პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე
მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე

გმირ­თა მო­ე­დან­ზე მარ­შის „სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. მათ ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი.

ასე­ვე, მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ებს 17:00-ამდე პარ­ტია „ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ მსვლე­ლო­ბით გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

„ეს კულ­მი­ნა­ცი­ის მო­მენ­ტია, ჩვენ კარ­გად ვი­აზ­რებთ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი თა­ვი­სუ­ფალ, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­სა და რუ­სე­თის მო­ნო­ბა­ში მყოფ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ივა­ნიშ­ვილ­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 6 დღით ადრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან გზავ­ნილს მი­ი­ღებს, რომ ისი­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გზით ჩა­მო­შორ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სა­ნი­კი­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შეკ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გმირ­თა მო­ე­დან­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში კი­დევ 4 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.

  • კერ­ძოდ, 17:00 სა­ა­თი­დან მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, გმირ­თა მო­ე­დან­ზე, 300 არაგ­ვე­ლის ობე­ლის­კის (ორ­თა­ჭა­ლა) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე, ამაღ­ლე­ბი­სა და ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე (მთაწ­მინ­და) შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და მსვლე­ლო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ, სა­დაც შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მარშს „სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­პას“ შე­უ­ერ­თდე­ბა.

  • თბი­ლის­ში, მარ­შის­თვის „სა­ქარ­თვე­ლო ირ­ჩევს ევ­რო­კავ­შირს“ ემ­ზა­დე­ბი­ან

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი ამ წუ­თებ­ში რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე იკ­რი­ბე­ბა. მათ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ნე­რე­ბი და დრო­შე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია „ჩემი ხმა ევ­რო­კავ­შირს“, რო­მე­ლიც 30-ამდე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს.

ავტორი:

მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე

მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან - რა ხდება ადგილზე

გმირთა მოედანზე მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები იკრიბებიან. მათ ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი.

ასევე, მარშის მონაწილეებს 17:00-ამდე პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები შეუერთდებიან, რომლებიც შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

„ეს კულმინაციის მომენტია, ჩვენ კარგად ვიაზრებთ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, ეს არის რეფერენდუმი თავისუფალ, ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და რუსეთის მონობაში მყოფ სახელმწიფოს შორის. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის მტრებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ხელისუფლება არჩევნებამდე 6 დღით ადრე საზოგადოებისგან გზავნილს მიიღებს, რომ ისინი არჩევნების გზით ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

აქციის მონაწილეების შეკრების პარალელურად, გმირთა მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში კიდევ 4 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან.

  • კერძოდ, 17:00 საათიდან მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბებიან და მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარშს „საქართველო ირჩევს ევროპას“ შეუერთდება.

  • თბილისში, მარშისთვის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ემზადებიან

მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბება. მათ ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები და დროშები აქვთ მოტანილი. აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა ევროკავშირს“, რომელიც 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.