საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის მტრად პასპორტით ქართველი, უსამშობლო "ნაცმოძრაობა" მოევლინებოდა" - ივანიშვილი
"აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის მტრად პასპორტით ქართველი, უსამშობლო "ნაცმოძრაობა" მოევლინებოდა" - ივანიშვილი

ამ უსამ­შობ­ლო ხალ­ხმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პა­სუ­ხი უნდა აგოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე: სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ზე, ბიზ­ნე­სის რე­კეტ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე. ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მო­იკ­ვე­თოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­კო­მა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­დან, თუ გვინ­და, რომ მო­ჯა­დო­ე­ბულ, ჩა­კე­ტილ წრე­ზე აღარ გა­ვაგ­რძე­ლოთ სი­ა­რუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თე­ლავ­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „სწო­რედ ამი­ტომ, ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს და დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნოს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბის, ამავდრო­უ­ლად კი უმ­კაც­რე­სად გა­სა­მარ­თლე­ბის სა­კი­თხი“.

ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რო­ბას დებს, რომ „ამ პრო­ცესს წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა!“

„მო­გე­სალ­მე­ბით კა­ხე­ლე­ბო, გი­ლო­ცავთ ალა­ვერ­დო­ბას! მი­ვე­სალ­მე­ბი თე­ლავს, გურ­ჯა­ანს, ახ­მე­ტას, ყვა­რელს, სიღ­ნაღს, ლა­გო­დეხს, სა­გა­რე­ჯოს, დე­დოფ­ლის­წყა­როს! მი­ვე­სალ­მე­ბი აქ მცხოვ­რებ თუ­შებ­სა და ხევ­სუ­რებს, მი­ვე­სალ­მე­ბი პან­კი­სელ ქის­ტებს, ჩვენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს: ყა­რა­ჯა­ლე­ლებს, იორ­მუ­ღან­ლო­ე­ლებს, კა­ბა­ლე­ლებს; მი­ვე­სალ­მე­ბი კა­ხე­თის მი­წა­ზე მცხოვ­რებ ჩვენს სომ­ხებს. მო­გე­სალ­მე­ბით პა­ტა­რა კა­ხის, დიდი ერეკ­ლეს შთა­მო­მავ­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს უან­გა­რო პატ­რი­ო­ტებს!

კა­ხე­თი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეს და­ლოც­ვი­ლი კუ­თხე, სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტია. ასე იყო უწი­ნაც, ასე არის ახ­ლაც!

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­ტო­რი­ამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლა გარ­გუ­ნათ ბე­დად და თქვენც, პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­დით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, გმი­რუ­ლად იცავ­დით ჩვენს მიწა-წყალ­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბას.

დღეს რომ სა­ქარ­თვე­ლო ცო­ცხა­ლია და ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუ­დ­ნის, ამა­ში თქვე­ნი ლო­მის წვლი­ლია.

ის­ტო­რი­ულ­მა ქარ­ტე­ხი­ლებ­მა კა­ხე­ლებს მებ­რძო­ლი სული და უდ­რე­კი ბუ­ნე­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლი­ბათ, მაგ­რამ გე­ნი­ა­ლუ­რი ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი­ვით ნა­თელ და ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნე­ბად დარ­ჩით, კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი­ვით ძარ­ღვი­ან, ღირ­სე­ულ ქა­ლე­ბად და კა­ცე­ბად!

„მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა - სამი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯე დაგ­ვრჩა ჩვენ მამა-პა­პა­თა­გან: თუ ამათ არ ვუ­პატ­რო­ნეთ, რა კა­ცე­ბი ვიქ­ნე­ბით, რა პა­სუხს გავ­ცემთ შთა­მო­მავ­ლო­ბას?“ - წერ­და ჩვე­ნი ერის მამა, ამ კუ­თხის შვი­ლი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. კაცი, რო­მელ­მაც მთე­ლი სი­ცო­ცხლე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხი­სათ­ვის ბრძო­ლას და მათ კე­თილ­დღე­ო­ბას მი­უ­ძღვნა.

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ფაქ­ტია, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და ხალ­ხი მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­შიც, 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს, ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი­სა და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლის - ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რი­სა და რწმე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იბ­რძო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც, წე­სით, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ეც­ვა, თუმ­ცა, უცხო­ელ პატ­რო­ნებ­თან ერ­თად, ისი­ნი პი­რი­ქით მოქ­მე­დებ­დნენ - ახა­ლი ქარ­თვე­ლის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ვის­თვი­საც უცხო იქ­ნე­ბო­და ის ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­ზეც იზ­რდე­ბოდ­ნენ, იზ­რდე­ბი­ან და მად­ლო­ბა ღმერ­თს, მო­მა­ვალ­შიც გა­იზ­რდე­ბი­ან ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი.

ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლი იყო ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რის - ვა­ზი­სა და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, თა­ნაც სად?! ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში, სა­დაც ღვი­ნო საკ­რა­ლუ­რი სას­მე­ლია. სა­დაც კა­ხელ­მა კაც­მა ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომე­ბის ქარ-ცე­ცხლში გა­მო­ა­ტა­რა თა­ვი­სი მთა­ვა­რი გან­ძი და ფა­სე­უ­ლო­ბა - ქარ­თუ­ლი ვაზი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას შე­მო­უ­ნა­ხა ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც დღეს იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი!

თუკი კა­ხე­ლი და ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა და დამ­ცი­რე­ბა გინ­და, მისი იდენ­ტო­ბის ამ ერთ-ერთ მთა­ვარ ნა­წილს უხე­შად უნდა შე­ე­ხო. ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს იმ ხალ­ხმა იცის, ვინც დღეს კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხეს წარ­მო­ად­გენს და ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კამ­პა­ნი­ას დღე­საც აგ­რძე­ლებს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვიხ­სე­ნოთ ის შემ­ზა­რა­ვი დრო, რო­დე­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ჟიმ­მა კა­ხე­ლი კაცი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, რომ შვი­ლი­ვით ნა­ზარ­დი ვაზი, ჩვე­ნი ფეს­ვი, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცის წყა­რო სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ე­ჩე­ხა... აღა მაჰ­მად ხა­ნის შე­მო­სე­ვებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი კა­ხე­ლი ადა­მი­ა­ნი ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს იფიქ­რებ­და, რომ ქარ­თუ­ლი ვა­ზის თა­ნა­მედ­რო­ვე მტრად პას­პორ­ტით ქარ­თვე­ლი, გო­ნე­ბით კი უსამ­შობ­ლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მო­ევ­ლი­ნე­ბო­და.

ღვი­ნის სამ­შობ­ლო­ში ამა­ზე უა­რე­სი თით­ქოს რაღა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ ქარ­თველ კაცს, მი­თუ­მე­ტეს კა­ხელს, ვა­ზის მოვ­ლა­ზე აეღო ხელი, მაგ­რამ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სიც შეძ­ლო - ტე­რო­რი­თა და სი­ღა­რი­ბით და­ძა­ბუ­ნე­ბულ ქვე­ყა­ნას ომის უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტე­ხა თავს.

უბე­დუ­რე­ბა, რაც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში დატ­რი­ალ­და, სწო­რედ მათ სინ­დის­ზეა. სწო­რედ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ტრა­გე­დი­ა­ზე, რაც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის ფა­სად დაგ­ვიჯ­და!

ამ ხალ­ხმა ჯერ წა­გე­ბუ­ლი ომი აზე­ი­მა მო­სახ­ლე­ო­ბას, შემ­დეგ კი ცნო­ბილ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რით და ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა­ზე და­თან­ხმე­ბით, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა თა­ვად აღი­ა­რა! დღეს, არც ერთი მათ­გა­ნი არ ცდი­ლობს სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის უარ­ყო­ფას, რად­გან იმ­დე­ნად ნა­თე­ლია მათი ნა­მოქ­მე­და­რი, რომ უტიფ­რო­ბით ცნო­ბი­ლი ომის პარ­ტი­ის წევ­რე­ბი თით­ქოს შე­ე­გუვ­ნენ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომის გა­ჩა­ღე­ბა­ში მხი­ლე­ბას.

