პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, გუ­შინ ლი­ბა­ნი­დან ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 100-ზე მეტი რა­კე­ტა ის­რო­ლეს. თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ 105 რა­კე­ტი­დან უმე­ტე­სი მო­ი­გე­რი­ეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სახ­ლებს მოხ­ვდა.

  • მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მა­უ­წყე­ბე­ლი სი­რე­ნე­ბის ხმა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და.

თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა „ჰეზ­ბო­ლამ“ აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სულ კვი­რას ის­რა­ე­ლის მხრი­დან პე­ი­ჯე­რე­ბი­სა და რა­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის სა­პა­სუ­ხოდ, ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში მდე­ბა­რე სა­მიზ­ნე­ე­ბის­კენ ათო­ბით რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს.

  • ამას­თან, ლი­ბან­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის­რა­ე­ლის მიერ პა­რას­კევს ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის სამი ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა.

გარ­და ამი­სა, შა­ბათს ის­რა­ელ­მა სამ­ხრეთ ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ათო­ბით მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვით შე­უ­ტია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ „ჰეზ­ბო­ლა“ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და.

იმ ფონ­ზე, როცა იზ­რდე­ბა კონ­ფლიქ­ტის სრულ­მას­შტა­ბი­ან ომში გა­დაზ­რდის შიში, ბე­ი­რუთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩომ ლი­ბან­ში მყოფ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მსგავ­სი რჩე­ვა მის­ცა სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს იორ­და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც და მო­უ­წო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ტო­ვონ ლი­ბა­ნი.

ავტორი:

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ 105 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სახლებს მოხვდა.

  • მათი განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ გასულ კვირას ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამიზნეებისკენ ათობით რაკეტა გაისროლეს.

  • ამასთან, ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ პარასკევს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.

გარდა ამისა, შაბათს ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიას ათობით მოიერიშე თვითმფრინავით შეუტია. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, საჰაერო იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოავლინეს, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.

იმ ფონზე, როცა იზრდება კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის შიში, ბეირუთში აშშ-ის საელჩომ ლიბანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

მსგავსი რჩევა მისცა საკუთარ მოქალაქეებს იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ლიბანი.