პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ბე­ბუა თა­ვი­სუ­ფა­ლია და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

“ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ირაკ­ლი ბე­ბუ­ას უკა­ნო­ნოდ შე­ე­ფარ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 წლის ვა­დით, თუმ­ცა მისი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის რე­ა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა 4 წელ­სა და 6 თვეს გა­უ­ტოლ­და.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ირაკ­ლი ბე­ბუ­ას უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სხვა რე­ლე­ვან­ტურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) მიერ ოპე­რი­რე­ბა­დი „ცხე­ლი ხა­ზის“ მე­ქა­ნიზ­მი, ისე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა თუ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა სხვა ბერ­კე­ტი და ინ­სტრუ­მენ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკ­ლი ბე­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2020 წელს აღიძ­რა, მას დრო­შის დაწ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "სახ­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას, სა­დაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ცხოვ­რობ­და, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამო­ი­ღეს RG-42 ყუმ­ბა­რა, რო­მე­ლიც არის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ვარ­გი­სია აფეთ­ქე­ბის­თვის“.

გა­ლის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ცხრა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას ასე­ვე და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 10 ათა­სი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით.

თბი­ლის­ში ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით რამ­დე­ნი­მე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. ბე­ბუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ხი­ლეს.

ავტორი:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - რა ინფორმაციას აქვეყნებს სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი ბებუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2020 წელს აღიძრა, მას დროშის დაწვას ედავებოდნენ. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ "სახლის შემოწმებისას, სადაც ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს RG-42 ყუმბარა, რომელიც არის საბრძოლო მასალა და ვარგისია აფეთქებისთვის“.

გალის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი რუბლის ოდენობით.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილეს.