პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მეუღლემ ოცნება აიხდინა და პრაღაში ქართული რესტორანი გავხსენით... არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა" - რას საქმიანობს გვანცა დარასელია ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ
"ჩემმა მეუღლემ ოცნება აიხდინა და პრაღაში ქართული რესტორანი გავხსენით... არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა" - რას საქმიანობს გვანცა დარასელია ეკრანიდან  გაუჩინარების შემდეგ

გვან­ცა და­რა­სე­ლია 3 წე­ლია, რაც ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს პე­რი­ო­დი ოჯახ­სა და ოჯა­ხურ ბიზ­ნესს მო­ახ­მა­რა. ახლა კი სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის ახალ ეტაპს იწყებს - ახალ­შექ­მნი­ლი ქა­ლე­ბის რა­დი­ოს მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი გახ­და, რა­დი­ო­სივ­რცე აქამ­დე მის­თვის უცხო იყო. თუმ­ცა მთე­ლი აზარ­ტით და მონ­დო­მე­ბით ჩა­ერ­თო ამ საქ­მე­ში და პირ­ვე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლია. ტე­ლე­ვი­ზი­ის მიღ­მა გა­ტა­რე­ბულ დრო­ზე ახალ ამ­პლუ­ა­სა და სი­ახ­ლე­ებ­ზე გვან­ცა ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა.

- ეკ­რა­ნი­დან რაც გა­უ­ჩი­ნარ­დით, 3 წელი გა­ვი­და. ალ­ბათ ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რეთ. თქვენ ხომ წლე­ბი სულ ეკ­რან­ზე ჩან­დით და უცებ ამ­დე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო...

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თვის, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და. რაც უფრო ჩარ­თუ­ლი ხარ ოჯახ­ში და რაც უფრო მე­ტად ეკუთ­ვნი ბავ­შვებს მით ნაკ­ლე­ბი დრო გრჩე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. დე­დო­ბა და ოჯა­ხის მარ­თვა ყვე­ლა­ზე და­უ­ფა­სე­ბე­ლი და რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. ბავ­შვე­ბი რაც იზ­რდე­ბი­ან, მით მეტი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ. არა­ვინ თქვას, რომ ეს 3 წელი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და. ჩემი მე­გობ­რე­ბი აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და თიკა ფა­ცა­ცია სულ მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან სულ და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. არა­და მათი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და ისი­ნი უფრო ახერ­ხებ­დნენ დრო­ის გა­მო­ნახ­ვას, ვიდ­რე მე.

არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი და ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე. ჩემი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცხოვ­რე­ბის უწყვე­ტი ჯაჭ­ვი ერთ დღე­საც და­ირ­ღვა, მაგ­რამ გო­ნე­ბის დო­ნე­ზე ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტომ არ მი­ჭირ­და ემო­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა. თუ რა­ღა­ცას არ და­ამ­თავ­რებ, ვერ და­ი­წყებ ახალს, ვერ გან­ვი­თარ­დე­ბი. ამას წი­ნათ ერთ ერ­თმა ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, ქალ მე­ნე­ჯე­რებს შო­რის ერთ ერთი სა­უ­კე­თე­სო ხარო. ამ სი­ტყვებ­მა და­მარ­წმუ­ნა რომ ღირ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა.

- ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ რამე ახა­ლი საქ­მე ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა იპო­ვეთ?

- ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა.

- დღეს რა ეტა­პია თქვენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა.

- რო­გორ ახერ­ხებთ რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით?

- ამას მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კას ვუ­მად­ლი. გა­რეგ­ნო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩა­რე­ვე­ბი არა­სო­დეს გა­მი­კე­თე­ბია, ჯერ­ჯე­რო­ბით. 35 წლის ვარ და ჯან­სა­ღი კვე­ბა და ჯან­სა­ღი ძილი სავ­სე­ბით მყოფ­ნის ვიყო ფორ­მა­ში.

