პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს
დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ III სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტო­რებ­ში რე­ფორ­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟა­ზე აქ­ტი­ვო­ბას, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ვაჭ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში და ვფიქ­რობ, რომ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბა კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან დღემ­დე ბირ­ჟა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 21 მო­ნა­წი­ლე, ვაჭ­რო­ბა შედ­გა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ­მა ფას­მა შე­ად­გი­ნა 130.54 ლარი/მგვტ.სთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ბა­ლია ესკო-ს სა­ბა­ლან­სო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ ფას­ზე, რო­მელ­მაც 2024 წლის იგი­ვე პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხად­ყოფს, რომ ენერ­გე­ტი­კულ ბირ­ჟა­ზე ვაჭ­რო­ბით შემ­თხვე­ვა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შემ­სყიდ­ვე­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ლარი და­ზო­გეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტორს, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გა­დამ­ცე­მი და გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის ოპე­რა­ტო­რე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­საც წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პის მე­სა­მე ენერ­გე­ტი­კუ­ლი პა­კე­ტით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი’, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

20-22 ნო­ემ­ბერს, ქ. თბი­ლის­ში, 5 მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბის - სე­მე­კის, კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის აღ­სრუ­ლე­ბის და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ III სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

3-დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ეკო­ნო­მი­კის რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის ეფექ­ტი­ან მიდ­გო­მებს. სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით მსჯე­ლო­ბენ კარ­ტე­ლებ­თან ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში ანტი-დემ­პინ­გუ­რი პო­ლი­ტი­კის მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე.

NS

ავტორი:

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე რეგისტრირებულია 21 მონაწილე, ვაჭრობა შედგა 17,493.9 მგვტ.სთ-ზე, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 130.54 ლარი/მგვტ.სთ. აღნიშნული დაბალია ესკო-ს საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, რომელმაც 2024 წლის იგივე პერიოდში შეადგინა 154.31 ლარი/მგვტ.სთ. ეს კი ცხადყოფს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით შემთხვევაში ელექტროენერგიის შემსყიდველებმა დაახლოებით 400 000 ლარი დაზოგეს.

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, შემუშავებულია რიგი რეგულაციები და მიმდინარეობს მუშაობა გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევების საკითხებზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით ნაკისრი ვალდებულებები’, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებისა და აღსრულების პოლიტიკის, მომხმარებლის დაცვის ეფექტიან მიდგომებს. საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მსჯელობენ კარტელებთან ბრძოლის მეთოდებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ანტი-დემპინგური პოლიტიკის მართვის საკითხებზე.

NS