საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის დიდი შურისძიება და ღაზა ახალი რეალობის მოლოდინში: დადასტურდა იაჰია სინვარის მკვლელობა - რა არის ცნობილი "ჰამასის" სასტიკ ლიდერზე?
ისრაელის დიდი შურისძიება და ღაზა ახალი რეალობის მოლოდინში: დადასტურდა იაჰია სინვარის მკვლელობა - რა არის ცნობილი "ჰამასის" სასტიკ ლიდერზე?

"ჰა­მა­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, პო­ლიტ­ბი­უ­როს თავ­მჯდო­მა­რის ია­ჰია სინ­ვა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ის­რა­ელ კა­ციმ და­ა­დას­ტუ­რა - მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სინ­ვა­რი დღეს, ღა­ზის სექ­ტორ­ში მოკ­ლეს:

"ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო და მო­რა­ლუ­რი მიღ­წე­ვა ის­რა­ე­ლის­თვის და მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს გა­მარ­ჯვე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ირა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სინ­ვა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა გვაძ­ლევს მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს ყო­ვე­ლი­ვე ღა­ზა­ში ახალ რე­ა­ლო­ბას შექ­მნის - "ჰა­მა­სი­სა" და ირა­ნის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

IDF-ის ჯა­რის­კა­ცებს ჰა­მა­სის ლი­დე­რის ია­ჰია სინ­ვა­რის ცხე­და­რი გა­მო­აქვთ შე­ნო­ბი­დან, სა­დაც ის მოკ­ლეს რა­ფა­ში, ღა­ზა­ში

  • სწო­რედ სინ­ვა­რი იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­გეგ­მა 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმა ის­რა­ელ­ზე და მო­ჰა­მედ დი­ეფ­თან ერ­თად ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფაქ­ტობ­რივ სამ­ხედ­რო ლი­დერს წარ­მო­ად­გენ­და.

ვინ არის ია­ჰია სინ­ვა­რი?

ია­ჰია სინ­ვა­რი 1962 წელს ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ი­ბა­და. ის არის ჰა­მა­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Majd. ფრთა მარ­თავს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს, იძი­ებს ეჭ­ვმი­ტა­ნილ ის­რა­ე­ლის აგენ­ტებ­სა და თვალ­ყურს ადევ­ნებს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებს. სინ­ვა­რი სამ­ჯერ და­ა­კა­ვეს. 1988 წელს მე­სა­მე და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მას მი­ე­სა­ჯა ოთხი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა

თუმ­ცა, ის იყო 1027 პა­ლეს­ტი­ნელ და ის­რა­ე­ლელ არაბ პა­ტი­მარს შო­რის, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­მა ტყვედ მყო­ფი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სინ­ვა­რის სა­ხე­ლი “სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის“ შავ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. სინ­ვა­რი 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად ღა­ზას სექ­ტორ­ში.

"ჰა­მა­სის" ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი სინ­ვა­რი გახ­და

გა­ნათ­ლე­ბა

61 წლის სინ­ვა­რი, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი რო­გორც აბუ იბ­რა­ჰი­მი, და­ი­ბა­და ხან იუ­ნის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ღა­ზას სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში. მისი მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით აშ­კე­ლო­ნი­დან იყ­ვნენ.

ის სწავ­ლობ­და ხან იუ­ნის ვაჟ­თა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ღა­ზას ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არა­ბუ­ლი ენის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით.

ის­რა­ე­ლე­ლებ­მა სინ­ვა­რი პირ­ვე­ლად 1982 წელს 19 წლის ასაკ­ში “ის­ლა­მუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის“ და­ა­კა­ვეს, ხოლო მე­ო­რედ 1985 წელს. და­ახ­ლო­ე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში მან მო­ი­პო­ვა ჰა­მა­სის დამ­ფუძ­ნებ­ლის შეიხ აჰ­მედ ია­სი­ნის ნდო­ბა.

1987 წელს ჰა­მა­სის და­არ­სე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ მან შექ­მნა შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ალ-მაჯ­დი - მა­შინ მხო­ლოდ 25 წლის იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ალ-მაჯ­დი ის­რა­ელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. სინ­ვარს კი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სას­ტი­კად ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი.

სას­ტი­კი დის­ციპ­ლი­ნა

რო­დე­საც სინ­ვა­რი ღა­ზა­ში დაბ­რუნ­და, იგი მა­შინ­ვე მი­ი­ღეს ლი­დე­რად. ეს დიდ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მისი, რო­გორც “ჰა­მა­სის“ და­მა­არ­სებ­ლის პრეს­ტი­ჟით, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ­დე­ნი წელი ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში გა­ა­ტა­რა.

“ხალ­ხს ეში­ნო­და მისი - ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს არის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლავ­და ხალ­ხს. ის იყო ძა­ლი­ან მო­ძა­ლა­დე, აგ­რე­სი­უ­ლი და ამა­ვე დროს ქა­რიზ­მა­ტუ­ლი“, - წერს bbc.2013 წელს აირ­ჩი­ეს ჰა­მა­სის პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რად ღა­ზას სექ­ტორ­ში, 2017 წელს კი მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მრა­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი თვლის, რომ სინ­ვა­რის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ტყვე­თა გაც­ვლის ნა­წი­ლი, სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
4

რა დროს ჰამასი, ჰესბოლა და ისრალია. სადაა ახალ-ახალი ცნობები ქანიეზე, მის ტრაკუჩა ცენსორზე, სიმამრზე, სიდედრზე. სადაა რეპერი "შონ დიდი (ჩოილარი) კომბსის" სექსუალურ წვეულებებზე და მის "მსხვერპლ" ამერიკულ ელიტაზე?! აბა თქვენ იცით, მიაწექით პირველ ჩვენებას! 

დათოს
0

შენ რა მოსადში მუშაობ?

ავტორი:

ისრაელის დიდი შურისძიება და ღაზა ახალი რეალობის მოლოდინში: დადასტურდა იაჰია სინვარის მკვლელობა - რა არის ცნობილი "ჰამასის" სასტიკ ლიდერზე?

ისრაელის დიდი შურისძიება და ღაზა ახალი რეალობის მოლოდინში: დადასტურდა იაჰია სინვარის მკვლელობა - რა არის ცნობილი "ჰამასის" სასტიკ ლიდერზე?

"ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის, პოლიტბიუროს თავმჯდომარის იაჰია სინვარის გარდაცვალება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაციმ დაადასტურა - მისი ინფორმაციით, სინვარი დღეს, ღაზის სექტორში მოკლეს:

"ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალური მიღწევა ისრაელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს.

სინვარის განადგურება გვაძლევს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესაძლებლობას. ეს ყოველივე ღაზაში ახალ რეალობას შექმნის - "ჰამასისა" და ირანის კონტროლის გარეშე" - ნათქვამია განცხადებაში.

IDF-ის ჯარისკაცებს ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარის ცხედარი გამოაქვთ შენობიდან, სადაც ის მოკლეს რაფაში, ღაზაში

  • სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა.

ვინ არის იაჰია სინვარი?

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზას სექტორში დაიბადა. ის არის ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც Majd. ფრთა მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებსა და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მესამე დაპატიმრების შემდეგ მას მიესაჯა ოთხი უვადო პატიმრობა

თუმცა, ის იყო 1027 პალესტინელ და ისრაელელ არაბ პატიმარს შორის, რომელიც ისრაელმა ტყვედ მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2015 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა სინვარის სახელი “საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიტანა. სინვარი 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.

"ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერი სინვარი გახდა

განათლება

61 წლის სინვარი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც აბუ იბრაჰიმი, დაიბადა ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები წარმოშობით აშკელონიდან იყვნენ.

ის სწავლობდა ხან იუნის ვაჟთა საშუალო სკოლაში და მოგვიანებით დაამთავრა ღაზას ისლამური უნივერსიტეტი არაბული ენის ბაკალავრის ხარისხით.

ისრაელელებმა სინვარი პირველად 1982 წელს 19 წლის ასაკში “ისლამური საქმიანობისთვის“ დააკავეს, ხოლო მეორედ 1985 წელს. დაახლოებით ამ პერიოდში მან მოიპოვა ჰამასის დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის ნდობა.

1987 წელს ჰამასის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ მან შექმნა შიდა უსაფრთხოების ორგანიზაცია ალ-მაჯდი - მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო. მოგვიანებით მისი ყოფილი თანამებრძოლები აცხადებდნენ, რომ ორგანიზაცია ალ-მაჯდი ისრაელთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი. სინვარს კი უამრავი ადამიანი სასტიკად ჰყავდა მოკლული.

სასტიკი დისციპლინა

როდესაც სინვარი ღაზაში დაბრუნდა, იგი მაშინვე მიიღეს ლიდერად. ეს დიდწილად განპირობებული იყო მისი, როგორც “ჰამასის“ დამაარსებლის პრესტიჟით, რომელმაც თავისი ცხოვრების ამდენი წელი ისრაელის ციხეებში გაატარა.

“ხალხს ეშინოდა მისი - ბოლოს და ბოლოს, ეს არის ადამიანი, ვინც საკუთარი ხელით კლავდა ხალხს. ის იყო ძალიან მოძალადე, აგრესიული და ამავე დროს ქარიზმატული“, - წერს bbc.2013 წელს აირჩიეს ჰამასის პოლიტბიუროს წევრად ღაზას სექტორში, 2017 წელს კი მისი ხელმძღვანელი გახდა.

ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების მრავალი ოფიციალური პირი თვლის, რომ სინვარის ციხიდან გათავისუფლება, როგორც ტყვეთა გაცვლის ნაწილი, საბედისწერო შეცდომა იყო.