ამ და­ნა­შა­უ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვე­რა­სო­დეს გა­ი­მარ­თე­ბა წელ­ში, თუ ამ ღა­ლატს პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა არ მი­ე­ცე­მა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, პო­ლი­ტი­კუ­რად მათ უკვე გა­ი­ფორ­მეს ომის და­წყე­ბის და­ნა­შა­უ­ლი ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე, ხოლო რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში, არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბი­სა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვოს და დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნოს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხა­დე­ბის, ამავდრო­უ­ლად კი უმ­კაც­რე­სად გა­სა­მარ­თლე­ბის სა­კი­თხი. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ამ პრო­ცესს წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა!

გარ­და ამი­სა, ამ უსამ­შობ­ლო ხალ­ხმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პა­სუ­ხი უნდა აგოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებ­ზე: სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბა­ზე, ბიზ­ნე­სის რე­კეტ­ზე, ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე. ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მო­იკ­ვე­თოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­კო­მა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­დან, თუ გვინ­და, რომ მო­ჯა­დო­ე­ბულ, ჩა­კე­ტილ წრე­ზე აღარ გა­ვაგ­რძე­ლოთ სი­ა­რუ­ლი.

დღეს ყვე­ლა თვალ­ნათ­ლივ ვხე­დავთ, რომ ეს რა­დი­კა­ლუ­რი ძალა, მის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო თუ მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უცხო ძა­ლის ინ­ტე­რესს ატა­რე­ბენ და ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ომის უბე­დუ­რე­ბა­ში გახ­ვი­ონ. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ძა­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი აგენ­ტუ­რის ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან გაქ­რო­ბას უპი­რე­ბენ. ემ­ზა­დე­ბი­ან იმი­სათ­ვის, რაც ვერც ერ­თმა დამ­პყრო­ბელ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე!

ამის პა­ტი­ე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი არ მოვ­თხო­ვოთ ხალ­ხს, რო­მელ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ ფა­სად დაბ­რუ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ომის ქარ-ცე­ცხლში გახ­ვე­ვაა?!

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იწო­ნებს იმით, რომ დღეს კა­ხელ გლეხს შრო­მა უფას­დე­ბა და მის მო­სა­ვალს რის­კე­ბის­გან ვა­ზღვევთ, რომ ყუ­რძნის ფასი გავ­ზარ­დეთ და გა­სა­ღე­ბის მოშ­ლი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბი აღ­ვად­გი­ნეთ, რომ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ და ამ მად­ლი­ან კუ­თხე­ში არ­ცერ­თი გოჯი მიწა აღარ რჩე­ბა და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, რად­გან ნი­ჭი­ერ, გამ­რჯე ხალ­ხს სა­კუ­თა­რი შრო­მით ღირ­სე­უ­ლი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ კა­ხე­ლი კაცი დღეს წელ­შია გა­მარ­თუ­ლი, რად­გან იცის - სა­ხელ­მწი­ფო უმაგ­რებს ზურგს და მისი შრო­მა ფას­დე­ბა, მთე­ლი რიგი შე­ღა­ვა­თე­ბი­თა და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბით კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუ­წყობთ ხელს.

თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კა­ხეთ­მა ახა­ლი სი­ცო­ცხლე შე­ი­ძი­ნა; მო­წეს­რიგ­და და გან­ვი­თარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ვა­შე­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­გის­ტრა­ლებს და აე­რო­პორ­ტს, რა­მაც ამ კუ­თხის სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ზრდას შე­უ­წყო ხელი. უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის, კულ­ტუ­რი­სა და ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის მქო­ნე კა­ხე­თი სა­ოც­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ამ კუ­თხის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­ნა­ხუ­ლად გა­ი­ზარ­და.

