მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით კი­დევ ერთი, ამ­ჯე­რად 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ახალ ბრალ­ზე, რო­მე­ლიც "მტკვა­რი ჰე­სის" საქ­მეს ეხე­ბა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს "მტკვა­რი ჰე­სის" საქ­მე­ზე ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 2201-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბა­ჩი­აშ­ვილს ედა­ვე­ბი­ან, რომ მშე­ნებ­ლო­ბი­სას მან არა­ჯე­როვ­ნად შე­ას­რუ­ლა მის­და­მი და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა და არც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, არ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის თუ საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, რაც ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბო­და. ეს არ არის ერ­თა­დერ­თი საქ­მე, სა­დაც ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა. გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ამ საქ­მე­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით კიდევ ერთი, ამჯერად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ბაჩიაშვილის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალზე, რომელიც "მტკვარი ჰესის" საქმეს ეხება, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც ბაჩიაშვილი ბრალდებულია. მას ასევე ედავებიან, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.