სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, დასრულდა - რას ითხოვს ოფიციალური მოსკოვი: დეტალები
აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, დასრულდა - რას ითხოვს ოფიციალური მოსკოვი: დეტალები

სა­უ­დის არა­ბეთ­ში, აშშ-სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

“რია ნო­ვოს­ტის“ ცნო­ბით, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ერ-რი­ად­ში ამე­რი­კულ და რუ­სულ მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 12 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ მხა­რე­ე­ბი შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას 25 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა თეთრმა სახ­ლმაც.

რო­გორც Reuters-ს წერს, თეთ­რი სახ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მათ გა­ნუ­ცხა­და რომ მხა­რე­ებს შო­რის პროგ­რე­სი მიღ­წე­უ­ლია და "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი“.

  • themoscowtimes -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცია ცდი­ლობ­და აშშ-სთან გა­ნე­ხი­ლა უკ­რა­ი­ნის ოთხი რე­გი­ო­ნის - დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეს მათი მი­წე­ბია.

"არ არ­სე­ბობს რე­გი­ო­ნე­ბის ჩვენ­გან გა­მი­ჯვნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მთლი­ა­ნი ზა­პო­რო­ჟიე და ხერ­სო­ნი. ან ტრამ­პი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ტო­ვონ - ან გვე­ტყვი­ან: "შე­დით ხან­გრძლივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეთ სამ­ხედ­რო ძალა კონ­ტრო­ლის და­სამ­ყა­რებ­ლად. ეს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტია“, - წერს გა­მო­ცე­მა რუ­სულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

მის­ვე თქმით, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, რუ­სეთს შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის სხვა რე­გი­ო­ნე­ბის, მა­გა­ლი­თად: დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ან სუ­მის “ხელ­ში ჩაგ­დე­ბა“, შემ­დეგ კი მათ ხერ­სონ­სა და ზა­პო­რო­ჟი­ე­ში გაც­ვლას შეს­თა­ვა­ზებს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მოს­კოვს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი და უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი, სერ­გეი ბე­სე­და, ხოლო ვა­შინგტონს თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­რო­სი დი­რექ­ტო­რი, ენ­დრიუ პიკი და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მა­იკლ ენ­ტო­ნი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

მა­ნამ­დე კრემლში გა­ნა­ცხა­დეს, შეხ­ვედ­რის გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა შავი ზღვის ინი­ცი­ა­ტი­ვის, კერ­ძოდ გე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, დასრულდა - რას ითხოვს ოფიციალური მოსკოვი: დეტალები

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელიც 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, დასრულდა - რას ითხოვს ოფიციალური მოსკოვი: დეტალები

საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა.

“რია ნოვოსტის“ ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

გამოცემა წერს, რომ მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ.

  • მოლაპარაკებების შესახებ პოზიცია დააფიქსირა თეთრმა სახლმაც.

როგორც Reuters-ს წერს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა მათ განუცხადა რომ მხარეებს შორის პროგრესი მიღწეულია და "უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პოზიტიური განცხადებები“.

  • themoscowtimes -ის ინფორმაციით, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია ცდილობდა აშშ-სთან განეხილა უკრაინის ოთხი რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიების საკითხი. ოფიციალური მოსკოვის პოზიციის მიხედვით, ეს მათი მიწებია.

"არ არსებობს რეგიონების ჩვენგან გამიჯვნის კონსტიტუციური მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება მთლიანი ზაპოროჟიე და ხერსონი. ან ტრამპი მოახდენს გავლენას, რომ მათ ტერიტორიები დატოვონ - ან გვეტყვიან: "შედით ხანგრძლივ მოლაპარაკებებში და გამოიყენეთ სამხედრო ძალა კონტროლის დასამყარებლად. ეს ჩვენთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია“, - წერს გამოცემა რუსულ წყაროზე დაყრდნობით.

მისვე თქმით, ალტერნატივის სახით, რუსეთს შეუძლია უკრაინის სხვა რეგიონების, მაგალითად: დნეპროპეტროვსკის ან სუმის “ხელში ჩაგდება“, შემდეგ კი მათ ხერსონსა და ზაპოროჟიეში გაცვლას შესთავაზებს.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ.

მანამდე კრემლში განაცხადეს, შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის, კერძოდ გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი იყო.

იხილეთ ასევე: