საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, მსოფლიო ლიდერები კი მხარეებს დროებითი ზავის დადებას სთხოვენ - მორიგ მასშტაბურ კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯი რჩება
ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, მსოფლიო ლიდერები კი მხარეებს დროებითი ზავის დადებას სთხოვენ - მორიგ მასშტაბურ კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯი რჩება

ის­რა­ე­ლის არ­მი­ის სარ­დალ­მა ჰერ­ცი ჰა­ლე­ვიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ლი­ბან­ში სახ­მე­ლე­თო შეჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ჰა­ლე­ვის თქმით, ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს ლი­ბა­ნის სა­ზღვარ­ზე და უფრო შო­რე­ულ რა­ი­ო­ნებ­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, რათა გზა გა­უხ­სნან სახ­მე­ლე­თო შეჭ­რას, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მცხოვ­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში “ჰეზ­ბო­ლას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხის გა­რე­შე.

სარ­დლის ცნო­ბით, სახ­მე­ლე­თო სამ­ხედ­რო ინ­ვა­ზი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ­ში ორი და­მა­ტე­ბი­თი ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს.

თა­ვის მხრივ, ლი­ბა­ნის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის ალი ჰა­მი­ეს თქმით, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს “ჰეზ­ბო­ლას“ პო­ლი­ტი­კურ ფრთას - აღ­ნიშ­ნუ­ლი შეჭ­რა ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის მძი­მე შე­დე­გე­ბით დას­რულ­დე­ბა.

ის­რა­ელ­მა მა­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი ლი­ბა­ნის ნა­წილ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო. და­ი­ღუ­პა 600-მდე ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი და­ტო­ვეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­ბა­ნურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა “ჰეზ­ბო­ლამ“ თელ-ავი­ვის­კენ ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა. ის­რა­ე­ლის არ­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, რა­კე­ტა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

“ჰეზ­ბო­ლა“ ირ­წმუ­ნე­ბა, რომ დარ­ტყმის სა­მიზ­ნე იყო ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო მო­სა­დის შტაბ-ბინა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თელ-ავი­ვის გა­რე­უ­ბან­ში. თუმ­ცა, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ რა­კე­ტა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რა­ი­ო­ნის­კენ იყო და­მიზ­ნე­ბუ­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, ჯგუ­ფი ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვას ადა­ნა­შა­უ­ლებს ათა­სო­ბით პე­ი­ჯე­რი­სა და რა­ცი­ის აფეთ­ქე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, რო­მელ­საც იყე­ნებ­დნენ “ჰეზ­ბო­ლას“ წევ­რე­ბი.

  • წამ­ყვა­ნი ძა­ლე­ბი ზავს ითხო­ვენ

ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში 11-მა ქვე­ყა­ნამ და ევ­რო­კავ­შირ­მა ის­რა­ელს და “ჰეზ­ბო­ლას“ სამ­კვი­რი­ა­ნი ზა­ვის და­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. მათი მო­თხოვ­ნაა, მხა­რე­ებ­მა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბა სცა­დონ.

ნიუ-იორკში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე მი­ღე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის­რა­ელ­სა და “ჰეზ­ბო­ლას“ შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი შე­საძ­ლოა გამ­წვავ­დეს მთელ რე­გი­ონ­ში, რაც არა­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის.

გან­ცხა­დე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს აშშ-მ, საფ­რან­გეთ­მა, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, გერ­მა­ნი­ამ, იტა­ლი­ამ, ია­პო­ნი­ამ, კა­ნა­დამ, ავ­სტრა­ლი­ამ, სა­უ­დის არა­ბეთ­მა, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ა­მი­რო­ებ­მა, კა­ტარ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ცალ­კე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

“ლი­ბან­სა და ის­რა­ელს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს უფრო ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი ეს­კა­ლა­ცი­ის მი­უ­ღე­ბელ რისკს. ეს არა­ვის ინ­ტე­რეს­შია, არც ის­რა­ე­ლე­ლი და არც ლი­ბა­ნე­ლი ხალ­ხის. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის დროა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში. თუმ­ცა, დიპ­ლო­მა­ტია წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევს ამ კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის ფონ­ზე. ამ­გვა­რად, მო­ვუ­წო­დებთ და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი, 21-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ ლი­ბა­ნი­სა და ის­რა­ე­ლის სა­ზღვრის გას­წვრივ, რათა მივ­ცეთ სივ­რცე დიპ­ლო­მა­ტი­ას კონ­ფლიქ­ტის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოგ­ვა­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ მა­სობ­რი­ვი დარ­ტყმე­ბი ლი­ბან­ზე ორ­შა­ბათს და­ი­წყო. ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ისი­ნი მხო­ლოდ “ჰეზ­ბო­ლას“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ურტყა­მენ.

“ჰეზ­ბო­ლას“ გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნათ­ქვა­მია, რომ ჯგუფ­მა ოთხშა­ბათს 06:30 სა­ათ­ზე გა­უშ­ვა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა თელ-ავი­ვის­კენ, ღა­ზას სექ­ტორ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის "მა­მა­ცი და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის" მხარ­და­სა­ჭე­რად და "ლი­ბა­ნი­სა და მისი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად".

BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფი­რას აბი­ად­მა ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარს “სის­ხლი­ა­ნი ხოც­ვა“ უწო­და.

“ჰეზ­ბო­ლამ პირ­ვე­ლად და­უ­მიზ­ნა რა­კე­ტე­ბი თელ-ავი­ვის ზო­ნას“, - წერს ის­რა­ე­ლის გა­მო­ცე­მა Haaretz Ynet-ი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პირო­ბა დადო, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ცი­ებს“ჰეზ­ბო­ლას“ წი­ნა­აღ­მდეგ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ბან­ში ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 600-მდე გა­ი­ზარ­და. ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, სა­ხე­ლად “ჩრდი­ლო­ე­თის ის­რე­ბი", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, მსოფლიო ლიდერები კი მხარეებს დროებითი ზავის დადებას სთხოვენ - მორიგ მასშტაბურ კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯი რჩება

ისრაელის არმია ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, მსოფლიო ლიდერები კი მხარეებს დროებითი ზავის დადებას სთხოვენ - მორიგ მასშტაბურ კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯი რჩება

ისრაელის არმიის სარდალმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ლიბანში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადებიან.

ჰალევის თქმით, ქვეყნის საჰაერო ძალები საჰაერო დარტყმებს ლიბანის საზღვარზე და უფრო შორეულ რაიონებზე გააგრძელებენ, რათა გზა გაუხსნან სახმელეთო შეჭრას, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში “ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული საფრთხის გარეშე.

სარდლის ცნობით, სახმელეთო სამხედრო ინვაზიის მოსამზადებლად ქვეყნის ჩრდილოეთში ორი დამატებითი ბრიგადა გამოიძახეს.

თავის მხრივ, ლიბანის ტრანსპორტის მინისტრის ალი ჰამიეს თქმით, რომელიც წარმოადგენს “ჰეზბოლას“ პოლიტიკურ ფრთას - აღნიშნული შეჭრა ისრაელის სამხედროებისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.

ისრაელმა მასიური საჰაერო თავდასხმები ლიბანის ნაწილში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. დაიღუპა 600-მდე ადამიანი და დაშავდა ასობით მოქალაქე, დასახლებული პუნქტები დატოვეს ადგილობრივებმა. აღსანიშნავია, რომ ლიბანურმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ თელ-ავივისკენ ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ისრაელის არმიის წარმომადგენლის თქმით, რაკეტა გაანეიტრალეს.

“ჰეზბოლა“ ირწმუნება, რომ დარტყმის სამიზნე იყო ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის შტაბ-ბინა, რომელიც მდებარეობს თელ-ავივის გარეუბანში. თუმცა, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ რაკეტა საცხოვრებელი რაიონისკენ იყო დამიზნებული.

ამასთანავე, ჯგუფი ისრაელის დაზვერვას ადანაშაულებს ათასობით პეიჯერისა და რაციის აფეთქების ორგანიზებაში, რომელსაც იყენებდნენ “ჰეზბოლას“ წევრები.

  • წამყვანი ძალები ზავს ითხოვენ

ერთობლივ განცხადებაში 11-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა ისრაელს და “ჰეზბოლას“ სამკვირიანი ზავის დადებისკენ მოუწოდეს. მათი მოთხოვნაა, მხარეებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სცადონ.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელსა და “ჰეზბოლას“ შორის არსებული კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს მთელ რეგიონში, რაც არავის ინტერესებში არ შედის.

განცხადებას ხელი მოაწერეს აშშ-მ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კანადამ, ავსტრალიამ, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და ევროკავშირმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცალკე განცხადება გააკეთეს მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის შესახებ.

“ლიბანსა და ისრაელს შორის არსებული ვითარება წარმოადგენს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის მიუღებელ რისკს. ეს არავის ინტერესშია, არც ისრაელელი და არც ლიბანელი ხალხის. დიპლომატიური შეთანხმების დროა, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. თუმცა, დიპლომატია წარმატებას ვერ მიაღწევს ამ კონფლიქტის ესკალაციის ფონზე. ამგვარად, მოვუწოდებთ დაუყონებლივი, 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ლიბანისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ, რათა მივცეთ სივრცე დიპლომატიას კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ისრაელის არმიამ მასობრივი დარტყმები ლიბანზე ორშაბათს დაიწყო. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ “ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ურტყამენ.

“ჰეზბოლას“ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჯგუფმა ოთხშაბათს 06:30 საათზე გაუშვა ბალისტიკური რაკეტა თელ-ავივისკენ, ღაზას სექტორში პალესტინელების "მამაცი და კეთილშობილური წინააღმდეგობის" მხარდასაჭერად და "ლიბანისა და მისი ხალხის დასაცავად".

BBC-სთან ინტერვიუში ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა ქვეყანაში მომხდარს “სისხლიანი ხოცვა“ უწოდა.

“ჰეზბოლამ პირველად დაუმიზნა რაკეტები თელ-ავივის ზონას“, - წერს ისრაელის გამოცემა Haaretz Ynet-ი შემთხვევის შესახებ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ სამხედროები გააგრძელებენ ოპერაციებს“ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

ბოლო მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 600-მდე გაიზარდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სპეცოპერაციას, სახელად “ჩრდილოეთის ისრები", რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მასობრივი საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა.

წყარო

იხილეთ ასევე: