საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ლიდერობს
ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ლიდერობს

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, გერ­მა­ნი­ა­ში ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ფრიდ­რიხ მერ­ცის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი „ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი“ (CDU) ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია „ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის“, ხოლო ოლაფ შოლ­ცის „გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ პარ­ტია მე­სა­მე ად­გილ­ზეა.

გერ­მა­ნი­ის ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი ლი­დე­რობს 29%-ით, ხოლო პარ­ტი­ამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის - 19,5% მი­ი­ღო.

ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად, შე­დე­გე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბა:

  1. ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტე­ბი (CDU-CSU) - 29%

  2. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის (AFD) - 19,5%

  3. სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია (SPD) - 16%

  4. მწვა­ნე­ე­ბი - 13.5%

  5. მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბი - 8.5%

ცნო­ბი­ლია კი­დევ ერთი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი:

„ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი“ (CDU) - 28.5%;

ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე „ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის“ (AFD) - 20%;

„გერ­მა­ნი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“ პარ­ტია (SPD) - 16.5%;

„მწვა­ნე­ე­ბი“ - 12%;

„Die Linke“ - 9%;

FDP - 5%;

BSW - 5%;

შე­გახ­სე­ნებთ, გერ­მა­ნი­ა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა, რაც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ოლაფ შოლ­ცის 3-პარ­ტი­ა­ნი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცია და­ი­შა­ლა.

არ­ჩევ­ნებ­ში მთა­ვა­რი კან­დი­და­ტე­ბი იყ­ვნენ მოქ­მე­დი კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან და ფრიდ­რიხ მერ­ცი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის, მათ 2025 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უმაღ­ლე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია.

გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­მა 16 დე­კემ­ბერს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და კან­ცლერ ოლაფ შოლ­ცის მთავ­რო­ბას, რის შემ­დე­გაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

მთავ­რო­ბა­ში კრი­ზი­სი 6 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც კან­ცლერ­მა შოლცმა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ქრის­ტი­ან ლინ­დნე­რი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა. ამის შემ­დეგ მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცია, რო­მე­ლიც "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის­გან" (SPD), "მწვა­ნე­ე­ბი­სა" (GRÜNE) და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან" (FDP) შედ­გე­ბო­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­შა­ლა.

ავტორი:

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს 29%-ით, ხოლო პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის - 19,5% მიიღო.

ეგზიტპოლის თანახმად, შედეგები ასე ნაწილდება:

  1. ქრისტიან დემოკრატები (CDU-CSU) - 29%

  2. ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) - 19,5%

  3. სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 16%

  4. მწვანეები - 13.5%

  5. მემარცხენეები - 8.5%

ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:

„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 28.5%;

ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) - 20%;

„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) - 16.5%;

„მწვანეები“ - 12%;

„Die Linke“ - 9%;

FDP - 5%;

BSW - 5%;

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

არჩევნებში მთავარი კანდიდატები იყვნენ მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან.

რაც შეეხება ეგზიტპოლის მიხედვით მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, მათ 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმაღლესი შედეგი მიიღეს - პარტიის მხარდაჭერის მაჩვენებელი 2021 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

გერმანიის ბუნდესტაგმა 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობაში კრიზისი 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც კანცლერმა შოლცმა ფინანსთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქრისტიან ლინდნერი, თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია, რომელიც "სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან" (SPD), "მწვანეებისა" (GRÜNE) და "თავისუფალი დემოკრატებისგან" (FDP) შედგებოდა, ოფიციალურად დაიშალა.