მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ - როგორია ცესკოს პირობები?
არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ - როგორია ცესკოს პირობები?

26 სექ­ტემ­ბე­რი ბოლო დღეა, როცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­მა პარ­ტი­უ­ლი სი­ე­ბი უნდა წა­რად­გი­ნონ.

  • ცეს­კო­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნი­დან არა უგ­ვი­ა­ნეს მე­ო­რე დღი­სა კი, “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით“ გან­სა­ზღვრუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უნდა გა­დად­გნენ და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. მათ ამის­თვის ვადა 28 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით აქვთ.

არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყ­რის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ავალ­დე­ბუ­ლებს: - პრე­ზი­დენ­ტი, მი­ნის­ტრე­ბი (გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა), ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მი­ნის­ტრე­ბი, სამ­თავ­რო­ბო და სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რე­ბი; გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, მერი; ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რე­ბი; მო­სა­მარ­თლე­ე­ბი; სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და მისი მო­ად­გი­ლე; პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლე­ბი; იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი; სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს უფ­რო­სი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი; პრო­კუ­რო­რე­ბი, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, თა­ნა­შემ­წე­ე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი; კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­სა და ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი; ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­რო­სი და მისი მო­ად­გი­ლე.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­დად­გო­მი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა წა­რედ­გი­ნოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პირს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი ეთ­ქმე­ბა, ხოლო თუ რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და − რე­გის­ტრა­ცია უქ­მდე­ბა.

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით რე­გის­ტრა­ცია 25 პარ­ტი­ამ გა­ი­ა­რა.

პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ცეს­კო­ში სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით წარ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ - როგორია ცესკოს პირობები?

არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ - როგორია ცესკოს პირობები?

26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.

  • ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ.

არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: - პრეზიდენტი, მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.

თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25 პარტიამ გაიარა.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში საარჩევნო სიების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა აქვთ.