პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?  - ინტერვიუ სპეციალისტთან
როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?  - ინტერვიუ სპეციალისტთან

დუ­ბაი მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბით, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვი­თა და კრი­მი­ნა­ლის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლა­ქია ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, დუ­ბაი არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ად­გი­ლი, სა­დაც ბევ­რი შრო­მი­თა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბით ექ­სპა­ტე­ბი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ახერ­ხე­ბენ.

დუ­ბა­ი­ში სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ცხოვ­რებ­ლის მო­ძი­ე­ბი­სას დიდ როლს თა­მა­შობს სწო­რი კონ­ტაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ ხარ­ჯე­ბის და­ზოგ­ვა­ში და სწრა­ფად ადაპ­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ.

რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ ქა­ლაქ­ში მუ­შა­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რა დო­კუ­მენ­ტე­ბია ამის­თვის სა­ჭი­რო და რო­მე­ლი ვა­კან­სი­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია Diana Holiday-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დუ­ბა­ის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერ­ტი, დი­ა­ნა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს.

და­საქ­მე­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს დუ­ბა­ი­ში და რო­მე­ლი სფე­რო­ე­ბია ექ­სპა­ტე­ბის­თვის უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი?

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ჰა­ბია დუ­ბაი, სა­დაც რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის, ისე ექ­სპა­ტე­ბის­თვის ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. დუ­ბა­ი­ში მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი, გრან­დი­ო­ზუ­ლი, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი და ბიზ­ნე­სე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­საქ­მე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი აქ არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წლე­ბია, დუ­ბა­ი­ში ვცხოვ­რობ და გარ­კვე­უ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და, შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სფე­რო­ე­ბი: აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი (CEO), ვებ­დე­ვე­ლო­პე­რი, სამ­შე­ნებ­ლო დი­რექ­ტო­რი, მფრი­ნა­ვი, IT სპე­ცი­ა­ლის­ტი, ექი­მი (მა­გა­ლი­თად ქი­რურ­გი) და მარ­კე­ტო­ლო­გი (ვა­კან­სია გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დია მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­ში). ამას­თან, ბიზ­ნე­სის რე­გის­ტრა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვი­სა და რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გამო დუ­ბა­ი­ში და­ფუძ­ნე­ბულ სტარ­ტა­პებს გან­ვი­თა­რე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს.

ჩა­მოთ­ვლილ პო­ზი­ცი­ებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 50 000 დირ­ჰა­მია (და­ახ­ლო­ე­ბით 13 600$) და იზ­რდე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით. კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტის შრო­მა აქ აუ­ცი­ლებ­ლად ფას­დე­ბა.

რო­გორ იღებს უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას, რა მო­თხოვ­ნე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მან ამის­თვის?

ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად დიდი ენერ­გია, შრო­მა და ალ­ბათ იღ­ბა­ლიც არის სა­ჭი­რო. არ უნდა და­ნებ­დე და სა­კუ­თა­რი თავი ბო­ლომ­დე მო­სინ­ჯო.

იმი­სათ­ვის, რომ დუ­ბა­ი­ში და­საქმდეთ, ინ­გლი­სუ­რი ენის ფლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­ვე ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ კავ­ში­რე­ბი. ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ ხოლ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან და მთხო­ვენ, და­ვაკ­ვა­ლი­ა­ნო სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, იქ­ნე­ბა ეს ცხოვ­რე­ბი­სა თუ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა და სა­ცხოვ­რებ­ლის მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბით მო­ძი­ე­ბა. მე ყო­ველ­თვის მზად ვარ, კონ­სულ­ტა­ცია გა­გი­წი­ოთ.

