ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა 'იმედში' შეიყვანეს. ამჟამად კი თბილისში გადაჰყავთ.
'ახლა გავიდა კლინიკიდან კატასტროფის ჯგუფი მანქანა. 10 წლამდე ბავშვია, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა' – განაცხადა "სამხრეთს კარიბჭესთან" კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი ბარძიმაძემ.
მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტს მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ჩაუტარდა კვლევები, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. გადაჰყავთ თბილისში, იაშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში.