პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან - რა დეტალებზე წერს მედია
ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან - რა დეტალებზე წერს მედია

Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჯეფ ბე­ზოს­მა და მის­მა სა­ცო­ლემ, ლო­რენ სან­ჩეს­მა ორ­წლი­ა­ნი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც Page Six იტყო­ბი­ნე­ბა, წყვილ­მა უკვე გაგ­ზავ­ნა მო­საწ­ვე­ვე­ბი.

  • მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე­ო­რე უმ­დიდ­რე­სი მა­მა­კა­ცი და ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ლო­რენ სან­ჩე­სი ამ ზა­ფხულს იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ა­ში და­ქორ­წინ­დე­ბი­ან.

61 წლის ბე­ზო­სი და 55 წლის სან­ჩე­სი 2023 წლის მა­ის­ში და­ი­ნიშნ­ნენ. ნიშ­ნო­ბამ­დე 4 წლით ადრე, მი­ლი­არ­დერ­მა მე­უღ­ლე მა­კენ­ზი სკოტ­თან 25-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა. ამა­ვე წელს გას­ცილ­და თა­ვის მე­უღ­ლეს სან­ჩე­სიც.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­რე­ნი და ჯეფი თა­ვი­ანთ 500 მი­ლი­ო­ნი­ან იახ­ტა­ზე ივ­ნის­ში და­ქორ­წინ­დე­ბი­ან.

ნიშ­ნო­ბა­ზე ბე­ზოს­მა ლო­რენს 20-კა­რა­ტი­ა­ნი, 2.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა. წყვილ­მა ნიშ­ნო­ბა მა­ში­ნაც იტა­ლი­ა­ში, სა­კუ­თარ იახ­ტა­ზე აღ­ნიშ­ნა. სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ბილ გე­ით­სი, ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, ტობი მა­გუ­ა­ი­რი, ენ­დრიუ გარ­ფილ­დი, იორ­და­ნი­ის დე­დო­ფა­ლი რა­ნია ალ აბ­დუ­ლა და კრის ჯე­ნე­რი.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ზო­სის კოს­მო­სუ­რი კომ­პა­ნი­ის, Blue Origin-ის ქალ­თა ეკი­პაჟს, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში ამ გა­ზა­ფხულ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა, მი­ლი­არ­დე­რის მო­მა­ვა­ლი პა­ტარ­ძა­ლიც შე­უ­ერ­თდე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­რენ­თან ერ­თად კოს­მოს­ში ოპრა უინფრი, ქე­ი­თი პერი და გეილ კინ­გი გა­ემ­გზავ­რე­ბა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან - რა დეტალებზე წერს მედია

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან - რა დეტალებზე წერს მედია

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა საცოლემ, ლორენ სანჩესმა ორწლიანი ნიშნობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს. როგორც Page Six იტყობინება, წყვილმა უკვე გაგზავნა მოსაწვევები.

  • მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი მამაკაცი და ყოფილი ჟურნალისტი, ლორენ სანჩესი ამ ზაფხულს იტალიაში, ვენეციაში დაქორწინდებიან.

61 წლის ბეზოსი და 55 წლის სანჩესი 2023 წლის მაისში დაინიშნნენ. ნიშნობამდე 4 წლით ადრე, მილიარდერმა მეუღლე მაკენზი სკოტთან 25-წლიანი ქორწინება დაასრულა. ამავე წელს გასცილდა თავის მეუღლეს სანჩესიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ლორენი და ჯეფი თავიანთ 500 მილიონიან იახტაზე ივნისში დაქორწინდებიან.

ნიშნობაზე ბეზოსმა ლორენს 20-კარატიანი, 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ბეჭედი აჩუქა. წყვილმა ნიშნობა მაშინაც იტალიაში, საკუთარ იახტაზე აღნიშნა. სტუმრებს შორის იყვნენ ბილ გეითსი, ლეონარდო დიკაპრიო, ტობი მაგუაირი, ენდრიუ გარფილდი, იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა და კრის ჯენერი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბეზოსის კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის ქალთა ეკიპაჟს, რომელიც კოსმოსში ამ გაზაფხულზე გაემგზავრება, მილიარდერის მომავალი პატარძალიც შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, ლორენთან ერთად კოსმოსში ოპრა უინფრი, ქეითი პერი და გეილ კინგი გაემგზავრება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა