პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა

ბა­ზის­ბან­კი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს ახა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბა­ზის­ბანკსა და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 16 წლის წინ და­ი­წყო და დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა.

ამ­ჯე­რად, ბა­ზის­ბან­კის მხარ­და­ჭე­რით, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბის ცე­რე­მო­ნია ილი­ა­უ­ნის E კორ­პუ­სის ღია სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნეს და ახალ­წვე­უ­ლებს ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბა მი­უ­ლო­ცეს ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძემ და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქე­თე­ვან და­რახვე­ლი­ძემ.

„ბა­ზის­ბან­კი, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, ახა­ლი თა­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მუდ­მი­ვი მხარ­დამ­ჭე­რია. გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი ვართ, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ში და მო­მა­ვალ­შიც არა­ერ­თხელ ვი­ტყვით მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ტყვას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“- ბა­ზის­ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თა­მარ ხა­დუ­რი.

ბა­ზის­ბან­კი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს ილი­ა­უ­ნის მა­გის­ტრე­ბის გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, მა­გის­ტრა­ტუ­რი­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ჟი­რე­ბა­სა და და­საქ­მე­ბას ბან­კში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის აღ­ჭურ­ვა­ში.

R

ავტორი:

ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

პირველკურსელთა მიღების ცერემონია ილიაუნის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან დარახველიძემ.

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით.“- ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.

R