საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში
პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბი და­ამ­ტკი­ცა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • "ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ვად­გენ: დამ­ტკიც­დეს ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სფე­რო­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის თან­დარ­თუ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

დო­კუ­მენ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სფე­რო­ში თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თი­საა და რომ რუ­სე­თი ბირ­თვულ ია­რაღს გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც შე­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უკი­დუ­რე­სი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მაა.

"რუ­სე­თი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ტენ­ცი­უ­რი მტრის აგ­რე­სი­ის­გან შე­კა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია. რუ­სეთს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი რუ­სე­თის ან ბე­ლა­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ საფრ­თხეს უქ­მნის მათ ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ სამ­ხედ­რო კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს აგ­რე­სია რუ­სე­თის ან მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც მთლი­ა­ნი კო­ა­ლი­ცი­ის აგ­რე­სია და აგ­რე­სია რუ­სე­თის ან მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რით გა­ნი­ხი­ლე­ბა ერ­თობ­ლივ თავ­დას­ხმად.

"რუ­სე­თი იტო­ვებს უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნოს, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი მისი ან მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­პა­სუ­ხოდ. რუ­სე­თი ახორ­ცი­ე­ლებს ბირ­თვულ შე­კა­ვე­ბას პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის წი­ნა­აღ­მდეგ: სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, ბლო­კე­ბი­სა და ალი­ან­სე­ბის, რომ­ლე­ბიც რუ­სეთს მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ მი­იჩ­ნე­ვენ“, - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.

  • მას­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა მიზ­ნად ისა­ხავს ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის­თვის საკ­მა­რის დო­ნე­ზე.

"ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ პო­ტენ­ცი­ურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ეს­მო­დეს, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბა. სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის დროს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის სფე­რო­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტას რუ­სე­თის­თვის მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბით. ბირ­თვუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მუდ­მი­ვი მზად­ყოფ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რუ­სე­თის ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

დო­კუ­მენ­ტში ძა­ლა­ში დღე­ი­დან შე­დის.

ავტორი:

პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • "ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ვადგენ: დამტკიცდეს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის თანდართული საფუძვლები“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა და რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ზომაა.

"რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პოტენციური მტრის აგრესიისგან შეკავება ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მათ ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ სამხედრო კოალიციის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია და აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად.

"რუსეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს, ბირთვული იარაღი მისი ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ. რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ: სახელმწიფოების, ბლოკებისა და ალიანსების, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ“, - წერია დოკუმენტში.

  • მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ბირთვული ძალების პოტენციალის შენარჩუნებას ბირთვული შეკავებისთვის საკმარის დონეზე.

"ბირთვული შეკავება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ესმოდეს, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში საპასუხო მოქმედების გარდაუვალობა. სამხედრო კონფლიქტის დროს სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით. ბირთვული შემაკავებელი ძალების გარკვეული ნაწილის მუდმივი მზადყოფნის შენარჩუნება რუსეთის ბირთვული შეკავების პრინციპების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ძალაში დღეიდან შედის.