დუ­ბა­ი­ში სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი პლატ­ფორ­მა Linkedin-ია. გა­სა­უბ­რე­ბას გა­ივ­ლით ონ­ლა­ინ და დას­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ვი­ზი­სა და სხვა სა­ბუ­თე­ბის ხარ­ჯებს. აქვე გე­ტყვით, რომ შე­საძ­ლოა, თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და თქვენ­თვის ბო­ლომ­დე მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბი არ გქონ­დეთ, მაგ­რამ მა­ინც გირ­ჩევთ გა­რის­კვას, რად­გან კომ­პა­ნი­ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ცათ, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე და­საქ­მე­ბუ­ლი­ყა­ვით. შემ­დეგ უკვე თქვე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­გე­ცე­მათ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რო­ბე­ბიც.

თუ სამ­სა­ხუ­რის დის­ტან­ცი­უ­რად მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გხიბ­ლავთ და მა­ინც ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე გა­გი­ჭირ­დე­ბათ, რად­გან ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ამი­ტო­მაც გირ­ჩევთ, სა­ქარ­თვე­ლო­დან­ვე და­ი­ჭი­როთ თა­და­რი­გი, გა­და­ავ­ლოთ თვა­ლი ვა­კან­სი­ებს და და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­ით ჩა­მოხ­ვი­დეთ.

დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უნდა გქონ­დეთ სამ­სა­ხუ­რი ან პი­რი­ქით - ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა და შემ­დეგ შეძ­ლებთ და­საქ­მე­ბას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ა­მი­რო­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არ ანი­ჭე­ბენ, მათ მხო­ლოდ სა­მუ­შაო ვი­ზის ან ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

სა­ინ­ტე­რე­სოა სწო­რედ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი. რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ სა­მუ­შაო ვიზა ან დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა?

ვი­ზის მი­ღე­ბა რთუ­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ გარ­კვე­ულ პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე. არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა ტი­პის ვიზა:

  1. სა­მუ­შაო ვიზა - როცა თა­ვად ხარ და­საქ­მე­ბუ­ლი;
  2. სპონ­სო­რის ვიზა - მა­გა­ლი­თად მე­უღ­ლეს ან ოჯა­ხის სხვა წევ­რს აქვს სამ­სა­ხუ­რი, მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს უზ­რუნ­ველ­ყოფს;
  3. ფლობთ უძ­რავ ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა მი­ლი­ონს და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას ყო­ველ 2-3 წე­ლი­წად­ში ერთხელ აახ­ლებთ;
  4. ბიზ­ნეს ვიზა - დო­კუ­მენ­ტი გე­ნი­ჭე­ბათ მა­შინ, თუკი თვი­თონ არე­გის­ტრი­რებთ ბიზ­ნესს და მარ­თავთ მას;
  5. 10-წლი­ა­ნი ოქ­როს ვიზა - ეს დუ­ბა­ის ახა­ლი პრო­ექ­ტია და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც აღ­მოჩ­ნდა. ოქ­როს ვიზა გე­ნი­ჭე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი გაქვთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ცხოვ­რობთ არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში და ერთ კომ­პა­ნი­ა­ში 5 წელ­ზე მე­ტია მუ­შა­ობთ ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­გი­ძღვით ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ხართ მეც­ნი­ე­რი, მკვლე­ვა­რი და ა.შ.

რა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სა­ა­მი­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა, რაც ბევ­რის­თვის ერ­თგვა­რი შო­კიც არის ხოლ­მე. იმი­სათ­ვის, რომ არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი უფრო მკა­ფი­ოდ და­გა­ნა­ხოთ, ორი ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვა­რი­ან­ტი გან­ვი­ხი­ლოთ:

1-ლი ვა­რი­ან­ტი: დუ­ბა­ი­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დია. 3-4-სუ­ლი­ან ოჯახს მი­ნი­მუმ ორ­სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი აპარ­ტა­მენ­ტი დას­ჭირ­დე­ბა, რომ­ლის ფა­სიც თვე­ში 1500-3000$-დან იწყე­ბა და შე­იძ­ლე­ბა 10 000$-ს გა­დას­ცდეს. ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ზე. ამას ემა­ტე­ბა კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ 500$-ის ოდე­ნო­ბით და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და კვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1000$-დან ზე­მოთ. არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს სკო­ლის ხარ­ჯე­ბიც: ექ­სპა­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი იწყე­ბა 1000 დირ­ჰა­მი­დან (და­ახ­ლო­ე­ბით 270$) და იზ­რდე­ბა 8 000 დირ­ჰა­მამ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით 2200$).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, ზო­გად ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით ბი­უ­ჯე­ტუ­რი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი­სა თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის პოვ­ნა მა­ინც შე­გიძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ კვე­ბის ობი­ექ­ტში კვე­ბა შე­იძ­ლე­ბა 10$ და­გიჯ­დეთ, მა­შინ, როცა ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში ერთი სა­დი­ლის ფასი შე­იძ­ლე­ბა 3000$ და მეტი იყოს.

მე-2 ვა­რი­ან­ტი: დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რო­ბენ ისე­თი ექ­სპა­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც თვი­დან თვემ­დე თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის მუ­შა­ო­ბენ ძა­ლი­ან ცუდ პი­რო­ბებ­ში და და­ბალ ხელ­ფას­ზე. ძველ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს უბ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც „პა­ტა­რა ინ­დო­ეთ­სა“ და „პა­ტა­რა ბან­გლა­დეშს“ ეძა­ხი­ან. დუ­ბა­ის გან­ვი­თა­რე­ბულ ნა­წილ­თან შე­და­რე­ბით აქ ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი საკ­მა­ოდ და­ბალ დო­ნე­ზეა, ვერც საკ­ვე­ბის ხა­რისხზე ვი­ტყო­დი კარ­გს და ვერც სა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე. აქ მხო­ლოდ ლო­გინს თუ იქი­რა­ვებ­დით.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თუ გაქვთ მო­ტი­ვა­ცია, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის პერ­სპექ­ტი­ვა და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, შეძ­ლებთ მარ­ტო ან ოჯახ­თან ერ­თად პირ­ველ ვა­რი­ანტს გას­წვდეთ.

რამ­დე­ნად მა­ღა­ლია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან დუ­ბა­ი­ში და­საქ­მე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

დიახ, ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით, ისე და­საქ­მე­ბი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით გაზ­რდი­ლია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა შე­გიძ­ლია ვინ­მეს­გან მი­ი­ღო ზუს­ტი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩახ­ვი­დე დუ­ბა­ი­ში, სა­დაც უკვე დაგ­ხვდე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, რომ­ლე­ბის­თვი­საც ენის ბა­რი­ე­რის არ არ­სე­ბო­ბა და სან­დო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დუ­ბა­ი­ში სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რებ­თან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თეთ დი­ა­ნა ნა­ნუ­აშ­ვილს ფე­ის­ბუ­ქის ან ინ­სტაგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ან და­უ­კავ­შირ­დით WatsApp-ით ნო­მერ­ზე +971 50 713 4372.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა ღირს დუ­ბა­ი­ში ბი­ნის შე­ძე­ნა ან და­ქი­რა­ვე­ბა და რა შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებთ რე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბას? - ინ­ტერ­ვიუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ექ­სპერტ დი­ა­ნა ნა­ნუ­აშ­ვილ­თან

NS

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.......
0

ყველამ ერთად რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთოთ საქმე დავიწყოთ ქუჩების და უპატრონო ძაღლების მოვლით, დავიცვათ სისუფთავე, მოვუაროთ ჩვენ მოხუცებს, ბავშვებს, ერთმანეთის ჭამა გლეჯას დავანებოთ თავი და ვიცხოვროთ სიყვარულით და თანადგომით, ერთმანეთის ჯიბრით ქონების და ფულის შოვნის მანია გვერდზე გადავდოთ და ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა და ერთმანეთი ამაზე კარგს რამეს ვინმე სადმე გააკეთებს? რატომ ვეძებთ სულ ბოროტებას და რატომ ვართ სულ უკმაყოფილო, საკუთარ თავს მოვკითხოთ ის ყველაფერი რასაც ჩვენ სხვას ვთხოვთ და არც დუბაი დაგვჭირდება არც ამერიკა და არც ევროპა ვიცხოვრებთ მშვიდად ჩვენს ულამაზეს საქართველოში. 

