მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს - "ახალგაზრდა სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს..."
28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს - "ახალგაზრდა სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს..."
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

გო­რის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თხმად ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზღუ­დერ­ში მე­ზო­ბელს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წა­რად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ადას­ტუ­რებ­და.

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ერ­თხმად ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. სა­სა­მარ­თლომ მათ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 და 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში 2024 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბერს მოხ­და - 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს - იმ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს".

შსს-მ მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა 1968 და 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ძმე­ბი ემ­ზარ და გუჯა მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა დუ­მი­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­არ­ღვი­ეს.

ერთ-ერთი ძმის ამ­ტკი­ცებ­და, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ 28 წლის ბიჭი თით­ქოს მას აე­დევ­ნა და ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. მისი თქმით, მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი.

“ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი - მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძილს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე... და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც,“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს - "ახალგაზრდა სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს..."

28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს - "ახალგაზრდა სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს..."
  • ფოტოზე: მოკლული ნიკა ღვინიაშვილი

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

"პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უმძიმესი დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს მოხდა - 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს - იმჟამად გავრცელებული ინფორმაციით, "ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს".

შსს-მ მალევე, ცხელ კვალზე დააკავა 1968 და 1959 წელს დაბადებული ძმები ემზარ და გუჯა მედოშვილები.

მკვლელობაში ბრალდებულებმა დუმილი სასამართლოს დარბაზში დაარღვიეს.

ერთ-ერთი ძმის ამტკიცებდა, მას განზრახ მკვლელობა მიზნად არ ჰქონია დასახული. ის ამტკიცებდა, რომ 28 წლის ბიჭი თითქოს მას აედევნა და ამას მოჰყვა დაპირისპირება და მკვლელობა. მისი თქმით, მხარეებს ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი.

“ქირქილით გამომიყვანა მდგომარეობიდან. ვუხსნიდი - მთვრალი ვარ, შემეშვი მეთქი. ერთი ჭიქა ავიღე ოჯახში, ვთქვი, ავდექი და წამოვედი. წამოვედი და უკან მომყვებოდა. აშკარად ვუყურებ და მანძილს ამცირებს. 150 მეტრი გავიარე... დაგეგმილი არ მქონდა, თავისდაუნებურად გავიხსენე შარშანდელი ამბებიც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს დარბაზში.

იხილეთ ასევე: