პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის ბიჭს, რომელსაც მშობლების ძალადობის შემდეგ ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, სიარული კვლავ შეუძლია -  "სასწაულებრივი" ოპერაცია და ბრიტანელი მოზარდის მძიმე ამბავი
10 წლის ბიჭს, რომელსაც მშობლების ძალადობის შემდეგ ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, სიარული კვლავ შეუძლია -  "სასწაულებრივი" ოპერაცია და ბრიტანელი მოზარდის მძიმე ამბავი

ბრი­ტა­ნე­ლი ბი­ჭის ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო მო­იც­ვა. 10 წლის ტონი ჰა­ჯე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ვარ­ჯნე­ბით, პრო­თე­ზე­ბით ან ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მისი დის­ლო­კა­ცი­უ­რი თე­ძოს რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­სა და მარ­ცხე­ნა ფე­ხის დაგ­რძე­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად, მან ფე­ხე­ბის ზედა ნა­წი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო. ბავ­შვის­თვის პრო­თე­ზე­ბის ტა­რე­ბაც უფრო მარ­ტი­ვი გახ­და, რად­გან მისი ფე­ხე­ბი ახლა თა­ნა­ბა­რი სიგ­რძი­საა.

პა­უ­ლა ჰა­ჯელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც ტონი იშ­ვი­ლა, The Sun-ს გა­ნუ­ცხა­და:

"ეს სრუ­ლი სას­წა­უ­ლია - ქი­რურ­გმა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა. ოპე­რა­ცი­ე­ბი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში ახა­ლი ოპე­რა­ცია არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ამი­ტომ ტონი მო­უთ­მენ­ლად ელის, რო­დის შეძ­ლებს ფეხ­ბურ­თის თა­მაშს. ძა­ლი­ან უნდა თა­მა­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­საც ოდ­ნავ და­არ­ტყა ფეხი ბურთს - მგო­ნი, ჯობ­და, ეს არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა - მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და!“

ტო­ნიმ 2 მი­ლი­ონ ფუნტზე მეტი შე­აგ­რო­ვა სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის, რო­მელ­მაც მას მცი­რე­წლო­ვან ასაკ­ში სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. პა­უ­ლა ჰა­ჯელ­მა ის თა­ვი­სი „გამ­ძლე­ო­ბი­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის­თვის“ შე­ა­ქო.

  • ბიჭ­მა ექ­ვსი კვი­რის ასაკ­ში მშობ­ლე­ბის სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო. ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა, ენ­ტო­ნი სმიტ­მა და ჯოდი სიმფსონ­მა, რო­მელ­თაც 2018 წელს 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბამ­დე 10 დღე და­ა­ყოვ­ნეს. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტო­ნის ორ­გა­ნო­ე­ბის მრა­ვალ­მხრი­ვი უკ­მა­რი­სო­ბა და სეპ­ტი­ცე­მია (ლპო­ბა) გა­ნუ­ვი­თარ­და.

Evelina London-ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პერ­სო­ნალ­მა მისი სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ბავ­შვის­თვის 4 წლის ასაკ­ში სა­ჭი­რო გახ­და, ორი­ვე ფე­ხის მუხ­ლებ­თან ამ­პუ­ტა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

ბი­ჭის და­უ­ღა­ლა­ვი კამ­პა­ნი­ე­ბის შემ­დეგ, 2022 წელს ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღეს "ტო­ნის კა­ნო­ნი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­ი­ზარ­და სას­ჯე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ბავ­შვებს მათი მოვ­ლის პრო­ცეს­ში ფი­ზი­კურ ზი­ანს აყე­ნებს ან მათ სიკ­ვდილს იწ­ვევს.

წყა­რო

ავტორი:

10 წლის ბიჭს, რომელსაც მშობლების ძალადობის შემდეგ ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, სიარული კვლავ შეუძლია -  "სასწაულებრივი" ოპერაცია და ბრიტანელი მოზარდის მძიმე ამბავი

10 წლის ბიჭს, რომელსაც მშობლების ძალადობის შემდეგ ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, სიარული კვლავ შეუძლია -  "სასწაულებრივი" ოპერაცია და ბრიტანელი მოზარდის მძიმე ამბავი

ბრიტანელი ბიჭის ამბავმა მსოფლიო მოიცვა. 10 წლის ტონი ჰაჯელი წლების განმავლობაში ყავარჯნებით, პროთეზებით ან ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.

თუმცა ოპერაციის შემდეგ, რომელიც მისი დისლოკაციური თეძოს რეკონსტრუქციასა და მარცხენა ფეხის დაგრძელებას ისახავდა მიზნად, მან ფეხების ზედა ნაწილის გამოყენებით სიარული დაიწყო. ბავშვისთვის პროთეზების ტარებაც უფრო მარტივი გახდა, რადგან მისი ფეხები ახლა თანაბარი სიგრძისაა.

პაულა ჰაჯელმა, ქალბატონმა, რომელმაც ტონი იშვილა, The Sun-ს განუცხადა:

"ეს სრული სასწაულია - ქირურგმა აბსოლუტური საოცრება ჩაიდინა. ოპერაციები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ახლო მომავალში ახალი ოპერაცია არ იქნება საჭირო, ამიტომ ტონი მოუთმენლად ელის, როდის შეძლებს ფეხბურთის თამაშს. ძალიან უნდა თამაში, რეაბილიტაციის დროსაც ოდნავ დაარტყა ფეხი ბურთს - მგონი, ჯობდა, ეს არ გაეკეთებინა - მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა!“

ტონიმ 2 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა საავადმყოფოსთვის, რომელმაც მას მცირეწლოვან ასაკში სიცოცხლე შეუნარჩუნა. პაულა ჰაჯელმა ის თავისი „გამძლეობისა და მიზანდასახულობისთვის“ შეაქო.

  • ბიჭმა ექვსი კვირის ასაკში მშობლების სასტიკი ძალადობის შედეგად მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ბოროტმოქმედებმა, ენტონი სმიტმა და ჯოდი სიმფსონმა, რომელთაც 2018 წელს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, სამედიცინო დახმარების გამოძახებამდე 10 დღე დააყოვნეს. ამ დროის განმავლობაში, ტონის ორგანოების მრავალმხრივი უკმარისობა და სეპტიცემია (ლპობა) განუვითარდა.

Evelina London-ის ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ დაზიანებების შედეგად, ბავშვისთვის 4 წლის ასაკში საჭირო გახდა, ორივე ფეხის მუხლებთან ამპუტაცია გაეკეთებინათ.

ბიჭის დაუღალავი კამპანიების შემდეგ, 2022 წელს ბრიტანეთში მიიღეს "ტონის კანონი", რომლის მეშვეობითაც გაიზარდა სასჯელი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ბავშვებს მათი მოვლის პროცესში ფიზიკურ ზიანს აყენებს ან მათ სიკვდილს იწვევს.

წყარო