დიახთ!
0

ხალხნო და ჯამაათნო! ამ გოგოს კოორდინატები მომეცით ვინმემ ,,ეს რა მემართება, სული მეხუთება, ეს გოგო თუ არ ჩამეხუტება,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?  - ინტერვიუ სპეციალისტთან

როგორ შეგიძლიათ მიიღოთ დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?  - ინტერვიუ სპეციალისტთან

დუბაი მაღალანაზღაურებადი სამსახურებით, დასაქმების შესაძლებლობებით, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და კრიმინალის დაბალი მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ცხოვრებისა და მუშაობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ხარჯები საკმაოდ მაღალია, დუბაი არის შესაძლებლობების ადგილი, სადაც ბევრი შრომითა და თვითგანვითარებით ექსპატები თავის დამკვიდრებას ახერხებენ.

დუბაიში სამსახურისა და საცხოვრებლის მოძიებისას დიდ როლს თამაშობს სწორი კონტაქტები, რომელიც დაგეხმარებათ ხარჯების დაზოგვაში და სწრაფად ადაპტაციის შესაძლებლობას მოგცემთ.

როგორ უნდა მივიღოთ ქალაქში მუშაობისა და ცხოვრების უფლების უფლება, რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო და რომელი ვაკანსიებია ყველაზე მოთხოვნადი, ამის შესახებ დეტალურად საუბრობს ტურისტული კომპანია Diana Holiday-ს დამფუძნებელი და დუბაის უძრავი ქონების ექსპერტი, დიანა ნანუაშვილი, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს.

დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს დუბაიში და რომელი სფეროებია ექსპატებისთვის უფრო მიმზიდველი?

არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური ჰაბია დუბაი, სადაც როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ექსპატებისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. დუბაიში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, გრანდიოზული, მრავალმილიონიანი პროექტები და ბიზნესებია თავმოყრილი, შესაბამისად, დასაქმებისა და პროფესიული წარმატების მიღწევისთვის ყველა პირობაა შექმნილი. პროფესიონალი, მოტივირებული და შრომისმოყვარე ადამიანები აქ არსებული ბიზნესებისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

იქიდან გამომდინარე, რომ წლებია, დუბაიში ვცხოვრობ და გარკვეული პროფესიული გამოცდილება დამიგროვდა, შემიძლია დავასახელო ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სფეროები: აღმასრულებელი დირექტორი (CEO), ვებდეველოპერი, სამშენებლო დირექტორი, მფრინავი, IT სპეციალისტი, ექიმი (მაგალითად ქირურგი) და მარკეტოლოგი (ვაკანსია განსაკუთრებით მოთხოვნადია მსხვილ კომპანიებში). ამასთან, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამო დუბაიში დაფუძნებულ სტარტაპებს განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს.

ჩამოთვლილ პოზიციებზე მინიმალური ანაზღაურება 50 000 დირჰამია (დაახლოებით 13 600$) და იზრდება სამუშაო ადგილისა და კვალიფიკაციის მიხედვით. კონკურენცია მაღალია, თუმცა სპეციალისტის შრომა აქ აუცილებლად ფასდება.

როგორ იღებს უცხოეთის მოქალაქე დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მან ამისთვის?

ჩემი გამოცდილებით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში წარმატების მისაღწევად დიდი ენერგია, შრომა და ალბათ იღბალიც არის საჭირო. არ უნდა დანებდე და საკუთარი თავი ბოლომდე მოსინჯო.

