პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ქერჩის სრუტეში ნავთობის ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა: რა ხდება ცნობილი?
შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ქერჩის სრუტეში ნავთობის ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა: რა ხდება ცნობილი?

ქერ­ჩის სრუ­ტე­ში, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სა და ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმს შო­რის მდე­ბა­რე­ობს, კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და ნავ­თო­ბის ორმა რუ­სულ­მა ტან­კერ­მა - "ვოლ­გო­ნეფტ 212" -მა და "ვოლ­გო­ნეფტ 239" - მა. ორი­ვე გემ­ზე ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: "ვოლ­გო­ნეფ­ტი 212“-ზე 13 ადა­მი­ა­ნი, ხოლო "ვოლ­გო­ნეფ­ტი 239“-ზე - 14. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ „ვოლ­გო­ნეფ­ტი 212“, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუ­ა­ზე გა­იხ­ლი­ჩა და ძლი­ე­რი შტორ­მის დროს მე­ჩეჩ­ზე გა­ი­ჭე­და. წყალ­ში ნავ­თო­ბის კვა­ლი შე­სამ­ჩნე­ვია, თუმ­ცა ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ზღვა­ში ჩა­იღ­ვა­რა, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ თი­თო­ე­ულ ტან­კერ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ტონა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ინა­ხე­ბო­და.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­ა­გენ­ტო ТАСС-ს აც­ნო­ბა, რომ შტორ­მის დროს "ვოლ­გო­ნეფ­ტი 212"-ის "ცხვი­რის ნა­წი­ლი" მო­წყდა. ინ­ცი­დენ­ტი ნა­პი­რი­დან 8 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოხ­და. რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის (ძლი­ე­რი ქარი და 7 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი ზღვა­ზე) გამო, გემ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და დახ­მა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ვოლ­გო­ნეფ­ტი 212“-ის ბორტზე მყო­ფი 13 ადა­მი­ა­ნი­დან ერთი გარ­და­იც­ვა­ლა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია კი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 მე­ზღვა­უ­რი გა­და­იყ­ვა­ნეს ანა­პის ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ორი მათ­გა­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

კრას­ნო­და­რის მხა­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ვე­ნი­მინ კონ­დრა­ტე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რს ჰი­პო­თერ­მია და­უ­ფიქ­სირ­და.

მე­ო­რე ტან­კერ­მა - "ვოლ­გო­ნეფ­ტი 239"-მა - ასე­ვე მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ტა­მა­ნის პორ­ტის რა­ი­ონ­ში მე­ჩეჩ­ზე გა­ჩერ­და, ნა­პირ­თან 80 მეტ­რის და­შო­რე­ბით. და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. გემ­ზე მყო­ფი 14 ეკი­პა­ჟის წევ­რი ჯერ კი­დევ ბორტზე რჩე­ბა, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, და­გეგ­მი­ლია ევა­კუ­ა­ცია

კვი­რას, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ "ვოლ­გო­ნეფ­ტი 239"-ის ეკი­პა­ჟის ევა­კუ­ა­ცია ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, თუმ­ცა გემ­ზე პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ყვე­ლა პი­რო­ბა არ­სე­ბობს.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, ძლი­ე­რი ქარი და ზღვის ღელ­ვა შავი ზღვის კრას­ნო­და­რის სა­ნა­პი­რო­ზე კი­დევ ერთი დღე გას­ტანს.

"ვოლ­გო­ნეფ­ტი 212"-ის სიგ­რძე 136 მეტ­რია, სი­გა­ნე - 16 მეტ­რი, ის 1969 წელს აშენ­და. "„ვოლ­გო­ნეფ­ტი 239“-ის სიგ­რძე 132 მეტ­რია, სი­გა­ნე - 17 მეტ­რია და 1973 წელს აშენ­და. ორი­ვე ტან­კე­რი რუ­სე­თის დრო­შის ქვეშ მოძ­რა­ობ­და.

  • ეკო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ზღვაო და მდი­ნა­რის ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ორი ტან­კე­რის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად ზღვა­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ჩა­იღ­ვა­რა.

  • Greenpeace-ის ეკო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუ ზღვა­ში 8000 ტონა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი მოხ­ვდე­ბა, ეს შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

Greenpeace-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დეს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ეკო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად. თუ გე­მე­ბი ჩა­ი­ძი­რე­ბა, ზღვა­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ხან­გრძლი­ვი გა­ჟონ­ვის რის­კი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

ეკო­ლო­გებ­მა გა­იხ­სე­ნეს 2007 წლის ნო­ემ­ბრის ავა­რია, რო­დე­საც ქერ­ჩის სრუ­ტე­ში სხვა ტან­კე­რი გა­ნად­გურ­და, რო­მელ­საც 4800 ტონა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი გა­დაჰ­ქონ­და. მა­შინ­დელ­მა შემ­თხვე­ვამ შავი ზღვის სა­ნა­პი­როს ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

წყა­რო

ავტორი:

შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ქერჩის სრუტეში ნავთობის ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა: რა ხდება ცნობილი?

შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა - ქერჩის სრუტეში ნავთობის ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა: რა ხდება ცნობილი?

ქერჩის სრუტეში, რომელიც რუსეთისა და ანექსირებულ ყირიმს შორის მდებარეობს, კატასტროფა განიცადა ნავთობის ორმა რუსულმა ტანკერმა - "ვოლგონეფტ 212" -მა და "ვოლგონეფტ 239" - მა. ორივე გემზე ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: "ვოლგონეფტი 212“-ზე 13 ადამიანი, ხოლო "ვოლგონეფტი 239“-ზე - 14. არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

  • რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ „ვოლგონეფტი 212“, სავარაუდოდ, შუაზე გაიხლიჩა და ძლიერი შტორმის დროს მეჩეჩზე გაიჭედა. წყალში ნავთობის კვალი შესამჩნევია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ნავთობპროდუქტების რაოდენობაზე, რომელიც ზღვაში ჩაიღვარა, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თითოეულ ტანკერზე დაახლოებით 4000 ტონა ნავთობპროდუქტები ინახებოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სააგენტო ТАСС-ს აცნობა, რომ შტორმის დროს "ვოლგონეფტი 212"-ის "ცხვირის ნაწილი" მოწყდა. ინციდენტი ნაპირიდან 8 კილომეტრის დაშორებით მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი და 7 ბალიანი შტორმი ზღვაზე) გამო, გემმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და დახმარება მოითხოვა.

"ვოლგონეფტი 212“-ის ბორტზე მყოფი 13 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა, დანარჩენების ევაკუაცია კი წარმატებით განხორციელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 11 მეზღვაური გადაიყვანეს ანაპის ქალაქის საავადმყოფოში, სადაც ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიმინ კონდრატევის განცხადებით, ეკიპაჟის ყველა წევრს ჰიპოთერმია დაუფიქსირდა.

მეორე ტანკერმა - "ვოლგონეფტი 239"-მა - ასევე მიიღო დაზიანებები და ტამანის პორტის რაიონში მეჩეჩზე გაჩერდა, ნაპირთან 80 მეტრის დაშორებით. დაზიანების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. გემზე მყოფი 14 ეკიპაჟის წევრი ჯერ კიდევ ბორტზე რჩება, მათთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია, დაგეგმილია ევაკუაცია

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="RBC_ua_news/122685" data-width="100%"></script>

კვირას, დღის მეორე ნახევარში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ "ვოლგონეფტი 239"-ის ეკიპაჟის ევაკუაცია ამინდის გაუარესების გამო დროებით შეჩერდა, თუმცა გემზე პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად ყველა პირობა არსებობს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ქარი და ზღვის ღელვა შავი ზღვის კრასნოდარის სანაპიროზე კიდევ ერთი დღე გასტანს.

"ვოლგონეფტი 212"-ის სიგრძე 136 მეტრია, სიგანე - 16 მეტრი, ის 1969 წელს აშენდა. "„ვოლგონეფტი 239“-ის სიგრძე 132 მეტრია, სიგანე - 17 მეტრია და 1973 წელს აშენდა. ორივე ტანკერი რუსეთის დროშის ქვეშ მოძრაობდა.

  • ეკოლოგიური რისკები

რუსეთის ფედერალურმა საზღვაო და მდინარის ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა, რომ ორი ტანკერის განადგურების შედეგად ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა.

  • Greenpeace-ის ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ზღვაში 8000 ტონა ნავთობპროდუქტი მოხვდება, ეს შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფა იქნება.

Greenpeace-ის წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, მაქსიმალური ზომები მიიღოს ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად. თუ გემები ჩაიძირება, ზღვაში ნავთობპროდუქტების ხანგრძლივი გაჟონვის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება.

ეკოლოგებმა გაიხსენეს 2007 წლის ნოემბრის ავარია, როდესაც ქერჩის სრუტეში სხვა ტანკერი განადგურდა, რომელსაც 4800 ტონა ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. მაშინდელმა შემთხვევამ შავი ზღვის სანაპიროს ათეულობით კილომეტრის დაბინძურება გამოიწვია.

წყარო