პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიადან"
10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიადან"

დათა თუ­თაშ­ხია ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ყვე­ლა­ზე გან­თქმუ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1973-1975 წლებ­ში შე­იქ­მნა. მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სი­უ­ჟე­ტი აგე­ბუ­ლია მწვა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე, ავ­ტო­რი ეხე­ბა მრა­ვალ ეთი­კურ პრობ­ლე­მას. ზო­გა­დად, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხალ, რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს ედა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი­თა და ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბით, ერ­თგვა­რად ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, კა­ნონ­გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გზას და­ად­გეს, აბ­რა­გი ხდე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ახერ­ხებს, მე­ფის ჟან­დარ­მე­რი­ას და­ე­მა­ლოს. მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი მუშ­ნი ზა­რან­დია კი კა­ნო­ნის სამ­სა­ხურ­ში დგო­მას გა­და­წყვეტს და ჟან­დარ­მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი გახ­დე­ბა. რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბა სწო­რედ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­შე­მო გან­ვი­თარ­დე­ბა.

გთა­ვა­ზობთ 10 ფრა­ზას რო­მან „დათა თუ­თაშ­ხი­ა­დან“, რო­მე­ლიც ბევ­რი ჩვენ­გა­ნის სა­მა­გი­დო წიგ­ნად იქცა:

  1. უნი­ჭო­ბა­ზე სა­ში­ში ნი­ჭი­ე­რე­ბაა, როცა მას მა­ღა­ლი ზნე­ო­ბა და ღმრთის მო­ში­შო­ბა არ ახ­ლავს თან. ნი­ჭი­ე­რი კა­ცის ყვე­ლა საქ­ცი­ე­ლი გა­დამ­დე­ბია, მა­გა­ლი­თის ძალა აქვს;
  2. ცოდ­ნა არაა თუ რწმე­ნამ­დე არ მი­ვი­და ის.
  3. კაცი შიშ­სა და მოკ­რძა­ლე­ბას რომ და­კარ­გავს მა­შინ გა­უ­ბე­დურ­დე­ბა სწო­რედ.
  4. ღირ­სე­ბა ერთი მო­ნა­ცე­მია, მათი სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი - მე­ო­რე.
  5. არა­ფე­რი პა­ტი­ვის­ცე­მა და კე­თი­ლი საქ­მე არაა, გა­ჭირ­ვე­ბულს შენი ლუკ­მა რომ გა­უ­ტე­ხო; კა­ცის მო­ვა­ლე­ო­ბაა ეგ. ეს თუ გე­ცო­დი­ნე­ბა, აღარც და­აყ­ვედ­რებ მა­შინ, - ეს და ეს პა­ტი­ვი გე­ციო, და სინ­დი­სიც სუფ­თა გექ­ნე­ბა.
  6. ქო­ნე­ბა შე­ნით ნა­შოვ­ნი უნდა. ნა­ჩუ­ქა­რი უყუ­ა­თოა, არ გა­გი­ჩერ­დე­ბა კაცს.
  7. პო­ლი­ტი­კა ისე­თი რა­მეა, უბ­რა­ლო­ზე არ უნდა ჩაჯ­დე კაცი. შენ თუ ჩა­ჯე­ქი და კა­ტორ­ღა­ში ბორ­კი­ლი ათ­რო­კი­ა­ლე, იდე­ის­თვის ობი­ვა­ტელ­მა იბ­რძო­ლოს, თუ?
  8. სიყ­ვა­რუ­ლი რაა, თუ იცით? რაა და, რა­საც მეტ შრო­მას და­ა­ხარ­ჯავ და მეტს იზ­რუ­ნებ და უა­მა­გებ, ის უფრო მე­ტად გეყ­ვა­რე­ბა.
  9. ყვე­ლა კაცი ისე ცხოვ­რობს და ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც თვი­თონ მოს­წონს, და სხვა კაცი მის საქ­მე­ში არ უნდა ჩა­ე­რი­ოს, არ უნდა შე­უ­შა­ლოს ხელი. შენ ადა­მი­ა­ნი შეც­დე­ბა და გა­კად­რებს რა­ღა­ცას. არ უნდა მო­გი­ვი­დეს გული, თვა­რა, მან რომ თა­ვი­სი შეც­დო­მით ჩა­ი­დი­ნა, იმ შეც­დო­მა­ზე უა­რესს ჩა­გა­დე­ნი­ნებს წყე­ნა და გაბ­რა­ზე­ბა.

2024 წლის და­სას­რულს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა სე­რია, რო­მე­ლიც კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას აერ­თი­ა­ნებს. 5-ტო­მე­ულ­ში შე­სუ­ლია XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი რო­მა­ნი - „დათა თუ­თაშ­ხია“, რო­მე­ლიც სე­რი­ის პირ­ველ ტო­მად გა­მო­ი­ცა. სე­რი­ა­ში ასე­ვე შე­სუ­ლია რო­მა­ნე­ბი: „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე“ და „გორა მბორ­გა­ლი“; „ფრაგ­მენ­ტე­ბი“ - ამო­ნა­რი­დე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან და სა­ჯა­რო მი­მარ­თვე­ბი­დან.

„დათა თუ­თაშ­ხი­ას“ გა­მო­ცე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მას­ში რე­ვაზ თარ­ხან­მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­ე­ბია შე­სუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კლა­სი­კოს მწე­რალს უსახ­სოვ­რა, აქამ­დე სხვა გა­მო­ცე­მებ­ში არ გვხვდე­ბა.

წიგ­ნებს თან დარ­თუ­ლი აქვს QR კოდი, რომ­ლი­თაც მკი­თხველს შე­ეძ­ლე­ბა ნა­ხოს ფილ­მი „ჭა­ბუ­ას პერ­სო­ნა­ჟე­ბი“. ფილ­მი მწერ­ლის შვი­ლის, ქუც­ნა ამი­რე­ჯი­ბის ავ­ტო­რო­ბით არის შექ­მნი­ლი. ასე­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ჰუ­დე­ბი, ყა­ბა­ლა­ხე­ბი და მა­ი­სუ­რე­ბი რომ­ლე­ბიც ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ფრა­ზე­ბით არის დაბ­რენ­დი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ყა­ბა­ლახ­ზე კი მხატ­ვა­რი რე­ვაზ თარ­ხან მო­უ­რა­ვის ილუსტრა­ცი­აა და­ტა­ნი­ლი.

R

ავტორი:

10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიადან"

10 უკვდავი ფრაზა ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიადან"

დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე, ავტორი ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

წიგნის მთავარი გმირი დათა თუთაშხია, რომელიც იძულებული ხდება, კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს, მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია კი კანონის სამსახურში დგომას გადაწყვეტს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი გახდება. რომანში მოქმედება სწორედ მათი ურთიერთობის გარშემო განვითარდება.

გთავაზობთ 10 ფრაზას რომან „დათა თუთაშხიადან“, რომელიც ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნად იქცა:

  1. უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს;
  2. ცოდნა არაა თუ რწმენამდე არ მივიდა ის.
  3. კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ.
  4. ღირსება ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე.
  5. არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო; კაცის მოვალეობაა ეგ. ეს თუ გეცოდინება, აღარც დააყვედრებ მაშინ, - ეს და ეს პატივი გეციო, და სინდისიც სუფთა გექნება.
  6. ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს.
  7. პოლიტიკა ისეთი რამეა, უბრალოზე არ უნდა ჩაჯდე კაცი. შენ თუ ჩაჯექი და კატორღაში ბორკილი ათროკიალე, იდეისთვის ობივატელმა იბრძოლოს, თუ?
  8. სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება.
  9. ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.

2024 წლის დასასრულს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შემოგვთავაზა სერია, რომელიც კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებას აერთიანებს. 5-ტომეულში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, რომელიც სერიის პირველ ტომად გამოიცა. სერიაში ასევე შესულია რომანები: „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“; „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.

„დათა თუთაშხიას“ გამოცემები განსაკუთრებულია იმითაც, რომ მასში რევაზ თარხანმოურავის ილუსტრაციებია შესული. აღნიშნული ილუსტრაციები, რომელიც ავტორმა კლასიკოს მწერალს უსახსოვრა, აქამდე სხვა გამოცემებში არ გვხვდება.

წიგნებს თან დართული აქვს QR კოდი, რომლითაც მკითხველს შეეძლება ნახოს ფილმი „ჭაბუას პერსონაჟები“. ფილმი მწერლის შვილის, ქუცნა ამირეჯიბის ავტორობით არის შექმნილი. ასევე პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ჰუდები, ყაბალახები და მაისურები რომლებიც ჭაბუა ამირეჯიბის ფრაზებით არის დაბრენდილი. კონკრეტულად ყაბალახზე კი მხატვარი რევაზ თარხან მოურავის ილუსტრაციაა დატანილი.

R