იმისათვის, რომ დუბაიში დასაქმდეთ, ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია. ასევე ძალიან დაგეხმარებათ კავშირები. ხშირად მომმართავენ ხოლმე საქართველოდან და მთხოვენ, დავაკვალიანო სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ცხოვრებისა თუ მუშაობის უფლების მოპოვება და საცხოვრებლის მისაღები პირობებით მოძიება. მე ყოველთვის მზად ვარ, კონსულტაცია გაგიწიოთ.

დუბაიში სამსახურის მოძიების თვალსაზრისით ყველაზე პრაქტიკული პლატფორმა Linkedin-ია. გასაუბრებას გაივლით ონლაინ და დასტურის შემთხვევაში, დამსაქმებელი კომპანია სრულად უზრუნველყოფს ვიზისა და სხვა საბუთების ხარჯებს. აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, თავდაპირველად მაღალი ანაზღაურება და თქვენთვის ბოლომდე მისაღები პირობები არ გქონდეთ, მაგრამ მაინც გირჩევთ გარისკვას, რადგან კომპანიამ შესაძლებლობა მოგცათ, გამოცდილების გარეშე დასაქმებულიყავით. შემდეგ უკვე თქვენი მოტივაციის, ცოდნისა და უნარების შესაბამისად მოგეცემათ კარიერული ზრდის საშუალება, შესაბამისად, გაგიუმჯობესდებათ პირობებიც.

თუ სამსახურის დისტანციურად მოძიების შესაძლებლობა არ გხიბლავთ და მაინც ჩამოსვლა გადაწყვიტეთ, კავშირების გარეშე გაგიჭირდებათ, რადგან ცხოვრების ხარჯები საკმაოდ მაღალია. ამიტომაც გირჩევთ, საქართველოდანვე დაიჭიროთ თადარიგი, გადაავლოთ თვალი ვაკანსიებს და დასაქმების გარანტიით ჩამოხვიდეთ.

დუბაიში ცხოვრების უფლების მისაღებად უნდა გქონდეთ სამსახური ან პირიქით - ცხოვრების უფლება და შემდეგ შეძლებთ დასაქმებას. გასათვალისწინებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საამიროებში მოქალაქეობას არ ანიჭებენ, მათ მხოლოდ სამუშაო ვიზის ან ცხოვრების უფლების მიღება შეუძლიათ.

საინტერესოა სწორედ დოკუმენტაციის ნაწილი. როგორ უნდა მივიღოთ სამუშაო ვიზა ან დუბაიში ცხოვრების უფლება?

ვიზის მიღება რთული არ არის, უბრალოდ გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე. არსებობს სხვადასხვა ტიპის ვიზა:

  1. სამუშაო ვიზა - როცა თავად ხარ დასაქმებული;
  2. სპონსორის ვიზა - მაგალითად მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრს აქვს სამსახური, მაღალი შემოსავალი და თქვენი ცხოვრების ხარჯებს უზრუნველყოფს;
  3. ფლობთ უძრავ ქონებას, რომელიც აღემატება მილიონს და ცხოვრების უფლებას ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ აახლებთ;
  4. ბიზნეს ვიზა - დოკუმენტი გენიჭებათ მაშინ, თუკი თვითონ არეგისტრირებთ ბიზნესს და მართავთ მას;
  5. 10-წლიანი ოქროს ვიზა - ეს დუბაის ახალი პროექტია და პროფესიონალთა შესანარჩუნებლად საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. ოქროს ვიზა გენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ უმაღლესი განათლება, ცხოვრობთ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და ერთ კომპანიაში 5 წელზე მეტია მუშაობთ ან განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით ქვეყნის განვითარებაში, ხართ მეცნიერი, მკვლევარი და ა.შ.

რა გადასახადების გადახდის ვალდებულება აქვს უცხოეთის მოქალაქეს დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის შემთხვევაში?

თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საამიროებში არსებული გადასახადები საქართველოსგან მკვეთრად განსხვავდება, რაც ბევრისთვის ერთგვარი შოკიც არის ხოლმე. იმისათვის, რომ არსებული სურათი უფრო მკაფიოდ დაგანახოთ, ორი ურთიერთსაპირისპირო ვარიანტი განვიხილოთ:

1-ლი ვარიანტი: დუბაიში ყველაზე ძვირი უძრავი ქონების გადასახადია. 3-4-სულიან ოჯახს მინიმუმ ორსაძინებლიანი აპარტამენტი დასჭირდება, რომლის ფასიც თვეში 1500-3000$-დან იწყება და შეიძლება 10 000$-ს გადასცდეს. ბინის ღირებულება დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და საცხოვრებელ პირობებზე. ამას ემატება კომუნალური გადასახადები საორიენტაციოდ 500$-ის ოდენობით და ტრანსპორტირება და კვება დაახლოებით 1000$-დან ზემოთ. არ უნდა გამოგვრჩეს სკოლის ხარჯებიც: ექსპატებისთვის ყოველთვიური გადასახადი იწყება 1000 დირჰამიდან (დაახლოებით 270$) და იზრდება 8 000 დირჰამამდე (დაახლოებით 2200$).

მიუხედავად იმისა, რომ დუბაიში ცხოვრების ხარჯები საკმაოდ მაღალია, ზოგად ფასებთან შედარებით ბიუჯეტური კვების ობიექტებისა თუ საცხოვრებელი ბინების პოვნა მაინც შეგიძლიათ. მაგალითად, ზოგიერთ კვების ობიექტში კვება შეიძლება 10$ დაგიჯდეთ, მაშინ, როცა ძვირადღირებულ რესტორნებში ერთი სადილის ფასი შეიძლება 3000$ და მეტი იყოს.

მე-2 ვარიანტი: დუბაიში ცხოვრობენ ისეთი ექსპატებიც, რომლებიც თვიდან თვემდე თვითგადარჩენისთვის მუშაობენ ძალიან ცუდ პირობებში და დაბალ ხელფასზე. ძველ ქალაქში არსებობს უბნები, რომლებსაც „პატარა ინდოეთსა“ და „პატარა ბანგლადეშს“ ეძახიან. დუბაის განვითარებულ ნაწილთან შედარებით აქ ჰიგიენური პირობები საკმაოდ დაბალ დონეზეა, ვერც საკვების ხარისხზე ვიტყოდი კარგს და ვერც საცხოვრებლებზე. აქ მხოლოდ ლოგინს თუ იქირავებდით.

რომ შევაჯამოთ, თუ გაქვთ მოტივაცია, პროფესიული ზრდის პერსპექტივა და მაღალი კვალიფიკაცია, შეძლებთ მარტო ან ოჯახთან ერთად პირველ ვარიანტს გასწვდეთ.

რამდენად მაღალია მომართვიანობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დუბაიში დასაქმებასა და ცხოვრების უფლების მიღებასთან დაკავშირებით?

დიახ, ხშირად მომმართავენ როგორც ტურისტული მიზნებით, ისე დასაქმებისა და უძრავი ქონების თაობაზე. ბოლო პერიოდში ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შეგიძლია ვინმესგან მიიღო ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია და მომზადებული ჩახვიდე დუბაიში, სადაც უკვე დაგხვდება გარანტირებული სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებისთვისაც ენის ბარიერის არ არსებობა და სანდო რეკომენდაციების მიღება მნიშვნელოვანია.

დუბაიში სამოგზაურო ტურებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ დიანა ნანუაშვილს ფეისბუქის ან ინსტაგრამის საშუალებით ან დაუკავშირდით WatsApp-ით ნომერზე +971 50 713 4372.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ღირს დუბაიში ბინის შეძენა ან დაქირავება და რა შემთხვევაში მიიღებთ რეზიდენტის უფლებას? - ინტერვიუ უძრავი ქონების ექსპერტ დიანა ნანუაშვილთან

NS