პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს
ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს
  • ფო­ტოგ­რა­ფი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

"ლილო მოლ­ში“ გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ვაჭ­რე­ე­ბი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

  • რო­გორც ისი­ნი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” აცხა­დე­ბენ, ცე­ცხლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ნაძ­ვის ხე­ე­ბი­სა და ტან­საც­მლის სა­წყო­ბე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის ტე­რი­ტო­რია ყვე­ლამ დრო­უ­ლად და­ტო­ვა და და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არაა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი, თუმ­ცა, ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” ხან­ძრის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ცე­ცხლის გა­ჩე­ნის დროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­დუ­ღე­ბის აპა­რატს იყე­ნებ­დნენ.

ცე­ცხლი, ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2 სა­ათ­ზე მეტი ხნის წინ გაჩ­ნდა.

ად­გილ­ზე ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში 120-ზე მეტი მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი და 22 ავ­ტო­ცის­ტერ­ნაა ჩარ­თუ­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, დამ­წვა­რია, რო­გორც სა­სა­წყო­ბო ფარ­თი, ასე­ვე მა­ღა­ზი­ე­ბი.

"ამ დრო­ის­თვის „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია დამ­წვა­რი - რო­გორც სა­სა­წყო­ბო ფარ­თი, ასე­ვე მა­ღა­ზი­ე­ბი. 120-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, 22 სა­ხან­ძრო ავტო ცის­ტერ­ნა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და სა­ბედ­ნი­ე­როდ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ცე­ცხლი 5 ათას კვად­რა­ტულ მეტრზეა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი "ლილო მო­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­ზე

ავტორი:

ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს

ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს
  • ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

"ლილო მოლში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ.

  • როგორც ისინი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც ძირითადად ნაძვის ხეებისა და ტანსაცმლის საწყობები იყო განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ტერიტორია ყველამ დროულად დატოვა და დაშავებული არავინაა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრე “ინტერპრესნიუსთან” ხანძრის მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენის დროს ტერიტორიაზე შედუღების აპარატს იყენებდნენ.

ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 2 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.

ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 22 ავტოცისტერნაა ჩართული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

"ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი "ლილო მოლის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარზე