პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი მიღწევა შეუძლია ლიტერატურას შიშის ეპოქაში? - ელიფ შაფაქის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
რისი მიღწევა შეუძლია ლიტერატურას შიშის ეპოქაში? - ელიფ შაფაქის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2024 წელს ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე თურ­ქი ავ­ტო­რის, ელიფ შა­ფა­ქის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი შე­ე­ხე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის როლს მათ დაძ­ლე­ვა­ში.

მწე­რა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რას უე­მო­ცი­ო­ბი­სა და გულ­გრი­ლო­ბის ან­ტი­დო­ტად მი­იჩ­ნევს. შა­ფა­ქი თა­ვის გა­მოს­ვლა­ში შე­ე­ხო მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ომებს, ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას, ეკო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მას.

გთა­ვა­ზობთ მისი გა­მოს­ვლის თარ­გმანს:

„უც­ნა­უ­რი დროა არ­სე­ბო­ბის­თვის, მწერ­ლო­ბის­თვის.

მკვეთ­რად პო­ლა­რი­ზე­ბულ და პო­ლი­ტი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც უთა­ნას­წო­რო­ბი­თა და ომე­ბით არის გა­წა­მე­ბუ­ლი, იმ სი­სას­ტი­კე­ში, რომ­ლის მი­ყე­ნე­ბაც ერ­თმა­ნე­თის­თვის და ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი სახ­ლის­თვის - დე­და­მი­წის­თვის შეგ­ვიძ­ლია, რისი მიღ­წე­ვის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ პო­ე­ტებ­სა და მწერ­ლებს? რო­გორ უნდა გქონ­დეს წარ­მო­სახ­ვის უნა­რი ან რო­გორ უნდა შექ­მნან ის­ტო­რი­ე­ბი, როცა და­ყო­ფა, დესტრუქ­ცია და მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი შენ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს?

შე­და­რე­ბით ასა­კი­ან ხალ­ხს ემახ­სოვ­რე­ბა ის­ტო­რი­ის სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტი, როცა მა­გა­ლი­თად, არც ისე დიდი ხნის წინ ოპ­ტი­მიზ­მი იგ­რძნო­ბო­და. ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი და­ე­ცა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა. ხალ­ხი სა­უბ­რობ­და „ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ტრი­უმფზე“. ვა­რა­უ­დებს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ ამი­ე­რი­დან მხო­ლოდ სწორ­ხა­ზოვ­ნად სი­ა­რუ­ლი და წინსვლა შეგ­ვეძ­ლო (ჩვენ­თვის, მწერ­ლე­ბის­თვის დრო სწორ­ხა­ზო­ვა­ნი არ არის. როცა ამ­ბავს წერ, გრძნობ, რომ დრო­ის მსვლე­ლო­ბა შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი). 1990-ია­ნე­ბის ბო­ლოს და 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ზე დიდი ოპ­ტი­მიზ­მით ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მო­დი­ო­და. ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­და, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებ­დნენ, ასე რომ დე­მოკ­რა­ტია ყველ­გან გა­ი­მარ­ჯვებ­და.

მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცია პირ­და­პირ ცოდ­ნას არ უდ­რის, თა­ვის მხრივ კი ცოდ­ნა არ უდ­რის სიბ­რძნეს.

დღეს ვცხოვ­რობთ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ფორ­მა­ცია, ცოტა ცოდ­ნა და კი­დევ უფრო ცოტა სიბ­რძნეა.

დამ­შვი­დე­ბა და პრო­ცე­სე­ბის შე­ნე­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა

ინ­ფორ­მა­ცი­ის ფრაგ­მენ­ტე­ბი წვი­მა­სა­ვით მო­დის. „სქ­როლ­ვა“ უკვე ჩვე­ვად გვექ­ცა და ეს იმ­დე­ნად სწრა­ფი პრო­ცე­სია, რომ ნა­ნა­ხის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის დრო არ გვრჩე­ბა. არ რჩე­ბა დრო აღ­ქმის, ასახ­ვი­სა და შეგ­რძნე­ბის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­კა­დი კი ცოდ­ნის ილუ­ზი­ას გვიქ­მნის. სი­მარ­თლე ისაა, რომ დიდი ხა­ნია დაგ­ვა­ვი­წყდა რო­გორ ვთქვათ, „არ ვიცი“. ამ სი­ტყვებს აღარ წარ­მოვ­თქვამთ. როცა რა­მე­ზე პა­სუ­ხი არ ვი­ცით, უბ­რა­ლოდ შეგ­ვიძ­ლია „დავ­გუ­გლოთ“ და ცოტა რამ ვთქვათ ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს ცოდ­ნა არ არის.

ნამ­დვი­ლი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად უბ­რა­ლოდ უნდა შე­ვა­ნე­ლოთ პრო­ცე­სი. ამის­თვის გვჭირ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ად­გი­ლე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ღია და გულ­წრფე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აზ­რთა გაც­ვლა-გა­მოც­ვლა. გვჭირ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ნე­ლე­ბაც, გვჭირ­დე­ბა წიგ­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სიბ­რძნეს, ამი­სათ­ვის მთე­ლი გული უნდა ჩავ­დოთ საქ­მე­სა და სა­უბ­რებ­ში. უნდა ავა­შე­ნოთ ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი. გვჭირ­დე­ბა ემ­პა­თია, ლი­ტე­რა­ტუ­რა.

მე იმას არ ვამ­ტკი­ცებ, რომ მწერ­ლე­ბი ბრძე­ნი ხალ­ხია. რა თქმა უნდა, ასე არ არის. იმის თქმა მინ­და, რომ რო­დე­საც მხატ­ვრულ ტექსტს ვქმნით, ჩვენ­ზე დიდ, ძველ ან თუნ­დაც ბრძნულ რა­ღა­ცებ­თან გვაქვს ერ­თგვა­რი კავ­ში­რე­ბი. ისეთ რა­ღა­ცებ­თან, რო­გო­რი­ცაა უძ­ვე­ლე­სი ხე­ლოვ­ნე­ბა, თხრო­ბის ტექ­ნი­კა. ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რია, არ ეკუთ­ვნის არ­ცერთ ტომს, რე­გი­ონ­სა თუ რე­ლი­გი­ას, ვერ მო­აქ­ცევ სა­ზღვრებ­ში.

რო­გორც ნო­ვე­ლისტს სიღ­რმი­სე­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს ეკო­ფე­მი­ნიზ­მი, რო­მე­ლიც წერ­ტი­ლოვ­ნად აკავ­ში­რებს ერთი შე­ხედ­ვით გან­ცალ­კე­ვე­ბულ სა­კი­თხებს. მა­გა­ლი­თად, დღეს მსოფ­ლი­ოს იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­თაც წყალ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ყვე­ლა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ, 7 ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში მდე­ბა­რე­ობს. ჩვე­ნი მდი­ნა­რე­ე­ბი დაშ­რო­ბის პი­რა­საა. ქა­ლე­ბი კი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არი­ან წყლის შემგრო­ვებ­ლე­ბი და გა­დამ­ტა­ნე­ბი. რო­დე­საც სი­ახ­ლო­ვეს წყა­ლი არ არის, ახალ­გაზ­რდა ქალი უნდა წა­ვი­დეს და მო­ი­ტა­ნოს ის. ეს მან­ძი­ლი კი ზრდის გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ წყლის რე­სურ­სის ამო­წურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხე­ზე ვსა­უბ­რობთ, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბა­ზეც. ხოლო თუ ვსა­უბ­რობთ გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე, აქვე უნდა ვიზ­რუ­ნოთ რა­სობ­რი­ვი უთა­ნას­წო­რო­ბის დაძ­ლე­ვა­ზეც.

მწერ­ლის გო­ნე­ბა ვერ იქ­ნე­ბა იზო­ლა­ცი­ო­ნის­ტუ­რი. თხრო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა კავ­ში­რე­ბის შექ­მნაა.

მთხრო­ბე­ლე­ბი და მეხ­სი­ე­რე­ბის შემ­ნა­ხა­ვე­ბი

მწერ­ლებს გვიყ­ვარს ის­ტო­რი­ე­ბი, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ და ვართ კი­დეც სი­ჩუ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი გუ­ლე­ბი და კალ­მე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად მათ­კენ მი­ი­წევს, ვისი ის­ტო­რი­ე­ბიც წა­შა­ლეს, და­ი­ვი­წყეს, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყეს.

ლი­ტე­რა­ტუ­რას პე­რი­ფე­რია ცენ­ტრის­კენ მიჰ­ყავს და აა­და­მი­ა­ნუ­რებს. სწო­რედ ამი­ტომ არი­ან მთხრო­ბე­ლე­ბი მეხ­სი­ე­რე­ბის შემ­ნა­ხა­ვე­ბი.

რო­მა­ნის­ტი ტონი მო­რი­სო­ნის­თვის და­მახ­სოვ­რე­ბა­სა და და­ვი­წყე­ბას შორი ბრძო­ლა იყო ის, რა­მაც თხრო­ბის­კენ უბიძ­გა.

ის­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი, რა­საც თურ­ქეთ­ში ას­წავ­ლი­ან, რამ­დე­ნი­მე ძლე­ვა­მო­სი­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის - სულ­თნე­ბის ამ­ბე­ბია. რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ქა­ლე­ბი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში? სად არის ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი? - სრუ­ლი სი­ჩუ­მეა. რას ნიშ­ნავ­და მა­შინ უმ­ცი­რე­სო­ბად: ქურთ გლე­ხად, სო­მეხ ვერ­ცხლისმჭედ­ლად, ებ­რა­ელ მე­წის­ქვი­ლედ, არაბ ფერ­მე­რად, ბერ­ძენ მე­ზღვა­უ­რად ყოფ­ნა? - სი­ჩუ­მე. შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ, მწერ­ლებს გვი­წევს, ის­ტო­რი­ის სიღ­რმე­ებ­ში, აღუ­წე­რელ ის­ტო­რი­ებ­ში ვე­ძე­ბოთ პა­სუ­ხე­ბი.

ჩვენ ასე­ვე უნდა და­ვა­კავ­ში­როთ და­წე­რი­ლი და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი კულ­ტუ­რე­ბი. ჰი­პე­რინ­ფორ­მა­ცი­ის, სწრა­ფი მოხ­მა­რე­ბი­სა და კლი­მა­ტის გა­ნად­გუ­რე­ბის ეპო­ქა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რა იმე­დი­სა და გამ­ძლე­ო­ბის აქტი უნდა იყოს.

შფოთვის ეპო­ქა­ში

ავ­ტორ­მა დო­რის ლე­სინ­გმა ლი­ტე­რა­ტუ­რას ერთხელ „მომ­ხდა­რის ანა­ლი­ზი“ უწო­და, რაც მეს­მის. მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა და ავ­ტო­რებს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის დრო სჭირ­დე­ბათ, შემ­დეგ კი დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რეტ­როს­პექ­ტი­უ­ლად აღვწერთ მათ.

თუმ­ცა­ღა ჩვენ დღეს ახალ სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯეთ. ვცხოვ­რობთ კო­ლაფ­სი­სა და ომე­ბის დრო­ში, იზ­რდე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცია, უთა­ნას­წო­რო­ბა, კრძა­ლა­ვენ წიგ­ნებს და იმის გამო, რომ ის­ტო­რი­ი­დან აღა­რაფ­რის სწავ­ლა აღარ შეგ­ვიძ­ლია, ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა იქ­ცეს არამ­ხო­ლოდ მომ­ხდა­რის შემ­დეგ ანა­ლი­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბად, არა­მედ მოვ­ლე­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მისი გად­მო­ცე­მის ინ­სტრუ­მენ­ტად.

მაგ­რამ რო­გორ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ წე­რის სურ­ვი­ლი შფოთვის ეპო­ქა­ში? რო­გორ უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ რწმე­ნა ერთი მხრივ წიგ­ნე­ბის და მე­ო­რე მხრივ მათი ძა­ლის მი­მართ, რომ სამ­ყა­როს შეც­ვლა შე­უძ­ლი­ათ? სა­ი­თაც არ უნდა გა­ი­ხე­დო, აღ­მო­სავ­ლე­თით, და­სავ­ლე­თით, ჩრდი­ლო­ე­თით თუ სამ­ხრე­თით, ყველ­გან შფოთ­ვას ებ­რძვი­ან, იქ­ნე­ბა ეს ახალ­გაზ­რდა თუ მო­ხუ­ცი. ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი შფოთ­ვა ყვე­ლა­ზე მოქ­მე­დებს, უბ­რა­ლოდ ზო­გი­ერთს უკეთ შე­უძ­ლია ამის და­მალ­ვა.

ასე რომ არის შფოთ­ვა, ბრა­ზი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა, წყე­ნა... ეს არის ეპო­ქა, რო­მელ­შიც ემო­ცი­ე­ბი წარ­მარ­თავს ან შლის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის გა­მოწ­ვე­ვებს, მაგ­რამ არის ერთი ემო­ცია, რო­მე­ლიც მა­ში­ნებს. მას შე­უძ­ლია, ყვე­ლა ემო­ცია და­გა­კარ­გვი­ნოს. ეს უგ­რძნობ­ლო­ბაა.

ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ხი­ფა­თო გახ­დე­ბა, თუ აპა­თი­ის ეპო­ქა­ში შე­ვალთ, თუ აღარ აგ­ვა­ღელ­ვებს იმა­ზე წერა და სა­უ­ბა­რი, თუ რა ხდე­ბა ღა­ზა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სუ­დან­ში... ეს იქ­ნე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც აღარ გვექ­ნე­ბა გრძნო­ბე­ბი, გავ­ხდე­ბით გულ­გრი­ლე­ბი, უე­მო­ცი­ო­ე­ბი. სწო­რედ ამის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებ­და ფი­ლო­სო­ფო­სი ჰანა არენ­დტი.

ლი­ტე­რა­ტუ­რა სწო­რედ ამი­სი ან­ტი­დო­ტია. მწერ­ლე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რე­ბენ ომსა და სი­ძულ­ვილს, მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მშვი­დო­ბის ჩი­რაღ­და­ნი, თა­ნა­არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ემ­პა­თია. ლი­ტე­რა­ტუ­რას აქვს ძალა, შეგ­ვახ­სე­ნოს ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც არის არა მხო­ლოდ დესტრუქ­ცი­უ­ლო­ბა და და­ყო­ფა, არა­მედ სი­ლა­მა­ზე, სო­ლი­და­რო­ბა, დობა და სიყ­ვა­რუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინეს
0

ეკატერინე რა კარგია რომ კიტხვა შეგიზლია და ზოგჯერ მაინც შეელევი ფბ და ტელეფონს. მე პირადად ყველაზე მეტ ისიამოვნებას კიტხვა მანიწებს და ხუმრობიტ ვამბობ, რომ ქალი ვარ რომელსაც ლიტერატურა უყვარდა! გურამ დოჩანაშვილის მიბაძვით. მე ახლა აუცილებლად გავეცნობო შაფაქს მიტ უფრო ქალი მწერალი რომ არის აინტერესოა. წარმატებები მას და შენც.

ეკატერინე
1

თითქმის ყველაფერს შეეხო!!! კარგი მწერალია, მე მომწონს! რაღაც ბოლო დროს ახალი არაფერი უთარგმნიათ ელიფ შაფაქის, შეიძლება ვცდები! წარმატებები მას!!!

ავტორი:

რისი მიღწევა შეუძლია ლიტერატურას შიშის ეპოქაში? - ელიფ შაფაქის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

რისი მიღწევა შეუძლია ლიტერატურას შიშის ეპოქაში? - ელიფ შაფაქის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2024 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თურქი ავტორის, ელიფ შაფაქის მთავარი სათქმელი შეეხებოდა თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევებსა და ლიტერატურის როლს მათ დაძლევაში.

მწერალი ლიტერატურას უემოციობისა და გულგრილობის ანტიდოტად მიიჩნევს. შაფაქი თავის გამოსვლაში შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ომებს, ქალებზე ძალადობას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას.

გთავაზობთ მისი გამოსვლის თარგმანს:

„უცნაური დროა არსებობისთვის, მწერლობისთვის.

მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მსოფლიოში, რომელიც უთანასწორობითა და ომებით არის გაწამებული, იმ სისასტიკეში, რომლის მიყენებაც ერთმანეთისთვის და ჩვენი ერთადერთი სახლისთვის - დედამიწისთვის შეგვიძლია, რისი მიღწევის იმედი უნდა ჰქონდეთ პოეტებსა და მწერლებს? როგორ უნდა გქონდეს წარმოსახვის უნარი ან როგორ უნდა შექმნან ისტორიები, როცა დაყოფა, დესტრუქცია და მსგავსი ქმედებები შენზე ხმამაღლა საუბრობს?

შედარებით ასაკიან ხალხს ემახსოვრება ისტორიის სხვადასხვა მომენტი, როცა მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ოპტიმიზმი იგრძნობოდა. ბერლინის კედელი დაეცა, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ხალხი საუბრობდა „ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფზე“. ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რომ ამიერიდან მხოლოდ სწორხაზოვნად სიარული და წინსვლა შეგვეძლო (ჩვენთვის, მწერლებისთვის დრო სწორხაზოვანი არ არის. როცა ამბავს წერ, გრძნობ, რომ დროის მსვლელობა შენზეა დამოკიდებული). 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ყველაზე დიდი ოპტიმიზმით ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებისგან მოდიოდა. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გავრცელება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა, ინფორმირებული მოქალაქეები ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, ასე რომ დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებდა.