წყა­რო

ავტორი:

"ჩემმა მეუღლემ ოცნება აიხდინა და პრაღაში ქართული რესტორანი გავხსენით... არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა" - რას საქმიანობს გვანცა დარასელია ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ

"ჩემმა მეუღლემ ოცნება აიხდინა და პრაღაში ქართული რესტორანი გავხსენით... არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა" - რას საქმიანობს გვანცა დარასელია ეკრანიდან  გაუჩინარების შემდეგ

გვანცა დარასელია 3 წელია, რაც ეკრანიდან გაუჩინარდა. ეს პერიოდი ოჯახსა და ოჯახურ ბიზნესს მოახმარა. ახლა კი საკუთარი კარიერის ახალ ეტაპს იწყებს - ახალშექმნილი ქალების რადიოს მთავარი მენეჯერი გახდა, რადიოსივრცე აქამდე მისთვის უცხო იყო. თუმცა მთელი აზარტით და მონდომებით ჩაერთო ამ საქმეში და პირველი გამოხმაურებითაც კმაყოფილია. ტელევიზიის მიღმა გატარებულ დროზე ახალ ამპლუასა და სიახლეებზე გვანცა ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.

- ეკრანიდან რაც გაუჩინარდით, 3 წელი გავიდა. ალბათ ემოციური პერიოდი გამოიარეთ. თქვენ ხომ წლები სულ ეკრანზე ჩანდით და უცებ ამდენი თავისუფალი დრო...

- ძალიან ემოციური იყო ეს პერიოდი ჩემთვის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. რაც უფრო ჩართული ხარ ოჯახში და რაც უფრო მეტად ეკუთვნი ბავშვებს მით ნაკლები დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. დედობა და ოჯახის მართვა ყველაზე დაუფასებელი და რთული პროფესიაა. ბავშვები რაც იზრდებიან, მით მეტი საჭიროება აქვთ. არავინ თქვას, რომ ეს 3 წელი თავისუფალი დრო მქონდა. ჩემი მეგობრები აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია სულ მეხმარებოდნენ. შეხვედრას ვერ ვახერხებდი, რადგან სულ დაკავებული ვიყავი. არადა მათი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია და ისინი უფრო ახერხებდნენ დროის გამონახვას, ვიდრე მე.

არ მოვიტყუები და ემოციურად ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ჩემი სატელევიზიო ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი ერთ დღესაც დაირღვა, მაგრამ გონების დონეზე ეს აბსოლუტურად გააზრებული იყო და ამიტომ არ მიჭირდა ემოციების დაძლევა. თუ რაღაცას არ დაამთავრებ, ვერ დაიწყებ ახალს, ვერ განვითარდები. ამას წინათ ერთ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ქალ მენეჯერებს შორის ერთ ერთი საუკეთესო ხარო. ამ სიტყვებმა დამარწმუნა რომ ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

- ამ წლის განმავლობაში კიდევ რამე ახალი საქმე ახალი გატაცება იპოვეთ?

- ჩემმა ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეძლო და პრაღაში ქართული რესტორანი გახსნა. ძალიან დიდი შრომა და რესურსი ჩაიდო ამ საქმეში. ჩვენმა მონდომებამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ამ საქმით ჩემმა მეუღლემ აიხდინა თავისი დიდი ოცნება.

- დღეს რა ეტაპია თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში?

- ჩვენ ორივე ვითარდებით ცალ-ცალკეც და ერთადაც. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. გვაქვს ერთობლივი მიზნები, რომლებიც გვინდა განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი საქმის გამო გარკვეული ნაწილი ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა.

- როგორ ახერხებთ რომ წლების განმავლობაში სულ იდეალურად გამოიყურებით?

- ამას მხოლოდ გენეტიკას ვუმადლი. გარეგნობაში განსაკუთრებული ჩარევები არასოდეს გამიკეთებია, ჯერჯერობით. 35 წლის ვარ და ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ძილი სავსებით მყოფნის ვიყო ფორმაში.

წყარო