პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უდიდესი საგადასახადო თაღლითობა, რომელშიც ოლაფ შოლცის სახელიც ფიგურირებს - რა სკანდალურ საქმეზე წერს Politico
უდიდესი საგადასახადო თაღლითობა, რომელშიც ოლაფ შოლცის სახელიც ფიგურირებს - რა სკანდალურ საქმეზე წერს Politico

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, ოლაფ შოლცს მო­უ­წევს, უპა­სუ­ხოს შე­კი­თხვებს ქვეყ­ნის უდი­დეს სა­გა­და­სა­ხა­დო თაღ­ლი­თო­ბის სკან­დალ­ში მისი სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა, მისი სან­დო­ო­ბის­თვის კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვა გახ­დეს მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას, რო­მელ­შიც ის უკვე ჩარ­თუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Politico იუ­წყე­ბა.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტი ლი­დე­რი პა­რას­კევს მე­სა­მედ აღ­მოჩ­ნდე­ბა ჰამ­ბურ­გის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის წი­ნა­შე ე.წ. cum-ex და cum-cum საქ­მე­ებ­თან მისი კავ­ში­რის სა­კი­თხზე, რომ­ლებ­შიც გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 36 მი­ლი­არ­დი ევ­რო­თი და­ზა­რალ­და, რად­გან ზო­გი­ერ­თმა ბან­კმა, კომ­პა­ნი­ამ თუ ფი­ზი­კურ­მა პირ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არას­წო­რად გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"ვაგ­რძე­ლებთ კვლე­ვას იმის გა­სარ­კვე­ვად, იყო თუ არა რა­ი­მე სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში“, - გა­ნა­ცხა­და "მწვა­ნე­ე­ბის“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის წევ­რმა, ფა­რიდ მი­უ­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • Politico წერს, რომ შოლ­ცი იბ­რძვის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვის მას შემ­დეგ, რაც გა­სულ თვე­ში მისი სამ­პარ­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცია და­ი­შა­ლა, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, კრის­ტი­ან ლინ­დნე­რი. შოლ­ცის მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია“ ამ­ჟა­მად, რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით, მე­სა­მე ად­გილ­ზეა არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოლაფ შოლ­ცის და­კი­თხვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ში ჩარ­თულ ერთ-ერთ ბანკთან, ყო­ფილ HSH Nordbank-თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო მი­ი­ღეს. აღ­ნიშ­ნულ­მა ბან­კმა 2014 წელს სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ებს გა­და­უ­ხა­და და­ახ­ლო­ე­ბით 126 მი­ლი­ო­ნი ევრო, მას შემ­დეგ რაც იუ­რი­დი­ულ­მა ფირ­მამ დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა 2008-2011 წლებ­ში მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ე.წ. cum-ex ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი.

Politico გან­მარ­ტავს, რომ ასეთ ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტო­რე­ბი ატყუ­ე­ბენ სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ებს აქ­ცი­ე­ბის დი­ვი­დენ­დის თა­რი­ღის გარ­შე­მო ვაჭ­რო­ბით, რათა მი­ი­ღონ კა­პი­ტა­ლის მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ ადრე არ გა­და­უხ­დი­ათ ან მხო­ლოდ ერთხელ გა­და­ი­ხა­დეს.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შოლცს ბრა­ლი რა­ი­მე თაღ­ლი­თო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არ ედე­ბა, რჩე­ბა კი­თხვე­ბი, იყო თუ არა მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ HSH Nordbank-ში ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ტრან­ზაქ­ცია სა­ჯა­რო.

გა­მო­ძი­ე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად იცო­და და რო­დის გა­ი­გო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ შოლცმა, რო­მე­ლიც მა­შინ ჰამ­ბურ­გის მერი და, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კუ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო და გა­ა­კე­თა თუ არა საკ­მა­რი­სი ბრალ­დე­ბე­ბის გა­სარ­კვე­ვად.

