პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი დროის გმირები: როგორ შეძლეს მოხალისეებმა თვითორგანიზება და რა ხდება თოვლისგან მოწყვეტილ სოფლებში (ფოტო/ვიდეო)
ჩვენი დროის გმირები: როგორ შეძლეს მოხალისეებმა თვითორგანიზება და რა ხდება თოვლისგან  მოწყვეტილ სოფლებში (ფოტო/ვიდეო)

მას შემ­დეგ, რაც დიდ­თოვ­ლო­ბამ გუ­რი­ის, აჭა­რის, ზემო აჭა­რი­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა, სოფ­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თა­რი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წყო.

სწრა­ფად გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ. და­თოვ­ლილ სახ­ლებ­ში მო­ხუ­ცე­ბი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი და რე­გი­ო­ნის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ.

25 თე­ბერ­ვალს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­ჭკათ­ში და­ი­ღუ­პა შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის გა­და­თოვ­ლი­სას გა­და­ვი­და.

  • ძა­ლი­ან მალე მო­სახ­ლე­ო­ბამ თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა შეძ­ლო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­იქ­მნა ჯგუ­ფი “მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გუ­რი­ის­თვის“, სა­დაც ამ დრო­ის­თვის 27 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი.

სპე­ცი­ა­ლურ შე­სავ­სებ ფორ­მა­ში გუ­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა მათ ლო­კა­ცი­ას და მდგო­მა­რე­ო­ბას წერს. მა­გა­ლი­თად, აცა­ნა­ში, აკეთ­ში, ქვე­მო აკეთ­ში, ლე­სა­ში, კო­კათ­ში, მა­მათ­ში და სხვა სოფ­ლებ­ში, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ დი­დია, ოჯა­ხე­ბი საკ­ვებს და პრო­დუქ­ტებს ითხო­ვენ.

guria

  • “ვერ გა­დი­ან კონ­ტაქ­ტზე, მო­ხუ­ცებს და ბავ­შვებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ევა­კუ­ა­ცია“, - წერს მის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მო­ქა­ლა­ქე.
  • “2 თვის ჩვილს ესა­ჭი­რო­ე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი...
  • მო­ზარ­დი ბავ­შვი გვყავს ჩარ­ჩე­ნი­ლი სო­ფელ აკეთ­ში მა­მას­თან და ბი­ძას­თან ერ­თად. 1დღით ავიდ­ნენ და 4 დღეა ჩარ­ჩნენ, ღა­მეს მან­ქა­ნა­ში ათე­ვენ...
  • 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით არის ოჯა­ხი. სახ­ლშიც ვე­ღარ შე­დი­ან, სახ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბაა...
  • არას­რულ­წლო­ვა­ნი სი­ცხი­ა­ნი ბავ­შვე­ბი...
  • ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი,ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლია...“ - წე­რია ჯგუ­ფის მიერ შექ­მნილ შე­სავ­სებ ფორ­მა­ში, სა­დაც ჩარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხე­ბის გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი წე­რია. სია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია...

ამის ფონ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დიდ­თოვ­ლო­ბის და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და­ი­რაზმნენ. რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­დაც სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჯა­რიც ჩა­ერ­თო, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ე­შურ­ნენ “ოფ­რი­უ­დე­რე­ბი“ და მო­ხა­ლი­სე “გმი­რე­ბი“.

დღეს დი­ლი­დან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ ყვე­ლა იმ კრი­ტი­კულ ობი­ექ­ტზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

00:00 / 00:00

  • მო­ხა­ლი­სე­ებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა გუ­შინ -25 თე­ბერ­ვალს და­ი­წყეს. მათ საქ­მი­ა­ნო­ბას ისი­ნი ჯგუფ­ში აჯა­მე­ბენ:

მო­ხა­ლი­სე ბა­კურ ხუ­ბუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც და­სახ­მა­რებ­ლად ზემო ნა­ტა­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ვი­დეო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს მისი თქმით ად­გილ­ზე მის­ვლი­სას სა­ჭი­როა იმა­ზე მეტი პრო­დუქ­ტი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, ვიდ­რე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია.

“დიდი ნა­წი­ლის გავ­ლა მოგ­ვი­წია ფე­ხით, ამი­ტომ ამის­თვი­საც მზად იყა­ვით. ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ ერთ მი­სა­მარ­თზე წას­ვლი­სას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თეთ,“ - აცხა­დებს ბა­კურ ხუ­ბუ­ლა­ვა.

