პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში... ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტიც" - ჩალაძე
"სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში...  ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტიც" - ჩალაძე
  • მთა­ვა­რი ფოტო: გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე

"ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რის, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ად­ვო­კატს შო­რის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დარ­ღვე­ვას შე­ე­ცა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის და­სუ­რა­თე­ბა და­ი­წყო, მა­შინ, როცა მას მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და შიგ­თავ­სის ნახ­ვა შე­ეძ­ლოთ.

"დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ე.წ. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც 12:00 სა­ათ­ზე იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, რო­გორც ყო­ველ­თვის ხდე­ბა, შე­ფერ­ხე­ბა იყო პრე­ზი­დენ­ტთან დაშ­ვე­ბი­სას. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტსა და ად­ვო­კატს შო­რის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დარ­ღვე­ვას შე­ე­ცა­და. მათ მო­ი­თხო­ვეს და­სუ­რა­თე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და შიგ­თავ­სის ნახ­ვაც შე­ეძ­ლოთ, მათ და­სუ­რა­თე­ბა და შემ­დეგ თა­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, ანუ ივა­ნიშ­ვილ­თან გა­დაგ­ზავ­ნა გა­და­წყვი­ტეს. ეს მოხ­და იმის­თვის, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შიგ­თავ­სი გა­ერ­კვი­ათ. ასე­თი წე­სე­ბი მხო­ლოდ გუ­ლა­გის დროს მახ­სენ­დე­ბა, სხვა დროს არ­სად მსოფ­ლი­ო­ში არ მომ­ხდა­რა. არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­და იმი­სა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი.

ეს არის ჩემი, რო­გორც ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, ასე­ვე პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, რო­გორც დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის, ეს არის ად­ვო­კატ­სა და კლი­ენტს შო­რის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დარ­ღვე­ვა და ეს არის დაბ­რუ­ნე­ბა უკან გუ­ლაგ­ში, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ივა­ნიშ­ვი­ლი აკე­თებს, მაგ­რამ რო­გორც არას­დროს გუ­ლაგს წარ­მა­ტე­ბა არ ექ­ნე­ბა და მო­მა­ვა­ლი მას არ აქვს. არა­ნა­ი­რი გან­მარ­ტე­ბა არ მიგ­ვი­ღია, ნა­ხეთ დღეს რო­გორც მო­ვე­დი. ეს არის ის ფორ­მა, დამ­ცი­ნა­ვი ფორ­მა, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ ერთ მი­ზანს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ ფა­რუ­ლი მოს­მე­ნა ხდე­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოთახ­ში და ჩურ­ჩუ­ლის და ყურ­ში სა­უბ­რის ნაც­ვლად, ხმა­მაღ­ლა მო­მი­წი­ოს სა­უ­ბა­რი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გონ. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ობი­ექ­ტე­ბი ვართ მეც და პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლიც“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში... ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტიც" - ჩალაძე

"სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება სააკაშვილის ოთახში...  ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტიც" - ჩალაძე
  • მთავარი ფოტო: გიორგი ჩალაძე სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა.

როგორც მან აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა დოკუმენტაციის დასურათება დაიწყო, მაშინ, როცა მას მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და შიგთავსის ნახვა შეეძლოთ.

"დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, როგორც ყოველთვის ხდება, შეფერხება იყო პრეზიდენტთან დაშვებისას. დოკუმენტაციაზე, რომელიც პრეზიდენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურია, პენიტენციური სამსახური კონფიდენციალურობის დარღვევას შეეცადა. მათ მოითხოვეს დასურათება. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური დათვალიერება და შიგთავსის ნახვაც შეეძლოთ, მათ დასურათება და შემდეგ თავის ხელმძღვანელობასთან, ანუ ივანიშვილთან გადაგზავნა გადაწყვიტეს. ეს მოხდა იმისთვის, რომ ამ დოკუმენტაციის შიგთავსი გაერკვიათ. ასეთი წესები მხოლოდ გულაგის დროს მახსენდება, სხვა დროს არსად მსოფლიოში არ მომხდარა. არაფერს ემსახურება ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალიან შეშინებული.

ეს არის ჩემი, როგორც ადვოკატის უფლებების დარღვევა, ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის უფლების დარღვევა, როგორც დაცვის ქვეშ მყოფი პირის, ეს არის ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურობის დარღვევა და ეს არის დაბრუნება უკან გულაგში, რასაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი აკეთებს, მაგრამ როგორც არასდროს გულაგს წარმატება არ ექნება და მომავალი მას არ აქვს. არანაირი განმარტება არ მიგვიღია, ნახეთ დღეს როგორც მოვედი. ეს არის ის ფორმა, დამცინავი ფორმა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ სავარაუდოდ ფარული მოსმენა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ოთახში და ჩურჩულის და ყურში საუბრის ნაცვლად, ხმამაღლა მომიწიოს საუბარი და ყველაფერი გაიგონ. ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ ფარული მიყურადების ობიექტები ვართ მეც და პრეზიდენტი სააკაშვილიც“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.