პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ორი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს - რა ვითარებაა ახლა ცენტრალურ გამზირებზე?
თბილისში ორი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს - რა ვითარებაა ახლა ცენტრალურ გამზირებზე?

მეტ­რო­სად­გურ "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბამ მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­ი­და­ნაც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გეგ­მა­ვენ მის­ვლას.

მსვლე­ლო­ბის გამო, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დუ­ლია.

  • ასე­ვე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზა­ში შემ­ხვედ­რებს პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი და წევ­რე­ბი.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, მსვლე­ლო­ბას მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან" წა­მო­სუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, რო­მელ­შიც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ლი­დე­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

მეტ­რო­სად­გურ "უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან” მსვლე­ლო­ბით წა­მო­სულ აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად არის ელე­ნე ხოშ­ტა­რია, რო­მელ­მაც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, თუ სად დას­რულ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსვლე­ლო­ბა, ამის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ შეგ­ნე­ბუ­ლად არ სა­უბ­რო­ბენ.

“ჩვენ ვართ ყო­ველ­დღი­უ­რი ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის რე­ჟიმ­ში, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ფორ­მა აქვს. რუს­თა­ველ­ზეც იყო უზარ­მა­ზა­რი ორი მი­ტინ­გი. ასე­ვე, დავ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა ქუ­ჩა­ში. დღეს არის ორი ლო­კა­ცია, სა­ი­და­ნაც მო­ე­წყო­ბა მსვლე­ლო­ბა. მარ­შრუტს წი­ნას­წარ არ ვამ­ბობთ, რო­გორც გა­დავ­წყვეტთ ისე ვივ­ლით ქა­ლაქ­ში. დიახ, ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩვენს ხელ­ში ვი­ღებთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას , “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” და პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ, რომ დიახ, ქუ­ჩა­ში წყდე­ბა დღეს[…] იმი­ტომ, რომ კონ­სტი­ტუ­ცია მო­პა­რუ­ლია და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ. ფორ­მე­ბი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” წი­ნას­წარ არ შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ვერ შეძ­ლებს ამ ქვეყ­ნის მარ­თვას”, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

ავტორი:

თბილისში ორი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს - რა ვითარებაა ახლა ცენტრალურ გამზირებზე?

თბილისში ორი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს - რა ვითარებაა ახლა ცენტრალურ გამზირებზე?

მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას.

მსვლელობის გამო, მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

  • ასევე, აქციის მონაწილეები გზაში შემხვედრებს პროტესტში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და წევრები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" წამოსული აქციის მონაწილეები შეუერთდებიან, რომელშიც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებიც მონაწილეობენ.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან” მსვლელობით წამოსულ აქტივისტებთან ერთად არის ელენე ხოშტარია, რომელმაც “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ სად დასრულდება დღევანდელი მსვლელობა, ამის შესახებ წინასწარ შეგნებულად არ საუბრობენ.

“ჩვენ ვართ ყოველდღიური ქუჩის პროტესტის რეჟიმში, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. რუსთაველზეც იყო უზარმაზარი ორი მიტინგი. ასევე, დავდივართ სხვადასხვა ქუჩაში. დღეს არის ორი ლოკაცია, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა. მარშრუტს წინასწარ არ ვამბობთ, როგორც გადავწყვეტთ ისე ვივლით ქალაქში. დიახ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ხელში ვიღებთ ძალაუფლებას , “კოალიცია ცვლილებისთვის” და პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ დიახ, ქუჩაში წყდება დღეს[…] იმიტომ, რომ კონსტიტუცია მოპარულია და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ფორმები იქნება სხვადასხვა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” წინასწარ არ შევატყობინებთ. “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს ამ ქვეყნის მართვას”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.