00:00 / 00:00

  • მო­ხა­ლი­სე ლადო მენ­თე­შაშ­ვი­ლი 26 თე­ბერ­ვლის დი­ლის 11:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:

“ბავ­შვის საკ­ვე­ბი და წამ­ლე­ბი მი­ტა­ნი­ლია აკეთ­ში, ოჯახ­ში. ასე­ვე მა­ღა­ზი­ა­ში რომ საკ­ვე­ბი იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი, მა­გათ­თვის ეგეც მი­ა­წო­დეს. მა­მათ­ში წას­ვლა გა­და­ი­დო რად­გან ტრაქ­ტო­რე­ბი და თავ­დაც­ვა ადის იქ და დღეს გახ­სნი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით,“ - წერს ლადო მენ­თე­შაშ­ვი­ლი.

“მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ლან­ჩხუთ­ში ჩა­ვე­დით ორი მან­ქა­ნით, რა­ღა­ცე­ბი დავ­ტო­ვეთ და ად­გილ­ზე გვი­თხრეს რომ ოზურ­გეთს უფრო სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ოზურ­გე­თის შტა­ბის სა­კონ­ტაქ­ტო თუ არ­სე­ბობს, რამ­დე­ნი­მე მი­სა­მარ­თზე ვა­პი­რებთ გას­ვლას, რაც ლან­ჩხუ­თის შტაბ­ში მოგ­ვცეს და ოზურ­გეთ­თა­ნაც რომ გვქონ­დეს კავ­ში­რი. გვაქვს პრო­დუქ­ტე­ბი, წამ­ლე­ბი და გვყავს ცო­ცხა­ლი ძა­ლაც,“ - წერს ბა­კურ ხუ­ბუ­ლა­ვა.

  • მო­ხა­ლი­სე­ებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს სო­ფელ ნი­ნოშ­ვილ­ში მცხოვ­რე­ბი მამა და­ვი­თიც.

mama_daviti
მამა და­ვი­თი მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად

“მამა და­ვი­თი სამ­შვი­დო­ბო­ზეა. სო­ფე­ლი ნი­ნოშ­ვი­ლი. აქე­დან მივ­დი­ვართ ბავ­შვებ­თან მიგ­ვაქვს საჭ­მე­ლი და წამ­ლე­ბი“, - წერს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე.

გუ­შინ, სა­ღა­მოს ასე­ვე გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს რომ მო­ხა­ლი­სე “ოფ­რო­უ­დე­რებ­მა“ დიდ გა­ბა­რი­ტე­ბი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში საკ­ვე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­ი­ღეს.

00:00 / 00:00

“პირ­ვე­ლი ღა­მის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. ვი­ყა­ვით შემ­დეგ ლო­კა­ცი­ებ­ზე:

guria
მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გუ­რი­ა­ში

სო­ფე­ლი ნიგვზი­ა­ნი - სოსო აფხა­ზა­ვას ოჯა­ხი.

ჯუ­რუყ­ვე­თი - კახა მარ­გა­ლი­ტა­ძის ოჯა­ხი

აგა­რა­კი - შინ­დი­სის გმი­რის, ემ­ზარ წი­ლო­სა­ნის ოჯა­ხი. აღ­ნიშ­ნულ ოჯა­ხებს და­ვუ­ტო­ვეთ საკ­ვე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, წყა­ლი. პლუს ბავ­შვთა საკ­ვე­ბი 0-1 წელი და საკ­ვე­ბის ნა­წი­ლი დავ­ტო­ვეთ ლან­ჩხუთ­ში, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში სა­დაც ოქრო ხალ­ხია შეკ­რე­ბი­ლი.

ვბრუნ­დე­ბით ჯუ­რუყ­ვეთ­ში, ერთ-ერთ ოჯახ­ში საკ­ვე­ბის პრობ­ლე­მაა. იქი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ შრო­მის­კენ და­ვიძ­ვრე­ბით.

ერთ მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩავ­რჩით თოვლში და მოგ­ვი­წია თხრა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. ძალა ერ­თო­ბა­შია!“ - წერს მო­ხა­ლი­სე გი­ორ­გი წე­რო­ძე.

  • მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ქუ­თა­ი­სი­და­ნაც და­იძ­რნენ...

“ქუ­თა­ი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ვართ ჩო­ხა­ტა­ურ­ში", - წერს ჯგუფ­ში ვა­ლე­რი ვა­შა­კი­ძე, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რამ­დე­ნი­მე ოჯახ­თან სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის მი­ტა­ნა უკვე შეძ­ლეს.

guria

  • მო­ხა­ლი­სე ზუკა ოძე­ლაშ­ვი­ლი კი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში თოვლმავ­ლით გა­ემ­გზავ­რა.

“3-4 სა­ათ­ში ვიქ­ნე­ბით გუ­რი­ა­ში თოვლმავ­ლით და ამ ყველ­გან­მავ­ლით, ვი­საც დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ, მოგ­ვე­ცით კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, გიშ­ვე­ლით,“ - წერს ის.

  • ქუ­თა­ი­სი­დან გუ­რი­ის სოფ­ლებ­ში გა­ემ­გზავ­რა მო­ხა­ლი­სე­თა ნა­წი­ლი.

00:00 / 00:00

“დღის ბო­ლოს შე­ვა­ჯა­მებთ და მოგ­წერთ. ახლა ნა­ტა­ნებ­ში მივ­დი­ვართ მცი­რე­წლო­ვანს უნდა ავუ­ტა­ნოთ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცია“, - და­წე­რა მო­ხა­ლი­სე ნიკა ქუ­ხი­ლა­ვამ.

  • მო­ხა­ლი­სე ზუ­რაბ ფარ­ჯი­ა­ნი იმ რე­ა­ლო­ბას აღ­წერს, რაც სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ჩარ­ჩე­ნილ ოჯა­ხებ­ში დახ­ვდათ.

ზუ­რაბ ფარ­ჯი­ა­ნი

“დენი არ აქვთ, 2-3 დღის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ საკ­ვებ­ზეც აღარ არის ლა­პა­რა­კი, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყი­ნონ, სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა.

იან­გა­რი­შეთ მეტი პრო­დუქ­ტი და წა­მა­ლი. მი­დი­ხარ ერთ ოჯახ­ში და გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კი­დევ ხუთს უჭირს.

ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ვი­ა­რეთ მხო­ლოდ ზემო და ქვე­მო ნა­ტა­ნე­ბი. აქ კი­დევ უნდა ამო­ვი­დეს პრო­დუქ­ტი და წა­მა­ლი.

დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ - გი­ორ­გი შუ­კა­კი­ძეს (5 შვი­ლი ჰყავს, ასე გვი­თხრეს. სი­ა­ში არ იყო);

და­ვით ლეჟა­ვა და დე­და­მი­სი - 5 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, ჰყავთ ჩვი­ლი ბავ­შვი;

შალ­ვა ნა­კა­ი­ძე - ჰყავს შშმ პირი შვი­ლი; 4 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი;

ნინა ბოლ­ქვა­ძე - ახლა მიჰ­ყავთ ოზურ­გეთ­ში ცო­ფის აც­რა­ზე; მე­ო­რე მან­ქა­ნით.

ასე­ვე მო­ხუ­ცი შვი­ლი - ხო­მე­რი­კე­ბი თუ არ ვცდე­ბი. მამა უსი­ნათ­ლო იყო.

ჩვე­ნი მძღო­ლია გაგი, კას­პი­დან.

კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მხრივ მად­ლო­ბა ლან­ჩხუ­თის და ოზურ­გე­თის მო­ხა­ლი­სე­თა შტა­ბებს,“ - წერს ფარ­ჯი­ა­ნი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

ჩვენი დროის გმირები: როგორ შეძლეს მოხალისეებმა თვითორგანიზება და რა ხდება თოვლისგან მოწყვეტილ სოფლებში (ფოტო/ვიდეო)

ჩვენი დროის გმირები: როგორ შეძლეს მოხალისეებმა თვითორგანიზება და რა ხდება თოვლისგან  მოწყვეტილ სოფლებში (ფოტო/ვიდეო)

მას შემდეგ, რაც დიდთოვლობამ გურიის, აჭარის, ზემო აჭარისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონში პრობლემები შექმნა, სოფლებში ჩარჩენილმა მოსახლეობამ საკუთარი გასაჭირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელში დაიწყო.

სწრაფად გავრცელდა ცნობები ოჯახების შესახებ. დათოვლილ სახლებში მოხუცები, მცირეწლოვანი ბავშვები და რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა უმწეო მდგომარეობაში იყვნენ.

