პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა" - თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ
"ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა" - თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სე­ლი ქალი 54 წლის ჯე­ნეტ ლინ სე­ვი­ჯი თურ­ქეთ­ში წო­ნის კლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ქალს ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­უ­ტარ­და, ბევ­რი სის­ხლი და­კარ­გა და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ან­ტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და. ჯე­ნე­ტი 3 500 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ას იტა­რებ­და, რა დრო­საც სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მას შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­ტარ­და.

რო­გორც The Sun წერს, ქალი უელ­სი­დან ან­ტა­ლი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩა­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს, მას ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ტე­რია და­უ­ზი­ან­და, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი გახ­და. ჯე­ნე­ტი პრო­ცე­დუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით Regenesis Health Travel 2023 წლის ივ­ლის­ში და­უ­კავ­შირ­და - კომ­პა­ნია მას თურ­ქეთ­ში წას­ვლა­სა და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რა.

  • "ოპე­რა­ცია გარ­თულ­და და პა­ცი­ენ­ტმა პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა", - ამ­ბობს Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ელი­სონ ერ­გუნ­მა, Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მელ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და: "გარ­თუ­ლე­ბა მოხ­და და მან ოპე­რა­ცი­ის პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა."

ერ­გუ­ნის თქმით, ოპე­რა­ცი­ამ­დე ქალ­მა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის Ozempic-ის ნემ­სებს იკე­თებ­და (შე­ნიშ­ვნა: "ოზემ­პი­კის" მი­ღე­ბა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე საფრ­თხის შემ­ცვე­ლია - რედ.) მაგ­რამ მე­დი­კა­მენტზე წვდო­მა აღარ ჰქონ­და და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ უელ­სის უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ებ­ლის, კეიტ რო­ბერტსო­ნის თქმით, ქი­რურ­გის, დოქ­ტორ რა­მა­ზან აზა­რის ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალს აორ­ტის არ­ტე­რი­ა­ში 3-4 მმ-იანი "დე­ფექ­ტი" ჰქონ­და - რა­მაც ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია.

მან თქვა, რომ ჯე­ნე­ტის აორ­ტა ქი­რურ­გი­ულ­მა გუნ­დმა გა­ას­წო­რა და მათ კუ­ჭის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა პო­ტენ­ცი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო გა­ა­უქ­მეს, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პულ­სი ვერ "და­ი­ჭი­რა" მწვა­ვე სის­ხლდე­ნის გამო და ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NN
1

როგორც იტყვიან წერას ატანილი ყოფილა - რა ქონდა წონის დასაკლები

საწყენის
4

თურქეთში რატომ გონიათ.რომ.კარგი ექიმები არიან ან კარგად.მკურნალობენ.ვინც წავიდა იქ სამკურნალიდ.უკან მკვდარს აბრუნებენ. 

ავტორი:

"ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა" - თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ

"ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა" - თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს, უელსელი ქალი გარდაიცვალა - რა დაადგინა გამოძიებამ

მედიის ინფორმაციით, უელსელი ქალი 54 წლის ჯენეტ ლინ სევიჯი თურქეთში წონის კლების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალს ოპერაცია არასწორად ჩაუტარდა, ბევრი სისხლი დაკარგა და შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა ანტალიის ერთ-ერთ კლინიკაში, გასული წლის აგვისტოში მოხდა. ჯენეტი 3 500 დოლარის ღირებულების ოპერაციას იტარებდა, რა დროსაც სისხლდენა დაეწყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მას შემდეგ გამოძიება მიმდინარეობდა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ოპერაცია არასწორად ჩატარდა.

როგორც The Sun წერს, ქალი უელსიდან ანტალიაში სპეციალურად კუჭის დაპატარავების ოპერაციისთვის ჩავიდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ოპერაციის დროს, მას ერთ-ერთი მთავარი არტერია დაუზიანდა, რაც ფატალური შედეგის მიზეზი გახდა. ჯენეტი პროცედურის ორგანიზების მიზნით, კომპანიას, სახელწოდებით Regenesis Health Travel 2023 წლის ივლისში დაუკავშირდა - კომპანია მას თურქეთში წასვლასა და ოპერაციის დაგეგმვაში დაეხმარა.

  • "ოპერაცია გართულდა და პაციენტმა პროცედურის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა", - ამბობს Regenesis-ის კლიენტთა მომსახურების ოფისის თანამშრომელი.

ელისონ ერგუნმა, Regenesis-ის კლიენტთა მომსახურების ოფისის თანამშრომელმა, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა: "გართულება მოხდა და მან ოპერაციის პირველ რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა."

ერგუნის თქმით, ოპერაციამდე ქალმა კომპანიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ წონაში დაკლებისთვის Ozempic-ის ნემსებს იკეთებდა (შენიშვნა: "ოზემპიკის" მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე საფრთხის შემცველია - რედ.) მაგრამ მედიკამენტზე წვდომა აღარ ჰქონდა და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

ჩრდილო-დასავლეთ უელსის უფროსი გამომძიებლის, კეიტ რობერტსონის თქმით, ქირურგის, დოქტორ რამაზან აზარის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ქალს აორტის არტერიაში 3-4 მმ-იანი "დეფექტი" ჰქონდა - რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია.

მან თქვა, რომ ჯენეტის აორტა ქირურგიულმა გუნდმა გაასწორა და მათ კუჭის შემცირების პროცედურა პოტენციური გართულებების გამო გააუქმეს, თუმცა, სამედიცინო პერსონალმა პულსი ვერ "დაიჭირა" მწვავე სისხლდენის გამო და ქალი გარდაიცვალა.

წყარო