Politico წერს, რომ ახლა, როცა გერ­მა­ნი­ა­ში თე­ბერ­ვლის ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამ თვე­ზე ნაკ­ლე­ბი რჩე­ბა, კან­ცლე­რის ოპო­ნენ­ტე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სა­კითხს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვე­ბენ.

ავტორი:

უდიდესი საგადასახადო თაღლითობა, რომელშიც ოლაფ შოლცის სახელიც ფიგურირებს - რა სკანდალურ საქმეზე წერს Politico

უდიდესი საგადასახადო თაღლითობა, რომელშიც ოლაფ შოლცის სახელიც ფიგურირებს - რა სკანდალურ საქმეზე წერს Politico

გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწევს, უპასუხოს შეკითხვებს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობის სკანდალში მისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელიც, შეიძლება, მისი სანდოობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა გახდეს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, რომელშიც ის უკვე ჩართულია, - ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.

  • გამოცემა წერს, რომ მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი პარასკევს მესამედ აღმოჩნდება ჰამბურგის საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ე.წ. cum-ex და cum-cum საქმეებთან მისი კავშირის საკითხზე, რომლებშიც გერმანიის სახელმწიფო, სავარაუდოდ, დაახლოებით 36 მილიარდი ევროთი დაზარალდა, რადგან ზოგიერთმა ბანკმა, კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა ხელისუფლებისგან არასწორად გადახდილი გადასახადების ანაზღაურება მოითხოვა.

"ვაგრძელებთ კვლევას იმის გასარკვევად, იყო თუ არა რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა პროკურატურაში“, - განაცხადა "მწვანეების“ საგამოძიებო კომიტეტის წევრმა, ფარიდ მიულერმა განაცხადა.

  • Politico წერს, რომ შოლცი იბრძვის პოლიტიკური გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მისი სამპარტიული კოალიცია დაიშალა, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი. შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული "სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ამჟამად, რეიტინგის მიხედვით, მესამე ადგილზეა არჩევნებში, რომელიც თებერვალში გაიმართება.

გამოცემის ინფორმაციით, ოლაფ შოლცის დაკითხვის გადაწყვეტილება საქმეში ჩართულ ერთ-ერთ ბანკთან, ყოფილ HSH Nordbank-თან მისი ურთიერთობის გამო მიიღეს. აღნიშნულმა ბანკმა 2014 წელს საგადასახადო ორგანოებს გადაუხადა დაახლოებით 126 მილიონი ევრო, მას შემდეგ რაც იურიდიულმა ფირმამ დეტალურად შეისწავლა 2008-2011 წლებში მის მიერ განხორციელებული ე.წ. cum-ex ტრანზაქციები.

Politico განმარტავს, რომ ასეთ ტრანზაქციებში ინვესტორები ატყუებენ საგადასახადო ორგანოებს აქციების დივიდენდის თარიღის გარშემო ვაჭრობით, რათა მიიღონ კაპიტალის მოგების გადასახადის მრავალჯერადი ანაზღაურება, რომელიც მათ ადრე არ გადაუხდიათ ან მხოლოდ ერთხელ გადაიხადეს.

  • მიუხედავად იმისა, რომ შოლცს ბრალი რაიმე თაღლითობის განხორციელებაში არ ედება, რჩება კითხვები, იყო თუ არა მაშინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ HSH Nordbank-ში ყველა შესაბამისი ტრანზაქცია საჯარო.

გამოძიება ფოკუსირებულია იმაზე, თუ რამდენად იცოდა და როდის გაიგო ტრანზაქციების შესახებ შოლცმა, რომელიც მაშინ ჰამბურგის მერი და, შესაბამისად, პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყო და გააკეთა თუ არა საკმარისი ბრალდებების გასარკვევად.

Politico წერს, რომ ახლა, როცა გერმანიაში თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, კანცლერის ოპონენტები, სავარაუდოდ, ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ.