პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

რი­გით მე­ო­თხე „ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“, თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტის მხარ­და­ჭე­რით, 4-9 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა. 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ნო­თე­ატრ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეს­ტი­ვა­ლი მა­ყუ­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზებს პროგ­რა­მე­ბის ფარ­თო სპექტრს. კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­სა და რეტ­როს­პექ­ტი­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა მო­ი­ცავს მას­ტერკლა­სებს, ვორ­ქშო­პებს, დის­კუ­სი­ებს და პრე­ზენ­ტა­ცი­ებს.

წელს სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში იხი­ლავთ 25 ფილ­მს, რო­მელ­თა შო­რი­სა­ცაა: კა­ნის, ლო­კარ­ნოს, სან­დენ­სის, ტო­რონ­ტოს, ტრი­ეს­ტეს, კე­ლერ­მონ-ფე­რა­ნი­სა და სხვა ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

სა­კონ­კურ­სო ფილ­მებს შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს და გა­დას­ცემს ოქ­როს დი­ნო­ზავრს, სამ კა­ტე­გო­რი­ა­ში: სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი და სა­უ­კე­თე­სო ოპე­რა­ტო­რი.

ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რეა FIPRESCI-ის წევ­რი, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტი ბარ­ბა­რა ლო­რეი დე ლა­შა­რი­ე­რი. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არი­ან: მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი, კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი არ­ჩილ ახვლე­დი­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი რა­მა­ზან კი­ლი­ჩი.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­პა­ტიო სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა ეს­პა­ნუ­რი და მსოფ­ლიო კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი მა­რი­სა პა­რე­დე­სი, მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა და­ეს­წროს ფილ­მებს, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ამას­თა­ნა­ვე ის ჩა­ა­ტა­რებს მას­ტერკლასს ქალი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სათ­ვის, გა­ი­მარ­თე­ბა მსა­ხი­ობ­თან შეხ­ვედ­რაც, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც ყვე­ლა მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა.

წელს რე­ჟი­სო­რი ფო­კუს­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რა, პედ­რო ალ­მო­დო­ვა­რია, რომ­ლის 75-ე იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა მისი ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვა. ამას­თა­ნა­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ემა კო­ე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა, ამით ფეს­ტი­ვა­ლი აგ­რძე­ლებს მსოფ­ლიო კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქალი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის წვლი­ლის წარ­მო­ჩე­ნას.

2024 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბით კი­ნო­თე­ატრსა და ღია სივ­რცე­ებ­ში აღ­ვნიშ­ნავთ ქარ­თვე­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღებს და ვაჩ­ვე­ნებთ მათ ფილ­მებს სპე­ცი­ა­ლურ სექ­ცი­ებ­ში: ნატო ვაჩ­ნა­ძე 120, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე 100, სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვი 100, ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნი 90, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი 90, რეზო ესა­ძე-90" ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე 85, გი­ორ­გი გერ­სა­მია-85, გი­ორ­გი ბე­რი­ძე-70, ტატო კო­ტე­ტიშ­ვი­ლი-65, მიშა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი 65, ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 65.

R

ავტორი:

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

რიგით მეოთხე „ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 4-9 ოქტომბერს ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს პროგრამების ფართო სპექტრს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.

წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები.

საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.

ჟიურის თავმჯდომარეა FIPRESCI-ის წევრი, კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ბარბარა ლორეი დე ლაშარიერი. ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, კინოოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი რამაზან კილიჩი.

ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი მარისა პარედესი, მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს, მისი მონაწილეობით, ამასთანავე ის ჩაატარებს მასტერკლასს ქალი მსახიობებისათვის, გაიმართება მსახიობთან შეხვედრაც, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.

წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება, ამით ფესტივალი აგრძელებს მსოფლიო კინოს განვითარებაში ქალი კინემატოგრაფისტების წვლილის წარმოჩენას.

2024 წელს სპეციალური ჩვენებებით კინოთეატრსა და ღია სივრცეებში აღვნიშნავთ ქართველი კინემატოგრაფისტების საიუბილეო თარიღებს და ვაჩვენებთ მათ ფილმებს სპეციალურ სექციებში: ნატო ვაჩნაძე 120, თენგიზ აბულაძე 100, სერგო ფარაჯანოვი 100, ლომერ ახვლედიანი 90, ოთარ იოსელიანი 90, რეზო ესაძე-90,, ირაკლი კვირიკაძე 85, გიორგი გერსამია-85, გიორგი ბერიძე-70, ტატო კოტეტიშვილი-65, მიშა კალატოზიშვილი 65, ლიკა ქავჟარაძე 65.

R