32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100-ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.
ჩვენებურმა ფინალურ შეხვედრაში 31 წლის იაპონელ, მსოფლიოს 78-ე ნომერ ტარო დანიელს ორ სეტში 7:5, 6:4 სძლია. ნიკას ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. მან 3 ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ გამოიმუშავა. მომდევნო კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 96 საფეხურით წაიწევს წინ და 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
ინფორმაციისთვის, ქართველმა 2021 წლის შემდეგ, მას მერე რაც მიუნხენში გაიმარჯვა, პირველი ტურნირი მოიგო.
ბასილაშვილი ახლა იაპონიაში, კერძოდ მაცუიამაში გასამართ 75-ქულიან ჩელენჯერზე გადაინაცვლებს, სადაც ძირითად ბადეში გახლავთ და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბელუჩის დაუპირისპირდება.
გილოცავ ნიკა!წარმატებები!!!!
ძალიან სასიხარულო ამბავია.გაიხარე,კარგია რომ შრომა დაგიფასდა.გისურვებ პირვე
"ლ რიგში ჯანმთელობას,სიმშვიდეს და ცხოვრებაში ყველგან გამარჯვებას.შვილის და მშობლების გახარებას.შენ საამაყო ქართველი ხარ.