25 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დაიღუპა შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად, სახლის სახურავის გადათოვლისას გადავიდა.

  • ძალიან მალე მოსახლეობამ თვითორგანიზება შეძლო და სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის“, სადაც ამ დროისთვის 27 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

სპეციალურ შესავსებ ფორმაში გურიის მოსახლეობა მათ ლოკაციას და მდგომარეობას წერს. მაგალითად, აცანაში, აკეთში, ქვემო აკეთში, ლესაში, კოკათში, მამათში და სხვა სოფლებში, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, ოჯახები საკვებს და პროდუქტებს ითხოვენ.

guria

  • “ვერ გადიან კონტაქტზე, მოხუცებს და ბავშვებს ესაჭიროებათ ევაკუაცია“, - წერს მის ოჯახის წევრებზე მოქალაქე.
  • “2 თვის ჩვილს ესაჭიროება ხელოვნური საკვები...
  • მოზარდი ბავშვი გვყავს ჩარჩენილი სოფელ აკეთში მამასთან და ბიძასთან ერთად. 1დღით ავიდნენ და 4 დღეა ჩარჩნენ, ღამეს მანქანაში ათევენ...
  • 2 მცირეწლოვანი ბავშვით არის ოჯახი. სახლშიც ვეღარ შედიან, სახლის ჩამონგრევის საშიშროებაა...
  • არასრულწლოვანი სიცხიანი ბავშვები...
  • ვერ ვუკავშირდები,ტელეფონი გათიშულია...“ - წერია ჯგუფის მიერ შექმნილ შესავსებ ფორმაში, სადაც ჩარჩენილი ოჯახების გასაჭირის შესახებ დეტალები წერია. სია საკმაოდ ვრცელია...

ამის ფონზე მოქალაქეები დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენებისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დაირაზმნენ. რეგიონული ხელისუფლების პარალელურად, სადაც სამაშველო ოპერაციებში ჯარიც ჩაერთო, დაზარალებულების დასახმარებლად გაეშურნენ “ოფრიუდერები“ და მოხალისე “გმირები“.

დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს.

  • მოხალისეებმა მოსახლეობის დახმარება გუშინ -25 თებერვალს დაიწყეს. მათ საქმიანობას ისინი ჯგუფში აჯამებენ:

მოხალისე ბაკურ ხუბულავა, რომელიც დასახმარებლად ზემო ნატანებში იმყოფება, ვიდეო მიმართვას ავრცელებს მისი თქმით ადგილზე მისვლისას საჭიროა იმაზე მეტი პროდუქტი და საჭირო ნივთები, ვიდრე ვრცელდება ინფორმაცია.

“დიდი ნაწილის გავლა მოგვიწია ფეხით, ამიტომ ამისთვისაც მზად იყავით. ბევრი ინფორმაცია არ არის გავრცელებული, ამიტომ ერთ მისამართზე წასვლისას, მაქსიმალურად დაიტვირთეთ,“ - აცხადებს ბაკურ ხუბულავა.

  • მოხალისე ლადო მენთეშაშვილი 26 თებერვლის დილის 11:00 საათის მონაცემებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:

“ბავშვის საკვები და წამლები მიტანილია აკეთში, ოჯახში. ასევე მაღაზიაში რომ საკვები იყო დატოვებული, მაგათთვის ეგეც მიაწოდეს. მამათში წასვლა გადაიდო რადგან ტრაქტორები და თავდაცვა ადის იქ და დღეს გახსნიან დიდი ალბათობით,“ - წერს ლადო მენთეშაშვილი.

“მოხალისეები ლანჩხუთში ჩავედით ორი მანქანით, რაღაცები დავტოვეთ და ადგილზე გვითხრეს რომ ოზურგეთს უფრო სჭირდება დახმარება. ოზურგეთის შტაბის საკონტაქტო თუ არსებობს, რამდენიმე მისამართზე ვაპირებთ გასვლას, რაც ლანჩხუთის შტაბში მოგვცეს და ოზურგეთთანაც რომ გვქონდეს კავშირი. გვაქვს პროდუქტები, წამლები და გვყავს ცოცხალი ძალაც,“ - წერს ბაკურ ხუბულავა.

