პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს" - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია
"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს" - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია

ბო­დიშს ვუხ­დი აქ მჯდო­მებს ჩემი საქ­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე ჩემ შვი­ლებს, რა პო­ზი­ცი­ა­შიც ვარ, მათ­თვის ეს სა­მა­გა­ლი­თო არ არის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლას ედა­ვე­ბი­ან.

  • ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის სრო­ლას ედა­ვე­ბი­ან, სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით, რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. პრო­კუ­რორ როინ ხინ­თი­ბი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­სა­მარ­თით ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი ის­რო­ლა.

პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც, თუ რო­გორ ის­ვრის ის „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ილს“ და რო­გორ ეცე­მა ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წინ.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობს, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლომ მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლი­ას არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და არც ამის შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის.

ად­ვო­კა­ტებ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს, სა­სა­მარ­თლოს კი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

ცნო­ბის­თვის, ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლია მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს" - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია

"ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს" - პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია

ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაცხადა, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

  • ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერიც, თუ როგორ ისვრის ის „მოლოტოვის კოქტეილს“ და როგორ ეცემა ის პოლიციელების წინ.

ბრალდების მხარე დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოეყენებინა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების განმარტებით, ანზორ კვარაცხელიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და არც ამის შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

ადვოკატებმა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.