პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი აის­ბერ­გი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც A23a, დაშ­ლას იწყებს. იგი 30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უე­დე­ლის ზღვის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა, 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ან­ტარ­ქტი­და­ში ზამ­თა­რი იყო, აის­ბერ­გმა ყი­ნუ­ლის კი­დე­ე­ბის­კენ აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო.

  • აის­ბერ­გი იწო­ნის და­ახ­ლო­ე­ბით ერთ ტრი­ლი­ონ ტო­ნას - 100 მი­ლი­ონ­ჯერ უფრო მძი­მე ვიდ­რე ეი­ფე­ლის კოშ­კი და მოძ­რა­ობს დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლის სიჩ­ქა­რით.

4 000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბი­სა და და­ახ­ლო­ე­ბით 400 მეტ­რის სის­ქის, ქა­ლა­ქის ზო­მის აის­ბერ­გი A23a 1986 წლის აგ­ვის­ტო­ში გაჩ­ნდა. ეს მა­შინ, რო­დე­საც ან­ტარ­ქტი­დის სა­ნა­პი­რო ზოლს გა­მო­ე­ყო. მცუ­რა­ვი ყი­ნუ­ლის უზარ­მა­ზა­რი ნა­ჭე­რი მა­ლე­ვე მე­ჩეჩს (ფსკე­რის მცი­რე­სიღ­რმი­ა­ნი უბა­ნი, რო­მე­ლიც ნა­პი­რის­გან გა­მო­ყო­ფი­ლია ღრმა წყლით) წა­მო­ე­დო და უე­დე­ლის ზღვა­ში დარ­ჩა.

  • ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ აის­ბერ­გი, შე­საძ­ლოა, კვლავ წა­მო­ე­დოს მე­ჩეჩს კუნ­ძულ სამ­ხრეთ ჯორ­ჯი­ას­თან, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის ან­ტარ­ქტი­დის ვე­ლურ ბუ­ნე­ბას. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ნად­რობს მი­ლი­ო­ნო­ბით ზღვის ლომი, პინგვი­ნი, მრა­ვალ­ნა­ი­რი ზღვის ფრინ­ვე­ლი. მათ შე­საძ­ლოა საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ.

თუ ის კი­დევ უფრო და­იშ­ლე­ბა, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ საფრ­თხეს შე­უქ­მნის ვე­ლურ ბუ­ნე­ბას, რად­გან ცხო­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ მა­ნევ­რი­რე­ბა მცი­რე ნა­წი­ლებს შო­რის.

დოქ­ტო­რი ენ­დრიუ მე­ი­ჯერ­სი, BAS-ის ოკე­ა­ნოგ­რა­ფი ამ­ბობს: "ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რომ ნა­ხოთ ის კვლავ მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­ჭედ­ვის შემ­დეგ. ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, გა­ივ­ლის თუ არა ის იმა­ვე მარ­შრუტს, რო­მე­ლიც გა­ი­ა­რეს სხვა დიდ­მა აის­ბერ­გებ­მა, რომ­ლე­ბიც ან­ტარ­ქტი­დას ჩა­მო­შორ­დნენ".

უე­დე­ლის ზღვის აის­ბერ­გე­ბის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ A23a ან­ტარ­ქტი­დის ცირ­პო­ლა­რუ­ლი დი­ნე­ბას­თან ერ­თად გა­და­ი­ნაც­ვლებს და სა­ბო­ლო­ოდ სამ­ხრეთ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა აის­ბერ­გი, ის დად­ნე­ბა.

წყა­რო

ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი დაშლას იწყებს - რას ამბობენ სპეციალისტები

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც ცნობილია როგორც A23a, დაშლას იწყებს. იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უედელის ზღვის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებოდა. თუმცა, 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანტარქტიდაში ზამთარი იყო, აისბერგმა ყინულის კიდეებისკენ აქტიური მოძრაობა დაიწყო.

  • აისბერგი იწონის დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას - 100 მილიონჯერ უფრო მძიმე ვიდრე ეიფელის კოშკი და მოძრაობს დღეში დაახლოებით 30 მილის სიჩქარით.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს (ფსკერის მცირესიღრმიანი უბანი, რომელიც ნაპირისგან გამოყოფილია ღრმა წყლით) წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

  • ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუ ის კიდევ უფრო დაიშლება, გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის ველურ ბუნებას, რადგან ცხოველებს შეუძლიათ მანევრირება მცირე ნაწილებს შორის.

დოქტორი ენდრიუ მეიჯერსი, BAS-ის ოკეანოგრაფი ამბობს: "ამაღელვებელია, რომ ნახოთ ის კვლავ მოძრაობაში, გაჭედვის შემდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, გაივლის თუ არა ის იმავე მარშრუტს, რომელიც გაიარეს სხვა დიდმა აისბერგებმა, რომლებიც ანტარქტიდას ჩამოშორდნენ".

უედელის ზღვის აისბერგების უმეტესობის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება. საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა აისბერგი, ის დადნება.

წყარო