მაგრამ ინფორმაცია პირდაპირ ცოდნას არ უდრის, თავის მხრივ კი ცოდნა არ უდრის სიბრძნეს.

დღეს ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ჭარბი რაოდენობით ინფორმაცია, ცოტა ცოდნა და კიდევ უფრო ცოტა სიბრძნეა.

დამშვიდება და პროცესების შენელება გვჭირდება

ინფორმაციის ფრაგმენტები წვიმასავით მოდის. „სქროლვა“ უკვე ჩვევად გვექცა და ეს იმდენად სწრაფი პროცესია, რომ ნანახის გაანალიზების დრო არ გვრჩება. არ რჩება დრო აღქმის, ასახვისა და შეგრძნებისთვის. ინფორმაციის უდიდესი ნაკადი კი ცოდნის ილუზიას გვიქმნის. სიმართლე ისაა, რომ დიდი ხანია დაგვავიწყდა როგორ ვთქვათ, „არ ვიცი“. ამ სიტყვებს აღარ წარმოვთქვამთ. როცა რამეზე პასუხი არ ვიცით, უბრალოდ შეგვიძლია „დავგუგლოთ“ და ცოტა რამ ვთქვათ ამ საკითხის შესახებ, თუმცა ეს ცოდნა არ არის.

ნამდვილი ცოდნის მისაღებად უბრალოდ უნდა შევანელოთ პროცესი. ამისთვის გვჭირდება კულტურული ადგილები, ლიტერატურული ფესტივალები, ღია და გულწრფელი ინტელექტუალური აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გვჭირდება ჟურნალისტური საქმიანობის შენელებაც, გვჭირდება წიგნები.

რაც შეეხება სიბრძნეს, ამისათვის მთელი გული უნდა ჩავდოთ საქმესა და საუბრებში. უნდა ავაშენოთ ემოციური ინტელექტი. გვჭირდება ემპათია, ლიტერატურა.

მე იმას არ ვამტკიცებ, რომ მწერლები ბრძენი ხალხია. რა თქმა უნდა, ასე არ არის. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მხატვრულ ტექსტს ვქმნით, ჩვენზე დიდ, ძველ ან თუნდაც ბრძნულ რაღაცებთან გვაქვს ერთგვარი კავშირები. ისეთ რაღაცებთან, როგორიცაა უძველესი ხელოვნება, თხრობის ტექნიკა. ეს უნივერსალურია, არ ეკუთვნის არცერთ ტომს, რეგიონსა თუ რელიგიას, ვერ მოაქცევ საზღვრებში.

როგორც ნოველისტს სიღრმისეულად მაინტერესებს ეკოფემინიზმი, რომელიც წერტილოვნად აკავშირებს ერთი შეხედვით განცალკევებულ საკითხებს. მაგალითად, დღეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც წყალზე ხელმისაწვდომობა ყველაზე შეზღუდული აქვთ, 7 ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. ჩვენი მდინარეები დაშრობის პირასაა. ქალები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან წყლის შემგროვებლები და გადამტანები. როდესაც სიახლოვეს წყალი არ არის, ახალგაზრდა ქალი უნდა წავიდეს და მოიტანოს ის. ეს მანძილი კი ზრდის გენდერული ნიშნით ძალადობის საფრთხეს. შესაბამისად, თუ წყლის რესურსის ამოწურვასთან დაკავშირებულ საფრთხეზე ვსაუბრობთ, ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ გენდერულ უთანასწორობაზეც. ხოლო თუ ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, აქვე უნდა ვიზრუნოთ რასობრივი უთანასწორობის დაძლევაზეც.

მწერლის გონება ვერ იქნება იზოლაციონისტური. თხრობის ხელოვნება კავშირების შექმნაა.

მთხრობელები და მეხსიერების შემნახავები

მწერლებს გვიყვარს ისტორიები, მაგრამ უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც სიჩუმით დაინტერესებულები. ჩვენი გულები და კალმები ავტომატურად მათკენ მიიწევს, ვისი ისტორიებიც წაშალეს, დაივიწყეს, ვინც საზოგადოებიდან გარიყეს.

