მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია და შეეხება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს?
რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია და შეეხება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს?

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმაქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს".

აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი Credit Suisse-თან სინ­გა­პურ­ში და­ვის შე­დე­გად მო­გე­ბულ თან­ხას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიერ გა­მო­ცე­მულ “გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია #116“-ში.

გუ­შინ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი კი­თხვა და­ის­ვა - შე­ე­ხო თუ არა სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს და ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს OFAC-ის სან­ქცია?

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" უფ­რო­სი ანა­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ბესო ნამ­ჩე­ვა­ძე, 27 დე­კემ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნამ (იქა­უ­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო) ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­იყ­ვა­ნა უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში (SDN)სან­ქცი­ე­ბი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ანუ და­სან­ქცირ­და მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

სან­ქცია გუ­ლის­ხმობს აშშ-ში მისი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და მას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტას. და­სან­ქცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად OFAC-მა გა­მოს­ცა ლი­ცენ­ზია, რომ­ლის თა­ნახ­მად სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით სან­ქცი­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე და "კრე­დიტ სვის­თან" და­ვის ფი­ნან­სურ შე­დე­გებ­ზე.

სან­ქცი­ას თან ახ­ლავს ჩა­ნა­წე­რი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძა­ლი­ან მკაც­რი მიდ­გო­მაა. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ვინც ივა­ნიშ­ვილ­თან რა­ი­მე ტრან­ზაქ­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, აშშ-ს მხრი­დან "და­იბ­ლო­კე­ბა" (შე­ე­ზღუ­დე­ბა წვდო­მა აშშ-ს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე, დო­ლარ­ზე, ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებ­ზე და სერ­ვი­სებ­ზე)

რა­ტომ არ შე­იყ­ვა­ნა აშშ-მა ივა­ნიშ­ვი­ლი მაგ­ნიტსკის სი­ა­ში, როცა ამის სა­ფუძ­ვლე­ბიც არ­სე­ბობს?

მაგ­ნიტსკის სია არის ძა­ლი­ან მკაც­რი და ამა­ვე დროს სა­დამ­სჯე­ლო, მისი მი­ზა­ნი არ არის და­სან­ქცი­რე­ბულ პირს ქცე­ვა შე­აც­ვლე­ვი­ნოს, შე­ა­ჩე­როს. მისი მი­ზა­ნი სა­მუ­და­მო დას­ჯაა.

  • OFAC-ის სან­ქცია ივა­ნიშ­ვილს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ქცე­ვის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­დეს სან­ქცი­ე­ბი­დან. OFAC-მა ივა­ნიშ­ვი­ლი არ და­ა­სან­ქცი­რა სრუ­ლად.

წინ კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი და­ი­ტო­ვა: სან­ქცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მის კომ­პა­ნი­ებ­ზე, მის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და ბიზ­ნეს-პარტნი­ორ ნა­თე­სა­ვებ­ზე. ასე რომ "მი­წა­ში ჩა­დეს", "გა­ა­ნად­გუ­რეს" და ა.შ. ტყუ­ი­ლია. მიდ­გო­მა არის თან­და­თა­ნო­ბი­თი, რაც სწო­რია. აშშ-მა და­ი­ტო­ვა ბერ­კე­ტე­ბი, რომ თუ რეპ­რე­სი­ებს და ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას გა­აგ­რძე­ლებს, სან­ქცი­ე­ბი გა­უმ­კაც­როს.

გამ­კაც­რე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლია წინ, მა­გა­ლი­თად, იქამ­დეც კი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს საქ­მე, რომ გა­ლე­რია თბი­ლი­სი­დან ბრენ­დე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, სან­ქცი­ე­ბის ში­შით, მხატ­ვრულ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ წი­აღსვლებს, ჯო­ბია, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლოთ. იქ­ნებ, თა­ვად და­სან­ქცი­რე­ბულ­საც სხვა რა­მეს უყ­ვე­ბი­ან" - წერს ნამ­ჩე­ვა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია და შეეხება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს?

რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია და შეეხება თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს?

გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

მათი ინფორმაციით, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული Credit Suisse-თან სინგაპურში დავის შედეგად მოგებულ თანხას ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტმა მიერ გამოცემულ “გენერალური ლიცენზია #116“-ში.

გუშინ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა - შეეხო თუ არა სანქციები ივანიშვილის ოჯახს და ზოგადად, რას ნიშნავს OFAC-ის სანქცია?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ბესო ნამჩევაძე, 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით განმარტებას აქვეყნებს:

"ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ (იქაური ფინანსთა სამინისტრო) ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სანქცირებულთა სიაში (SDN)სანქციები არის ინდივიდუალური, ანუ დასანქცირდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები.

სანქცია გულისხმობს აშშ-ში მისი აქტივების გაყინვას და მასთან ნებისმიერი ტრანზაქციების შეწყვეტას. დასანქცირების პარალელურად OFAC-მა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და "კრედიტ სვისთან" დავის ფინანსურ შედეგებზე.

სანქციას თან ახლავს ჩანაწერი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძალიან მკაცრი მიდგომაა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვინც ივანიშვილთან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებს, აშშ-ს მხრიდან "დაიბლოკება" (შეეზღუდება წვდომა აშშ-ს ფინანსურ რესურსებზე, დოლარზე, ამერიკულ კომპანიებზე და სერვისებზე)

რატომ არ შეიყვანა აშშ-მა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში, როცა ამის საფუძვლებიც არსებობს?

მაგნიტსკის სია არის ძალიან მკაცრი და ამავე დროს სადამსჯელო, მისი მიზანი არ არის დასანქცირებულ პირს ქცევა შეაცვლევინოს, შეაჩეროს. მისი მიზანი სამუდამო დასჯაა.

  • OFAC-ის სანქცია ივანიშვილს აძლევს საშუალებას, ქცევის შეცვლის შემთხვევაში გამოვიდეს სანქციებიდან. OFAC-მა ივანიშვილი არ დაასანქცირა სრულად.

წინ კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დაიტოვა: სანქციების გავრცელება მის კომპანიებზე, მის ოჯახის წევრებზე და ბიზნეს-პარტნიორ ნათესავებზე. ასე რომ "მიწაში ჩადეს", "გაანადგურეს" და ა.შ. ტყუილია. მიდგომა არის თანდათანობითი, რაც სწორია. აშშ-მა დაიტოვა ბერკეტები, რომ თუ რეპრესიებს და ანტიდასავლურ პოლიტიკას გააგრძელებს, სანქციები გაუმკაცროს.

გამკაცრების დიდი პოტენციალია წინ, მაგალითად, იქამდეც კი შეიძლება მივიდეს საქმე, რომ გალერია თბილისიდან ბრენდები გამოვიდნენ, სანქციების შიშით, მხატვრულ-ლიტერატურულ წიაღსვლებს, ჯობია, სწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. იქნებ, თავად დასანქცირებულსაც სხვა რამეს უყვებიან" - წერს ნამჩევაძე.

წაიკითხეთ ასევე: