მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ევროკავშირი ილონ მასკის "დასჯას" განიხილავს
გერმანიის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ევროკავშირი ილონ მასკის "დასჯას" განიხილავს

გერ­მა­ნი­ის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში სა­ვა­რა­უ­დო ჩა­რე­ვის გამო, ბრი­უ­სე­ლი ილონ მას­კის "დას­ჯას" გა­ნი­ხი­ლავს.

  • მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ზე იზ­რდე­ბა ზე­წო­ლა, გა­მო­ი­ყე­ნოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მებ­ზე, რათა არ­ჩევ­ნე­ბის წინ მი­ლი­არ­დე­რი შე­ა­კა­ვოს.

ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბობს შიში, რომ მას­კი უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბას ცდი­ლობს.

შეშ­ფო­თე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა შეც­ვა­ლა თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, X-ის ალ­გო­რით­მი, რათა მისი პოს­ტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს ე.წ. timeline-ის თავ­ში გა­მო­უჩ­ნდეთ.

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მასკმა პარ­ტია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" (AfD) გერ­მა­ნი­ის "უკა­ნას­კნელ იმე­დად" მო­იხ­სე­ნია, ასე­ვე ალის ვა­ი­დე­ლი, კან­ცლე­რის პოსტზე უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი, 23 თე­ბერ­ვლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­იწ­ვია.

  • ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა წყა­რომ Telegraph-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ვის­წავ­ლოთ, თუ რო­გორ აჩენს ალ­გო­რით­მი გარ­კვე­ულ კონ­ტენტს".

ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ X-ზე კონ­ტენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას მას­კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მურ რის­კებ­ზე, მათ შო­რის რის­კებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას უკავ­შირ­დე­ბო­დეს".

ცნო­ბის­თვის, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი ილონ მასკმა "არა­კომ­პე­ტენ­ტურ სუ­ლე­ლად" მო­იხ­სე­ნია, რა­საც შოლ­ცის გან­ცხა­დე­ბაც მოჰ­ყვა. ამ უკა­ნას­კნელ­მა მი­ლი­არ­დერს "ტრო­ლი" უწო­და. გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კან­ცლე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც თქვა, რომ "მას­კი ქვეყ­ნის ამომ­რჩე­ველ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ვერ შეძ­ლებს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბა, კო­მი­სი­ას ზო­მე­ბის მი­ღე­ბა აი­ძუ­ლოს, თუ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ მას­კი გერ­მა­ნი­ის არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ცდი­ლობს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

გერმანიის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ევროკავშირი ილონ მასკის "დასჯას" განიხილავს

გერმანიის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ევროკავშირი ილონ მასკის "დასჯას" განიხილავს

გერმანიის მომავალ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო, ბრიუსელი ილონ მასკის "დასჯას" განიხილავს.

  • მედიის ინფორმაციით, ევროკომისიაზე იზრდება ზეწოლა, გამოიყენოს სამართლებრივი უფლებამოსილება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა არჩევნების წინ მილიარდერი შეაკავოს.

ევროკავშირში არსებობს შიში, რომ მასკი უკიდურესი მემარჯვენეების გაძლიერებასა და კრემლის პროპაგანდის გავრცელებას ცდილობს.

შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა შეცვალა თავისი სოციალური ქსელის, X-ის ალგორითმი, რათა მისი პოსტები მომხმარებლებს ე.წ. timeline-ის თავში გამოუჩნდეთ.

ბოლო კვირების განმავლობაში, მასკმა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) გერმანიის "უკანასკნელ იმედად" მოიხსენია, ასევე ალის ვაიდელი, კანცლერის პოსტზე უკიდურესი მემარჯვენე პარტიის კანდიდატი, 23 თებერვლის არჩევნების წინ, ინტერვიუზე მიიწვია.

  • ევროკავშირის მაღალჩინოსანმა წყარომ Telegraph-ს განუცხადა, რომ "მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, თუ როგორ აჩენს ალგორითმი გარკვეულ კონტენტს".

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ X-ზე კონტენტის გამოქვეყნებისას მასკი პასუხისმგებელია ნებისმიერ სისტემურ რისკებზე, მათ შორის რისკებზე, რომლებიც შესაძლოა არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდეს".

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ილონ მასკმა "არაკომპეტენტურ სულელად" მოიხსენია, რასაც შოლცის განცხადებაც მოჰყვა. ამ უკანასკნელმა მილიარდერს "ტროლი" უწოდა. განცხადება გააკეთა კანცლერის წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ "მასკი ქვეყნის ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს.

ევროპარლამენტი მაქსიმალურად შეეცდება, კომისიას ზომების მიღება აიძულოს, თუ ჩაითვლება, რომ მასკი გერმანიის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

წყარო