ლიტერატურას პერიფერია ცენტრისკენ მიჰყავს და აადამიანურებს. სწორედ ამიტომ არიან მთხრობელები მეხსიერების შემნახავები.

რომანისტი ტონი მორისონისთვის დამახსოვრებასა და დავიწყებას შორი ბრძოლა იყო ის, რამაც თხრობისკენ უბიძგა.

ისტორიის დიდი ნაწილი, რასაც თურქეთში ასწავლიან, რამდენიმე ძლევამოსილი ავტორიტეტის - სულთნების ამბებია. როგორ ცხოვრობდნენ ქალები ოსმალეთის იმპერიაში? სად არის ქალების ისტორიები? - სრული სიჩუმეა. რას ნიშნავდა მაშინ უმცირესობად: ქურთ გლეხად, სომეხ ვერცხლისმჭედლად, ებრაელ მეწისქვილედ, არაბ ფერმერად, ბერძენ მეზღვაურად ყოფნა? - სიჩუმე. შესაბამისად ჩვენ, მწერლებს გვიწევს, ისტორიის სიღრმეებში, აღუწერელ ისტორიებში ვეძებოთ პასუხები.

ჩვენ ასევე უნდა დავაკავშიროთ დაწერილი და ზეპირსიტყვიერი კულტურები. ჰიპერინფორმაციის, სწრაფი მოხმარებისა და კლიმატის განადგურების ეპოქაში ლიტერატურა იმედისა და გამძლეობის აქტი უნდა იყოს.

შფოთვის ეპოქაში

ავტორმა დორის ლესინგმა ლიტერატურას ერთხელ „მომხდარის ანალიზი“ უწოდა, რაც მესმის. მოვლენები ხდება და ავტორებს გაანალიზებისთვის დრო სჭირდებათ, შემდეგ კი დაგვიანებით, რეტროსპექტიულად აღვწერთ მათ.

თუმცაღა ჩვენ დღეს ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ვცხოვრობთ კოლაფსისა და ომების დროში, იზრდება პოლარიზაცია, უთანასწორობა, კრძალავენ წიგნებს და იმის გამო, რომ ისტორიიდან აღარაფრის სწავლა აღარ შეგვიძლია, ლიტერატურა უნდა იქცეს არამხოლოდ მომხდარის შემდეგ ანალიზის შესაძლებლობად, არამედ მოვლენის მიმდინარეობისას მისი გადმოცემის ინსტრუმენტად.

მაგრამ როგორ უნდა შევინარჩუნოთ წერის სურვილი შფოთვის ეპოქაში? როგორ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა ერთი მხრივ წიგნების და მეორე მხრივ მათი ძალის მიმართ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ? საითაც არ უნდა გაიხედო, აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, ყველგან შფოთვას ებრძვიან, იქნება ეს ახალგაზრდა თუ მოხუცი. ეგზისტენციალური შფოთვა ყველაზე მოქმედებს, უბრალოდ ზოგიერთს უკეთ შეუძლია ამის დამალვა.

ასე რომ არის შფოთვა, ბრაზი, იმედგაცრუება, წყენა... ეს არის ეპოქა, რომელშიც ემოციები წარმართავს ან შლის პოლიტიკურ პროცესებს. ეს ყველაფერი ქმნის გამოწვევებს, მაგრამ არის ერთი ემოცია, რომელიც მაშინებს. მას შეუძლია, ყველა ემოცია დაგაკარგვინოს. ეს უგრძნობლობაა.

ვფიქრობ, ცხოვრება უფრო სახიფათო გახდება, თუ აპათიის ეპოქაში შევალთ, თუ აღარ აგვაღელვებს იმაზე წერა და საუბარი, თუ რა ხდება ღაზაში, უკრაინაში, სუდანში... ეს იქნება მომენტი, როდესაც აღარ გვექნება გრძნობები, გავხდებით გულგრილები, უემოციოები. სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებდა ფილოსოფოსი ჰანა არენდტი.

ლიტერატურა სწორედ ამისი ანტიდოტია. მწერლები ვერ შეაჩერებენ ომსა და სიძულვილს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მშვიდობის ჩირაღდანი, თანაარსებობის შესაძლებლობა და ემპათია. ლიტერატურას აქვს ძალა, შეგვახსენოს ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც არის არა მხოლოდ დესტრუქციულობა და დაყოფა, არამედ სილამაზე, სოლიდარობა, დობა და სიყვარული.