რთვე­ლის შემ­დეგ კა­ხე­ლე­ბი წლის მო­სა­ვალს ლო­ცავთ. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი, რა­ზეც ვი­სა­უბ­რე, მათ შო­რის ის, რომ დღეს სა­ხელ­მწი­ფოს ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია, ის რომ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვის სა­გა­ნია, ის რომ ერ­თად ავა­შე­ნეთ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც და­ცუ­ლია ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა უფ­ლე­ბა, აზ­რი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გვაქვს გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ბიზ­ნე­სი და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლად ვცხოვ­რობთ, სწო­რედ ის საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო მო­სა­ვა­ლია, რო­მელ­საც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს ერ­თად ჩა­ვუ­ყა­რეთ სა­ფუძ­ვე­ლი. მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც მო­ვუ­ა­რეთ, ვზრდი­დით და მის შე­დე­გებს, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და მშვი­დო­ბის სა­ხით, დღეს სა­კუ­თარ თავ­ზე ვიმ­კით.

ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი შრო­მით, ერ­თად, მი­ვაღ­წი­ეთ და რა თქმა უნდა, შე­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ!

მო­მა­ვალ­შიც, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა თქვენ­გან­მა, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­რძნოს, ამავდრო­უ­ლად კი სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­რუ­ლებთ სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის, უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის მიერ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ფსევ­დო-ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თავს მოხ­ვე­ვის ძა­ლა­დობ­რივ მცდე­ლო­ბებს, რაც ოჯა­ხის, ეროვ­ნუ­ლო­ბის, რწმე­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი!

დღეს ჩვენ ჩარ­თულ­ნი ვართ არა მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, არა­მედ ბრძო­ლა­ში მშვი­დო­ბის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, ამ ბრძო­ლის მთა­ვა­რი ას­პა­რე­ზი კი 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია.

ესაა ბრძო­ლა ჩვე­ნი დიდი ხნის ნატ­ვრის ასას­რუ­ლებ­ლა­დაც - კვლავ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვი­ხი­ლოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით, შე­რი­გე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თშენ­დო­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი!

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უცხო ქვეყ­ნე­ბის აგენ­ტე­ბი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს მათ რე­ა­ლურ მი­ზანს – სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის რე­ჟიმ­ში იყოს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე გა­დის.

26 ოქ­ტომ­ბერს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს გვაქვს მზა­ო­ბა, რომ სა­ჭი­რო მო­მენ­ტში, ქვე­ყა­ნა სა­კონ­სტი­ტუ­ციო მო­წყო­ბის ისეთ მო­დელ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ავიხ­დი­ნოთ ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ოც­ნე­ბა - კვლავ ვი­ხი­ლოთ ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო!

და­სას­რულს, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რა­საც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებთ დღის წეს­რიგ­ში - მზად ვართ გა­დავ­დგათ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დაც­ვის და გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც ავ­სა­ხოთ!

თუმ­ცა, ნუ­რა­ვინ იფიქ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის რო­ლის გა­მოკ­ვე­თით, რო­მე­ლი­მე რე­ლი­გი­ურ კონ­ფე­სი­ას რა­ი­მე ტი­პის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას; პი­რი­ქით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სწო­რედ იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ სხვა­დას­ხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ხალ­ხს ერ­თმა­ნე­თის რე­ლი­გი­ის უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა გვაქვს, სა­ხელ­მწი­ფო კი თა­ნაბ­რად ზრუ­ნავს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად მისი ეროვ­ნე­ბი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კონ­ფე­სი­ე­ბის დაც­ვი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი, რო­გორც დღემ­დე, შემ­დგომ­შიც, რა თქმა უნდა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა!

თქვე­ნი, კა­ხე­ლე­ბის ხმა კოს­მოს­ში ის­მის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხმა­მაღ­ლა გა­ის­მე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც, სა­დაც ქუდ­ზე - კაცი გა­მოხ­ვალთ და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებთ: ომსა და მშვი­დო­ბას, ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე, ოჯახ­ზე, რწმე­ნა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და იმ მი­უ­ღე­ბელ მო­ცე­მუ­ლო­ბას შო­რის, რაც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და უცხო­ელ აქ­ტო­რებს ევ­რო­პუ­ლო­ბად სურთ რომ გა­ა­სა­ღონ.

