საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა 20 აპრილამდე სურს, კრემლი შეთანხმებას არ ჩქარობს - რას წერს Bloomberg?
აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა 20 აპრილამდე სურს, კრემლი შეთანხმებას არ ჩქარობს - რას წერს Bloomberg?

თეთ­რი სახ­ლი მიზ­ნად ისა­ხავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა 20 აპ­რი­ლამ­დე მოხ­დეს, რო­დე­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნა­ვენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • ამას­თან, წყა­რო­ე­ბის თქმით, თეთ­რი სახ­ლი აღი­ა­რებს, რომ ვა­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ორი მხა­რის პო­ზი­ცი­ებს შო­რის დიდი უფსკრუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

Bloomberg-ი წერს, რომ რუ­სეთ­მა შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა. ეს პო­ზი­ცია კი კი­ევ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა უარ­ყვეს.

Bloomberg-ი ცი­ტი­რებს თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერს, ბრა­ი­ან ჰი­უზს, რომ­ლის თქმი­თაც, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პი­რო­ბე­ბი ან ვა­დე­ბი სა­ჯა­რო არ იქ­ნე­ბა.

„ვმუ­შა­ობთ ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის­თვის. დის­კუ­სი­ის პი­რო­ბე­ბის ან ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში სა­უ­ბა­რი არ გვექ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ბრა­ი­ან ჰი­უ­ზი.

სა­ა­გენ­ტოს წყა­რო­ე­ბის აზ­რით, კრემ­ლი არ და­თან­ხმდე­ბა დო­ნალდ ტრამპსა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის სა­მიტ­ზე, სა­ნამ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, რაც აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.

“აშშ იმე­დოვ­ნებს, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უკ­რა­ი­ნა­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­მა­რი მხა­რე­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ შე­ტე­ვებს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­გეგ­მი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წინ არ­სე­ბობს ნიშ­ნე­ბი, რომ კრემ­ლი არ ჩქა­რობს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას“, - წერს Bloomberg-ი.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-ის დე­ლე­გა­ცია რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ცალ-ცალ­კე შეხ­ვდე­ბა. სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მო­ი­ცავს ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმებ­ზე 30-დღი­ა­ნი ზა­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ. დის­კუ­სი­ებ­ზე ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პო­ტენ­ცი­ურ გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, რათა ის შავ ზღვა­ში გე­მე­ბის მი­მოს­ვლა­ზეც გავ­რცელ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა 20 აპრილამდე სურს, კრემლი შეთანხმებას არ ჩქარობს - რას წერს Bloomberg?

აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა 20 აპრილამდე სურს, კრემლი შეთანხმებას არ ჩქარობს - რას წერს Bloomberg?

თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ამასთან, წყაროების თქმით, თეთრი სახლი აღიარებს, რომ ვადები შეიძლება შეიცვალოს ორი მხარის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულის გათვალისწინებით.

Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა შეთანხმების მისაღწევად მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. ეს პოზიცია კი კიევმა და მისმა მოკავშირეებმა უარყვეს.

Bloomberg-ი ციტირებს თეთრი სახლის პრესსპიკერს, ბრაიან ჰიუზს, რომლის თქმითაც, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ან ვადები საჯარო არ იქნება.

„ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. დისკუსიის პირობების ან ვადების შესახებ მედიაში საუბარი არ გვექნება“, - აცხადებს ბრაიან ჰიუზი.

სააგენტოს წყაროების აზრით, კრემლი არ დათანხმდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტზე, სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რაც აპრილის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა.

“აშშ იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ მეომარი მხარეები განაგრძობენ შეტევებს და უახლოეს დღეებში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ არსებობს ნიშნები, რომ კრემლი არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას“, - წერს Bloomberg-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაცია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდება. საუდის არაბეთის მოლაპარაკებები მოიცავს ტექნიკურ დეტალებს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე 30-დღიანი ზავის განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ. დისკუსიებზე ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ გაფართოებაზე, რათა ის შავ ზღვაში გემების მიმოსვლაზეც გავრცელდეს.