პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია

ბა­ზის­ბანკს და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა, თე­ატ­რის 97-ზე სე­ზონ­ზეც გრძელ­დე­ბა. ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­დამ­ჭე­რი, წელს, უკვე მე­ო­თხედ, გე­ნე­რა­ლურ სპონ­სო­რო­ბას გა­უ­წევს თე­ატრს და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბით დატ­ვირ­თულ თე­ატ­რა­ლურ სე­ზონს შეს­თა­ვა­ზებს მა­ყუ­რე­ბელს.

ბა­ზის­ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს, ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის, და­გეგ­მი­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე პრე­მი­ე­რა. ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ლი. 2025 წლის 5 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა პრე­მი­ე­რა და­რიო ფოს პი­ე­სის მი­ხედ­ვით - „არ გვიხ­დით?! არ გა­და­ვიხ­დით“, რე­ჟი­სო­რი ლაშა შე­რო­ზია. ასე­ვე, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია შემ­დე­გი პრე­მი­ე­რე­ბი: პროს­პერ მე­რი­მეს ნო­ვე­ლის მი­ხედ­ვით ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი „კარ­მე­ნი“, რე­ჟი­სო­რი გია მარ­ღა­ნია; ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის პი­ე­სის მი­ხედ­ვით „გო­ნე­ბის თა­მა­შე­ბი“, რე­ჟი­ო­სო­რი და­ვით ჭახ­რა­კია.

„მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ბა­ზის­ბან­კის მხარ­და­ჭე­რა. ჩვე­ნი ოთხწ­ლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლი თუ პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა და ერ­თად ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს“.- გა­ნა­ცხა­და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

„ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი, აგ­რძე­ლებს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან პარტნი­ო­რო­ბას. გა­სუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნე­ბის ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბიზ­ნეს სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ზის­ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, მო­მა­ვალ სე­ზონ­ზეც არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს იხი­ლავს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბე­ლი“. - გა­ნა­ცხა­და ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და ბრენ­დინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, თა­მარ ხა­დურ­მა.

ბა­ზის­ბან­კი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა თე­ატ­რებ­თან. ბან­კი გე­ნე­რა­ლურ სპონ­სო­რო­ბას უწევს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატრს, თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლს. მხარს უჭერს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

R

ავტორი:

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 97-ე სეზონის გენერალური სპონსორია

ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის პარტნიორობა, თეატრის 97-ზე სეზონზეც გრძელდება. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, წელს, უკვე მეოთხედ, გენერალურ სპონსორობას გაუწევს თეატრს და საინტერესო პროექტებით დატვირთულ თეატრალურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს.

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს, ერთგული მაყურებლისთვის, დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. 2025 წლის 5 აპრილს გაიმართება პრემიერა დარიო ფოს პიესის მიხედვით - „არ გვიხდით?! არ გადავიხდით“, რეჟისორი ლაშა შეროზია. ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პრემიერები: პროსპერ მერიმეს ნოველის მიხედვით ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კარმენი“, რეჟისორი გია მარღანია; ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით „გონების თამაშები“, რეჟიოსორი დავით ჭახრაკია.

„მარჯანიშვილის თეატრისთვის უმნიშვნელოვანესია ბაზისბანკის მხარდაჭერა. ჩვენი ოთხწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო სპექტაკლი თუ პროექტი განხორციელდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება და ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“.- განაცხადა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი მარგველაშვილმა.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მარჯანიშვილის თეატრთან პარტნიორობას. გასული წარმატებული სეზონების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა ქართული თეატრისთვის. დარწმუნებული ვარ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მომავალ სეზონზეც არაერთ საინტერესო პროექტს იხილავს მარჯანიშვილის თეატრის მაყურებელი“. - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა თეატრებთან. ბანკი გენერალურ სპონსორობას უწევს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრს, თოჯინების თეატრების გაერთიანებას და თოჯინების სახლს. მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურული ღონისძიების განხორციელებას.

R