოლ­ცის სა­კი­თხზე ტრამ­პი ესა­უბ­რა ჯეი დი ვენსს და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და გა­ნი­ხი­ლა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თუ არა ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია რო­გო­რი იქ­ნე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის რე­აქ­ცია ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც აშშ-ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან საქ­მი­ა­ნი მი­მო­წე­რის­თვის Gmail-ის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის სკანდალი გრძელდება - ამჯერად ირკვევა, რომ მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ს იყენებდნენ

The Washington Post-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის სხვა წევრები ოფიციალური საქმიანი სამთავრობო კომუნიკაციისთვის Gmail-ის პერსონალურ ანგარიშებს იყენებდნენ.

  • შეგახსენებთ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უსწრებდა ე.წ. სიგნალგეითის სკანდალი - როდესაც მაიკ უოლცმა გამოცემა The Atlantic-ის რედაქტორი შემთხვევით დაამატა Signal-ის ჩათში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირები "ჰუსიტებზე" თავდასხმის საკითხს განიხილავდნენ.

Gmail კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხოა, ვიდრე Signal.

როგორც The Washington Post წერს, უოლცის მთავარი თანაშემწეც იყენებდა Gmail.-ის ანგარიშს სამთავრობო კომუნიკაციისთვის, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას სენსიტიურ სამხედრო პოზიციებზე და შეიარაღების სისტემებზე. ასევე ირკვევა, რომ მაშინ, როცა ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი იყენებდა Gmail-ის ანგარიშს კომუნიკაციისას, კოლეგები სხვა უწყებებიდან, მასთან სასაუბროდ იყენებდნენ სპეციალურად შექმნილ სამთავრობო ანგარიშებს

"პერსონალური ელ.ფოსტის ანგარიშების გამოყენება, თუნდაც არასაიდუმლო ინფორმაციისთვის, სახიფათოა, რადგან უცხოური დაზვერვის სამსახურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უმაღლესი თანამდებობის პირების კომუნიკაციებსა და განრიგს", - განუცხადეს ექსპერტებმა Washington Post-ს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ბრაიან ჰიუზი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს თანამშრომლებს აქვთ მითითება, რომ გამოიყენონ უსაფრთხო პლატფორმები საიდუმლო ინფორმაციაზე სასაუბროდ.

ჰიუზის მტკიცებით, Signal-ის გამოყენება დამტკიცებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა საიდუმლო ინფორმაციაზე სასაუბროდ არა. მისი მტკიცებით, უოლცს ეს არასდროს არ გაუკეთებია.

  • "სიგნალგეითის" სკანდალის დროს მედია წერდა, რომ დონალდ ტრამპი მაიკ უოლცს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, თუმცა ტრამპმა მხარი დაუჭირა უოლცს და საჯარო გამოსვლისას ის დაიცვა.

არსებული ინფორმაციით, მაშინ უოლცის საკითხზე ტრამპი ესაუბრა ჯეი დი ვენსს და სხვა მაღალჩინოსნებს და განიხილა, დაეტოვებინა თუ არა ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.

ჯერჯერობით, უცნობია როგორი იქნება დონალდ ტრამპის რეაქცია ახალ ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების მხრიდან საქმიანი მიმოწერისთვის Gmail-ის გამოყენებას გულისხმობს.