  • მოხალისეებმა მოინახულეს სოფელ ნინოშვილში მცხოვრები მამა დავითიც.

mama_daviti
მამა დავითი მოხალისეებთან ერთად

“მამა დავითი სამშვიდობოზეა. სოფელი ნინოშვილი. აქედან მივდივართ ბავშვებთან მიგვაქვს საჭმელი და წამლები“, - წერს გიორგი გახელაძე.

გუშინ, საღამოს ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს რომ მოხალისე “ოფროუდერებმა“ დიდ გაბარიტებიანი ავტომობილებით, სტიქიის ზონაში საკვები და სხვა საჭირო ნივთები, მედიკამენტები წაიღეს.

“პირველი ღამის პირველი ნახევარი. ვიყავით შემდეგ ლოკაციებზე:

guria
მოხალისეები გურიაში

სოფელი ნიგვზიანი - სოსო აფხაზავას ოჯახი.

ჯურუყვეთი - კახა მარგალიტაძის ოჯახი

აგარაკი - შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის ოჯახი. აღნიშნულ ოჯახებს დავუტოვეთ საკვები, მედიკამენტები, წყალი. პლუს ბავშვთა საკვები 0-1 წელი და საკვების ნაწილი დავტოვეთ ლანჩხუთში, საკოორდინაციო შტაბში სადაც ოქრო ხალხია შეკრებილი.

ვბრუნდებით ჯურუყვეთში, ერთ-ერთ ოჯახში საკვების პრობლემაა. იქიდან სავარაუდოდ შრომისკენ დავიძვრებით.

ერთ მონაკვეთზე ჩავრჩით თოვლში და მოგვიწია თხრა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ვაგრძელებთ მუშაობას. ძალა ერთობაშია!“ - წერს მოხალისე გიორგი წეროძე.

  • მოხალისეები ქუთაისიდანაც დაიძრნენ...

“ქუთაისიდან ჩამოსულები ვართ ჩოხატაურში", - წერს ჯგუფში ვალერი ვაშაკიძე, რომლის ცნობითაც, რამდენიმე ოჯახთან საჭირო ნივთების მიტანა უკვე შეძლეს.

guria

  • მოხალისე ზუკა ოძელაშვილი კი სტიქიის ზონაში თოვლმავლით გაემგზავრა.

“3-4 საათში ვიქნებით გურიაში თოვლმავლით და ამ ყველგანმავლით, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოგვეცით კოორდინატები, გიშველით,“ - წერს ის.

  • ქუთაისიდან გურიის სოფლებში გაემგზავრა მოხალისეთა ნაწილი.

“დღის ბოლოს შევაჯამებთ და მოგწერთ. ახლა ნატანებში მივდივართ მცირეწლოვანს უნდა ავუტანოთ საკვები პროდუქცია“, - დაწერა მოხალისე ნიკა ქუხილავამ.

  • მოხალისე ზურაბ ფარჯიანი იმ რეალობას აღწერს, რაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ოჯახებში დახვდათ.

ზურაბ ფარჯიანი

“დენი არ აქვთ, 2-3 დღის საკვები, მაგრამ საკვებზეც აღარ არის ლაპარაკი, შეიძლება გაიყინონ, სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.

იანგარიშეთ მეტი პროდუქტი და წამალი. მიდიხარ ერთ ოჯახში და გეუბნებიან, რომ კიდევ ხუთს უჭირს.

ჯერჯერობით მოვიარეთ მხოლოდ ზემო და ქვემო ნატანები. აქ კიდევ უნდა ამოვიდეს პროდუქტი და წამალი.

დახმარება გაეწიათ - გიორგი შუკაკიძეს (5 შვილი ჰყავს, ასე გვითხრეს. სიაში არ იყო);

დავით ლეჟავა და დედამისი - 5 სულიანი ოჯახი, ჰყავთ ჩვილი ბავშვი;

შალვა ნაკაიძე - ჰყავს შშმ პირი შვილი; 4 სულიანი ოჯახი;

ნინა ბოლქვაძე - ახლა მიჰყავთ ოზურგეთში ცოფის აცრაზე; მეორე მანქანით.

ასევე მოხუცი შვილი - ხომერიკები თუ არ ვცდები. მამა უსინათლო იყო.

ჩვენი მძღოლია გაგი, კასპიდან.

კოორდინაციის მხრივ მადლობა ლანჩხუთის და ოზურგეთის მოხალისეთა შტაბებს,“ - წერს ფარჯიანი.

იხილეთ ასევე: