პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წლის მოსწავლის ტყუილი, რომლის გამოც 18 წლის ჩეჩენმა რადიკალმა მასწავლებელი მოკლა - საფრანგეთში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსწავლის მამასაც გაასამართლებენ
13 წლის მოსწავლის ტყუილი, რომლის გამოც 18 წლის ჩეჩენმა რადიკალმა მასწავლებელი მოკლა - საფრანგეთში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსწავლის მამასაც გაასამართლებენ

ეს იყო მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ტყუ­ილ­მა გა­მო­იწ­ვია. 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ის­ლა­მის­ტმა ტე­რო­რის­ტმა მო­ძებ­ნა და თავი მოკ­ვე­თა პრო­ფე­სორ სა­მუ­ელ პა­ტის იმ დროს, რო­დე­საც არ­და­დე­გე­ბის წინა დღეს, პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნის სკო­ლი­დან გა­მო­დი­ო­და.

მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 47 წლის პატი, რო­მე­ლიც გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და, ინ­ტენ­სი­უ­რი ბუ­ლინ­გის კამ­პა­ნი­ის სა­მიზ­ნე. ეს კი იმის გამო მოხ­და, რომ მის­მა 13 წლის მოს­წავ­ლემ მას მუს­ლი­მი მოს­წავ­ლე­ებს დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ში დას­დო ბრა­ლი.

გო­გო­ნამ მა­მა­მისს უთხრა, რომ პა­ტიმ მუს­ლიმ მოს­წავ­ლე­ებს სთხო­ვა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ საკ­ლა­სო ოთა­ხი მა­ნამ, ვიდ­რე ის სხვა მოს­წავ­ლე­ებს სა­ტი­რულ გა­ზეთ "Charlie Hebdo:-ში და­ბეჭ­დილ წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რებს უჩ­ვე­ნებ­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, გო­გო­ნა იმ დღეს პა­ტის გაკ­ვე­თილ­ზე სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს ის­ტო­რია კი იმი­ტომ გა­მო­ი­გო­ნა, რომ სურ­და და­ე­მა­ლა სკო­ლი­დან, ცუდი ქცე­ვის გამო, მისი დრო­ე­ბით და­თხოვ­ნის ამ­ბა­ვი.

პა­ტიმ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ეთი­კის გაკ­ვე­თილ­ზე, საფ­რან­გე­თის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნებ­სა და "დი­ლე­მის" სა­კი­თხის გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. მან დას­ვა კი­თხვა, - უნდა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ თუ არა რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს #JeSuisCharlie ჰეშ­თე­გი, რო­მე­ლიც გა­ზე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად 2015 წლის იან­ვარ­ში, მის ოფის­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. შე­გახ­სე­ნებთ, მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რის გამო მომ­ხდარ თავ­დას­ხმას 12 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მაგ­რამ პა­ტის ბავ­შვე­ბის­თვის ოთა­ხის და­ტო­ვე­ბა არ უთხო­ვია - ამის ნაც­ვლად, მან უთხრა მათ, რომ შე­ეძ­ლოთ გვერ­დზე გა­ე­ხე­დათ, თუ ფიქ­რობ­დნენ, რომ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის.

თი­ნე­ი­ჯერ­მა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მან მა­მა­მისს უამ­ბო, უმ­ძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის ჯაჭვს გა­მო­იწ­ვევ­და, რაც 18 წლის ჩე­ჩენს, აბ­დუ­ლა ან­ზო­როვს იქამ­დე მი­იყ­ვან­და, რომ ნორ­მან­დი­ა­ში თა­ვი­სი სახ­ლი­დან მას­წავ­ლებ­ლის მო­საკ­ლა­ვად 100 კი­ლო­მეტ­რი გა­ევ­ლო მას შემ­დეგ, რაც ბავ­შვის გაბ­რა­ზე­ბულ­მა მა­მამ ეს ტყუ­ი­ლი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­ავ­რცე­ლა.

აბ­დუ­ლა ან­ზო­რო­ვი

მამა, ბრა­ჰიმ შნი­ნა, იქ­ნე­ბა იმ 8 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-ერთი, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა. შნი­ნას ბრა­ლად ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კავ­ში­რი ედე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­ში პა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის, მათ შო­რის ონ­ლა­ინ ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო, რომ­ლებ­შიც ის პა­ტის თავს ეს­ხმო­და და მას მისი იდენ­ტო­ბი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, სა­მიზ­ნედ ასა­ხე­ლებ­და.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, შნი­ნა მკვლე­ლო­ბამ­დე ცხრა­ჯერ და­უ­კავ­შირ­და ან­ზო­როვს, თუმ­ცა ის ამ ბრალ­დე­ბებს ამ დრომ­დე უარ­ყოფს.

რო­გორც და­კი­თხვი­სას მან პო­ლი­ცი­ას უთხრა, არას­დროს გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და ვი­დე­ოს, წარ­მოდ­გე­ნა რომ ჰქო­ნო­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის მკვლე­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის "მი­ლი­არ­დში ერთი შან­სი" არ­სე­ბობ­და.

და­ნარ­ჩენ პი­რებს ბრა­ლად ედე­ბათ კრი­მი­ნა­ლურ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რი და მსჯავ­რის და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 30 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ. ან­ზო­რო­ვის ორ მე­გო­ბარს კი ბრა­ლად ედე­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პა­ტის მკვლე­ლო­ბა­ში.

შნი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი და ხუთი სხვა ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლო­ბის დროს 13-დან 15 წლამ­დე ასა­კის იყ­ვნენ, გა­სულ წელს გა­ა­სა­მარ­თლეს. შნი­ნას ქა­ლიშ­ვილ­მა "ცი­ლის­წა­მე­ბი­სა და ყალ­ბი ბრალ­დე­ბე­ბის" გამო 18-თვი­ა­ნი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მი­ი­ღო.

და­ნარ­ჩე­ნი ხუთი თი­ნე­ი­ჯე­რი ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით კრი­მი­ნა­ლურ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში ცნეს დამ­ნა­შა­ვედ. გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სკო­ლი­დან გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაც­დე­ნე­ბის გამო და­ი­თხო­ვეს, პო­ლი­ცი­ას უთხრა, რომ მა­მის იმედ­გაც­რუ­ე­ბა არ უნ­დო­და და ამი­ტომ იც­რუა.

მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­დან ერთ-ერ­თმა ან­ზო­როვს პა­ტის აღ­წე­რი­ლო­ბა მი­ა­წო­და, ისე­ვე, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია მარ­შრუტ­ზე, რო­მელ­საც ის სკო­ლი­დან გა­დი­ო­და და ამას­თა­ნა­ვე, მას­წავ­ლებ­ლის თვალ­თვა­ლის­თვის სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­ქი­რა­ვა.

რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტი, 18 წლის ან­ზო­რო­ვი, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ექ­ვსი წლის ასაკ­ში, თა­ვის ჩე­ჩენ მშობ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და და თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო, და­კა­ვე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა.

ცნო­ბი­ლია, რომ სკო­ლას, რო­მელ­შიც სა­მუ­ელ პატი ას­წავ­ლი­და, მო­მა­ვა­ლი წლი­დან მისი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

წყა­რო

ავტორი:

13 წლის მოსწავლის ტყუილი, რომლის გამოც 18 წლის ჩეჩენმა რადიკალმა მასწავლებელი მოკლა - საფრანგეთში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსწავლის მამასაც გაასამართლებენ

13 წლის მოსწავლის ტყუილი, რომლის გამოც 18 წლის ჩეჩენმა რადიკალმა მასწავლებელი მოკლა - საფრანგეთში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც მოსწავლის მამასაც გაასამართლებენ

ეს იყო მკვლელობა, რომელიც ტყუილმა გამოიწვია. 2020 წლის ოქტომბერში, ისლამისტმა ტერორისტმა მოძებნა და თავი მოკვეთა პროფესორ სამუელ პატის იმ დროს, როდესაც არდადეგების წინა დღეს, პარიზის გარეუბნის სკოლიდან გამოდიოდა.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 47 წლის პატი, რომელიც გეოგრაფიასა და ისტორიას ასწავლიდა, ინტენსიური ბულინგის კამპანიის სამიზნე. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ მისმა 13 წლის მოსწავლემ მას მუსლიმი მოსწავლეებს დისკრიმინაციაში დასდო ბრალი.

გოგონამ მამამისს უთხრა, რომ პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს სთხოვა, დაეტოვებინათ საკლასო ოთახი მანამ, ვიდრე ის სხვა მოსწავლეებს სატირულ გაზეთ "Charlie Hebdo:-ში დაბეჭდილ წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს უჩვენებდა.

სინამდვილეში, გოგონა იმ დღეს პატის გაკვეთილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს ისტორია კი იმიტომ გამოიგონა, რომ სურდა დაემალა სკოლიდან, ცუდი ქცევის გამო, მისი დროებით დათხოვნის ამბავი.