კა­ხე­ლე­ბი პირ­და­პი­რი ხალ­ხი ხართ, მი­კი­ბულ-მო­კი­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი არ გიყ­ვართ, ამი­ტომ მეც პირ­და­პირ გე­ტყვით - 26 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა და­უ­ჭი­როთ მხა­რი! მწამს, რომ ერეკ­ლე მე­ფის მა­გი­ნებ­ლე­ბის ად­გი­ლი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის. სწო­რედ ერეკ­ლე მე­ფის ღირ­სე­ბის­თვის, მისი სა­ხე­ლით უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი უნდა გას­ცეთ კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“.

მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, მხო­ლოდ ღირ­სე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ! მრა­ვალ­ჟა­მი­ერ ის­მო­დეს ჩვე­ნი კე­თი­ლი, უტე­ხი ხმა ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და მთელს მსოფ­ლი­ო­ში!" - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ავტორი:

"აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის მტრად პასპორტით ქართველი, უსამშობლო "ნაცმოძრაობა" მოევლინებოდა" - ივანიშვილი

"აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის მტრად პასპორტით ქართველი, უსამშობლო "ნაცმოძრაობა" მოევლინებოდა" - ივანიშვილი

ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი“.

ივანიშვილი პირობას დებს, რომ „ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!“

„მოგესალმებით კახელებო, გილოცავთ ალავერდობას! მივესალმები თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიღნაღს, ლაგოდეხს, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს! მივესალმები აქ მცხოვრებ თუშებსა და ხევსურებს, მივესალმები პანკისელ ქისტებს, ჩვენს აზერბაიჯანელებს: ყარაჯალელებს, იორმუღანლოელებს, კაბალელებს; მივესალმები კახეთის მიწაზე მცხოვრებ ჩვენს სომხებს. მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს!

კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც!

საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.

დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.

ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!

„მამული, ენა, სარწმუნოება - სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ - წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას და მათ კეთილდღეობას მიუძღვნა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის - ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები - საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ - ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.

ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის - ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ-ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა - ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი!

თუკი კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.

შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა... აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა.

ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით უარესიც შეძლო - ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს.

უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!

ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.

ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის - სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.

თავს ვიწონებთ იმით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, ვაშენებთ საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალებს და აეროპორტს, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი. უძველესი ისტორიის, კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე კახეთი საოცრად მიმზიდველი გახდა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ კუთხის ტურისტული პოტენციალი არნახულად გაიზარდა.

რთველის შემდეგ კახელები წლის მოსავალს ლოცავთ. ყოველივე ზემოთქმული, რაზეც ვისაუბრე, მათ შორის ის, რომ დღეს სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი ადამიანია, ის რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია, ის რომ ერთად ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი და დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებულ ქვეყანაში, თავისუფლად ვცხოვრობთ, სწორედ ის საშვილიშვილო მოსავალია, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთად ჩავუყარეთ საფუძველი. მოსავალი, რომელსაც მოვუარეთ, ვზრდიდით და მის შედეგებს, კეთილდღეობისა და მშვიდობის სახით, დღეს საკუთარ თავზე ვიმკით.

ამ ყველაფერს ჩვენი შრომით, ერთად, მივაღწიეთ და რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ!

მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, ამავდროულად კი საბოლოოდ დავასრულებთ სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!

დასასრულს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში - მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება!

თქვენი, კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ქუდზე - კაცი გამოხვალთ და უალტერნატივო არჩევანს გააკეთებთ: ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.

კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით - 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროთ მხარი! მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! მრავალჟამიერ ისმოდეს ჩვენი კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში!" - განაცხადა ივანიშვილმა.