პატიმ გამოსახულებები ეთიკის გაკვეთილზე, საფრანგეთის გამოხატვის თავისუფლების კანონებსა და "დილემის" საკითხის განსახილველად გამოიყენა. მან დასვა კითხვა, - უნდა გაეზიარებინათ თუ არა რიგით მოქალაქეებს #JeSuisCharlie ჰეშთეგი, რომელიც გაზეთის მხარდასაჭერად 2015 წლის იანვარში, მის ოფისზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოიყენებოდა. შეგახსენებთ, მუჰამედის კარიკატურის გამო მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

მაგრამ პატის ბავშვებისთვის ოთახის დატოვება არ უთხოვია - ამის ნაცვლად, მან უთხრა მათ, რომ შეეძლოთ გვერდზე გაეხედათ, თუ ფიქრობდნენ, რომ გამოსახულებები შეურაცხმყოფელი იქნებოდა მათთვის.

თინეიჯერმა ვერ გაითვალისწინა, რომ ისტორია, რომელიც მან მამამისს უამბო, უმძიმე მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევდა, რაც 18 წლის ჩეჩენს, აბდულა ანზოროვს იქამდე მიიყვანდა, რომ ნორმანდიაში თავისი სახლიდან მასწავლებლის მოსაკლავად 100 კილომეტრი გაევლო მას შემდეგ, რაც ბავშვის გაბრაზებულმა მამამ ეს ტყუილი სოციალურ მედიაში გაავრცელა.

აბდულა ანზოროვი

მამა, ბრაჰიმ შნინა, იქნება იმ 8 ზრდასრული ადამიანიდან ერთ-ერთი, რომლებიც მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე წარდგება. შნინას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედება სოციალური მედიაში პატის წინააღმდეგ კამპანიის, მათ შორის ონლაინ ვიდეოების გამოქვეყნების გამო, რომლებშიც ის პატის თავს ესხმოდა და მას მისი იდენტობისა და სამუშაო ადგილის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით, სამიზნედ ასახელებდა.

პროკურორების თქმით, შნინა მკვლელობამდე ცხრაჯერ დაუკავშირდა ანზოროვს, თუმცა ის ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.

როგორც დაკითხვისას მან პოლიციას უთხრა, არასდროს გამოაქვეყნებდა ვიდეოს, წარმოდგენა რომ ჰქონოდა, რომ მასწავლებლის მკვლელობის პროვოცირების "მილიარდში ერთი შანსი" არსებობდა.

დანარჩენ პირებს ბრალად ედებათ კრიმინალურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი და მსჯავრის დადების შემთხვევაში 30 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ანზოროვის ორ მეგობარს კი ბრალად ედება თანამონაწილეობა პატის მკვლელობაში.

შნინას ქალიშვილი და ხუთი სხვა ყოფილი მოსწავლე, რომლებიც მკვლელობის დროს 13-დან 15 წლამდე ასაკის იყვნენ, გასულ წელს გაასამართლეს. შნინას ქალიშვილმა "ცილისწამებისა და ყალბი ბრალდებების" გამო 18-თვიანი პირობითი სასჯელი მიიღო.

დანარჩენი ხუთი თინეიჯერი ძალადობის მიზნით კრიმინალურ შეთქმულებაში ცნეს დამნაშავედ. გოგონამ, რომელიც სკოლიდან გაკვეთილების გაცდენების გამო დაითხოვეს, პოლიციას უთხრა, რომ მამის იმედგაცრუება არ უნდოდა და ამიტომ იცრუა.

მსჯავრდადებული თინეიჯერებიდან ერთ-ერთმა ანზოროვს პატის აღწერილობა მიაწოდა, ისევე, როგორც ინფორმაცია მარშრუტზე, რომელსაც ის სკოლიდან გადიოდა და ამასთანავე, მასწავლებლის თვალთვალისთვის სხვა მოსწავლეები დაიქირავა.

რადიკალი ისლამისტი, 18 წლის ანზოროვი, რომელიც საფრანგეთში ექვსი წლის ასაკში, თავის ჩეჩენ მშობლებთან ერთად ჩავიდა და თავშესაფარი მიიღო, დაკავების დროს, პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.

ცნობილია, რომ სკოლას, რომელშიც სამუელ პატი ასწავლიდა, მომავალი წლიდან მისი სახელი დაერქმევა.

წყარო